გადაწყვეტილება №25442/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 21.07.2025
№ დოკუმენტი 25442/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№25442/2/2025

21 ივლისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 10.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №25442/2/2025; №25443/2/2025).

 

დავის საგანი:

დაუბეგრავი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის დარიცხვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.04.2025 წლის №006-09 საგადასახადო მოთხოვნა;

2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.04.2025 წლის №006-10 საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 6.06.2025 წლის №11743 ბრძანება;

4. შემოსავლების სამსახურის 6.06.2025 წლის №11744 ბრძანება;

 

დარიცხული თანხა: 12 231.93 ლარი (№006-09 საგადასახადო მოთხოვნა);

მათ შორის:

დღგ - 11 968.62

საურავი - 263.31

 

დარიცხული თანხა: სულ - 19 772.32 ლარი (№006-10 საგადასახადო მოთხოვნა).

მათ შორის:

დღგ - 19 088.01

საურავი - 684.31

 

ფაქტების აღწერა

2025 წლის იანვრის და აპრილის საანგარიშო პერიოდებში, მომჩივანს, მის მიერ გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტების შესწავლის და დეკლარირებულ მონაცემთან შედარების შედეგად, დაერიცხა დღგ, რაზეც გამოიცა 30.04.2025 წლის №006-09 და №006-10 საგადასახადო მოთხოვნები. აღნიშნული მოთხოვნები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.06.2025 წლის №11743 და №11744 ბრძანებებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 10.07.2025 წლის №61262-21-04 წერილიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 6.06.2025 წლის №11743 და №11744 ბრძანებები გაიგზავნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ მომხმარებლის გვერდზე ამავე დღეს და გაცნობა ფიქსირდება 15.06.2025 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 6.06.2025 წლის №11743 და №11744 ბრძანებების გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 7.07.2025 წელი (ბოლო დღე 5.07.2025წ. შაბათი), ხოლო საჩივრები დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 10.07.2025 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.

გადასახადის გადამხდელთან, მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე შედგა კომუნიკაცია, თუმცა მას, გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით არგუმენტები არ წარმოუდგენია. ამგვარად, ვინაიდან, გასულია შემოსავლების სამსახურის 6.06.2025 წლის №11743 და №11744 ბრძანებების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივრები საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივრები დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაუბეგრავი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის დარიცხვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2025 წლის იანვრის და აპრილის საანგარიშო პერიოდებში, მომჩივანს, მის მიერ გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტების შესწავლის და დეკლარირებულ მონაცემთან შედარების შედეგად, დაერიცხა დღგ, რაზეც გამოიცა საგადასახადო მოთხოვნები. აღნიშნული მოთხოვნები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.06.2025 წლის №11743 და №11744 ბრძანებებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივრები საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 (1, ე)