გადაწყვეტილება №24943/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24943/2/2025
10 აპრილი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.04.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 23.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24943/2/2025).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №081-223 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 4.03.2025 წლის №3667 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 234 823,88 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 153 299
დღგ - 106 651
საშემოსავლო გადასახადი - 46 648
ჯარიმა - 75 626
საურავი - 5 898,88
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა სურსათით საბითუმო ვაჭრობა ბაზრობის ტერიტორიაზე, ქ. ----ი, ----ის ქ. №1-ში.
აუდიტის დეპარტამენტის 22.08.2023 წლის №20769 და 25.09.2023 წლის №23428 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 7.07.2021 წლიდან 1.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 14.08.2023 წლის ჩათვლით პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 26.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №24743 ბრძანება და ამავე თარიღის №081-223 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 26.10.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.12.2023 წლის №30197 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 22.02.2024 წლის №21618/2/2023 (რეგ. 18.04.2024წ. №03/31663) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანმა, აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №081-223 საგადასახადო მოთხოვნაზე, 19.02.2025 წელს კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომლის 4.03.2025 წლის №3667 ბრძანებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ კომპანიის მიერ აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №081-223 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 26.10.2023 წელს წარდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 4.12.2023 წლის №30197 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. ასევე, აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2.08.2024 წელს წარდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 7.08.2024 წლის №18273 ბრძანებით, დატოვებულ იქნა განუხილველად, ხოლო 18.11.2024 წელს წარდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 29.11.2024 წლის №25185 ბრძანებით იქნა დატოვებული განუხილველად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპანიის 19.02.2025 წლის №94260/1/2025 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №081-223 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას არ ეთანხმება, რადგან არასწორად არის დაანგარიშებული და ითხოვს გაანგარიშდეს ხელმეორედ. მოგების ნაცვლად მუშაობდა ზარალზე და ბევრი საქონელი აქვს გადაყრილი. ითხოვს საკითხი დაბრუნდეს აუდიტის დეპარტამენტში და ხელმეორედ მოხდეს დაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მომჩივანმა 19.02.2025 წელს საჩივარი წარადგინა შემოსავლების სამსახურში, რომელშიც გასაჩივრებულ დოკუმენტად მიუთითა აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №081-223 საგადასახადო მოთხოვნა და ასევე, ითხოვდა შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით.
დადგენილია, რომ შემოწმების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 26.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, 6.10.2023 წლის №24743 ბრძანება და ამავე თარიღის №081-223 საგადასახადო მოთხოვნა 26.10.2023 წელს იყო გასაჩივრებული შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.12.2023 წლის №30197 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 4.12.2023 წლის №30197 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 26.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტთან, 6.10.2023 წლის №24743 ბრძანებასთან და ამავე თარიღის №081-223 საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 22.02.2024 წლის №21618/2/2023 (რეგ. 18.04.2024წ. №03/31663) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღსანიშნია, რომ აღნიშნული დავის განახლებაზე, ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძვლით, მომჩივანმა, 2.05.2024 წელს მომართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს, რომლის 4.07.2024 წლის №23010/2/2024 (რეგ. 17.07.2024წ. 03/54916) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ასევე აღსანიშნია, რომ მომჩივანმა, იგივე საგადასახადო მოთხოვნაზე, 18.11.2024 წელს მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომლის 29.11.2024 წლის №25185 ბრძანებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 30.01.2025 წლის №24456/2/2024 (რეგ. 5.02.2025წ. 03/6564) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი არგუმენტს შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განუხილველად დატოვებაზე არ წარმოადგენს და მომჩივანმა 19.02.2025 წელს იგივე სადავო აქტზე მიმართა შემოსავლების სამსახურს, რაზეც შემოსავლების სამსახურს უკვე ნამსჯელი ჰქონდა 4.12.2023 წლის №30197 ბრძანებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველად დატოვება მართებულია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №20769 და №23428 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 7.07.2021 წლიდან 1.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 14.08.2023 წლის ჩათვლით პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №24743 ბრძანება და №081-223 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №30197 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს №21618/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანმა, აუდიტის დეპარტამენტის №081-223 საგადასახადო მოთხოვნაზე კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომლის №3667 ბრძანებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველად დატოვება მართებულია.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301( „ზ“);