N 26735 - 30/10/2023 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ბრძანებაში ცვლილება 30.10.2023
№ დოკუმენტი 26735
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №26735

2023 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):

ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი3“ და „ი4“ ქვეპუნქტები:

„ი3) „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ დეპარტამენტის თანამშრომელთა და საქართველოში დაფუძნებული პირების დაშვებას და დაშვების გაუქმებას;

ი4) „სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენების მიზნით ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის/უფლებამოსილი მიმღების სტატუსის მაძიებლის განცხადების განხილვას და სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობების შემოწმებას, ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის/უფლებამოსილი მიმღების სტატუსის მინიჭების, მინიჭებაზე უარის თქმის, სტატუსის შეჩერებისა და სტატუსის გაუქმების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას, ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის/უფლებამოსილი მიმღების სტატუსის მქონე პირთა შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზს, ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის/უფლებამოსილი მიმღების სტატუსის მქონე პირთა კონტროლს;“;

ბ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „კ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ3“ ქვეპუნქტი:

„კ3) იღებს გადაწყვეტილებას „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ დეპარტამენტის თანამშრომელთა და საქართველოში დაფუძნებული პირის დაშვების, დაშვებაზე უარის თქმის, დაშვების შეჩერების ან დაშვების გაუქმების შესახებ;“;

გ) 22-ე მუხლის „დ6“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ7“ და „დ8“ ქვეპუნქტები:

„დ7) „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ დეპარტამენტის თანამშრომელთა და საქართველოში დაფუძნებული პირის დაშვების მიზნით გადაწყვეტილების მიღების, მიღებული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების ან გაუქმებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, დაშვების და დაშვების გაუქმების ტექნიკური უზრუნველყოფა;

დ8) „სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენების მიზნით ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის/უფლებამოსილი მიმღების სტატუსის მაძიებლის განცხადების განხილვა და სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობების შემოწმება, ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის/უფლებამოსილი მიმღების სტატუსის მინიჭების, მინიჭებაზე უარის თქმის, სტატუსის შეჩერებისა და სტატუსის გაუქმების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა, ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის/უფლებამოსილი მიმღების სტატუსის მქონე პირთა შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზი, ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის/უფლებამოსილი მიმღების სტატუსის მქონე პირთა კონტროლი;“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი

ლევან კაკავა

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე