ბრძანება N 7904
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7904
11.04.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 20 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 მარტის სხდომაზე (ოქმი №32) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 20 მარტის №79810/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 თებერვლის №006-64 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. მიუთითებს, რომ გადაანგარიშების დასკვნაში არ არის გათვალისწინებული იჯარით აღებული ექსკავატორების მიერ გახარჯული საწვავი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შეადგენს 51 602 ლიტრს. გადამხდელი ასევე არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში მითითებულ საწარმოს მიერ შეძენილი საწვავის ოდენობას (174 046,51 ლიტრი დიზელის საწვავი) და განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით (-------, -------) შეძენილი აქვს 171 747,5 ლიტრი დიზელის საწვავი, ხოლო შეცდომა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ საწარმოს 2021 წლის 1 სექტემბერს სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული აქვს 2 299 ლიტრი საწვავი, რომელიც არ შედის შესამოწმებელ პერიოდში და შესაბამისად, მისი ხარჯვაც არ უნდა იყოს აღნიშნულ პერიოდში გათვალისწინებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 მარტის №5764 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. „შპს ,,-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ნაშთად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები (მათ შორის, ავტოსატრანსპოტო საშუალებების მიერ საწვავის მოხმარების ნორმის შესახებ კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/შეაფასოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, ოპერაციაზე კვალიფიკაციის ცვლილება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს პირველი და მე-2 სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით უზრუნველყოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული შემოსავლის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე სახელფასო განაცემად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 მარტის №5764 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 25 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 504 373 ლარი, მათ შორის, გადასახადი 335 995 ლარი, ჯარიმა 168 378 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 20 თებერვლის №006-64 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
1. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 მარტის №5764 ბრძანების აღსრულების მიზნით, საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილი იქნა 2023 წლის 25 იანვრის დაკვნა, რომლის შესაბამისად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები (არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შეძენილი სამშენებლო მასალებისგან სამშენებლო ბლოკის წარმოებას, ასევე სამშენებლო მასალების და ავტონაწილების რეალიზებულად განხილვის ნაწილში) დღგ-ის ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას 2 488 ლარის ოდენობით, ხოლო საშემოსავლო გადასახადის ნაწილში - 4 097 ლარის ოდენობით.
2. საწარმოს მიერ გაწეული სატრანსპორტო მომსახურების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელმა 2022 წლის 11 ოქტომბერს წარმოადგინა ექსპერტიზის 2022 წლის 10 ოქტომბრის დასკვნა №09/04, რომლის მონაცემებზე დაყრდნობით გაანგარიშებული იქნა ავტომობილის მარკა/მოდელის გათვალისწინებით შესრულებულ რეისზე გახარჯული საწვავის (დიზელის) რაოდენობა საშუალოდ 32.97 ლიტრის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 მარტის №5764 ბრძანების აღსრულების მიზნით, საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილი იქნა 2023 წლის 25 იანვრის დაკვნა, რომლის შესაბამისად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დღგ-ის ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას 124 827 ლარის ოდენობით, ხოლო საშემოსავლო გადასახადის ნაწილში - 204 583 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის, კერძოდ ექსპერტიზის 2022 წლის 10 ოქტომბრის №09/04 დასკვნის საფუძველზე, გაანგარიშებული იქნა ავტომობილის მარკა/მოდელის გათვალისწინებით შესრულებულ რეისზე გახარჯული საწვავის (დიზელის) რაოდენობა საშუალოდ 32.97 ლიტრის ოდენობით, რის საფუძველზეც საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა როგორც დღგ-ის, ასევე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის გადაანგარიშების შედეგებს და ითხოვს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელი მიუთითებს, რომ გადაანგარიშების დასკვნაში არ არის გათვალისწინებული იჯარით აღებული ექსკავატორების მიერ გახარჯული საწვავი, რომელზეც გააჩნია ექსპერტიზის დასკვნა. ასევე არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში მითითებულ საწარმოს მიერ შეძენილი საწვავის ოდენობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის, კერძოდ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, გაანგარიშებული იქნა ავტომობილის მარკა/მოდელის გათვალისწინებით შესრულებულ რეისზე გახარჯული საწვავის რაოდენობა, რის საფუძველზეც საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა როგორც დღგ-ის, ასევე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 304 (21)