ბრძანება N 12105

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.05.2023
№ დოკუმენტი 12105
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 12105

31.05.2023

შპს „----------ის“ (ს/ნ ------------)

(მის.: ---------------)

2023 წლის 8 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №58) განიხილა შპს „----------ის“ (ს/ნ -----------) №78952/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 იანვრის №006-5 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. მიუთითებს, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 28 ოქტომბრიდან. განმარტავს, რომ 2020 წლის დეკემბრიდან რეალიზებული ფართები შეიძინა შპს ,,----------’’ 2020 წლის 27 ნოემბერს და შპს ,,----------’’ 2020 წლის 16 ნოემბერს. აღნიშნულ ფართებზე გამყიდველ ორგანიზაციებს არ გამოუწერიათ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შესაბამისად, გადამხდელს არ მიუღია დღგ-ის ჩათვლა. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადამხდელმა მომწოდებელი კომპანიებისგან მოითხოვა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა. აცხადებს, რომ შპს ,,---------’’ რამდენჯერმე მიმართა შემოსავლების სამსახურს საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერის ნებართვის მიღებაზე. აცხადებს, რომ თანამშრომელი, რომელსაც წვდომა ჰქონდა კომპანიის ელექტრონულ გვერდზე იყო კოვიდ ინფიცირებული, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის თანხმობის შესახებ გადაწყვეტილებას გაეცნო 2022 წლის 31 ოქტომბერს, მაგრამ გამოწერის შესაძლებლობა არ მიეცა, რადგან პროგრამამ შეატყობინა 3 დღიანი ვადის ამოწურვის შესახებ.

შპს ,,----------’’ 2022 წლის 31 ოქტომბერს და 9 დეკემბერს კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს განცხადებით, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღია. რაც შეეხება შპს ,,-----------’’, ას დავალიანების გამო მინიჭებული აქვს არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსი და პირდება გადამხდელს, რომ 2023 წლის მარტში შეძლებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერას. ჩასათვლელი თანხის გათვალისწინებით, ითხოვს დარიცხული ჯარიმა/საურავის დაკორექტირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 14 სექტემბრის №23830 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 აპრილის №006-117 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წლის 17 მაისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

,,1. შპს „----------ის“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ს ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლისათვის დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.’’ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 14 სექტემბრის №23830 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 25 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 27 იანვრის №006-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადამხდელმა ვერ წარმოადგინა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადამხდელმა ვერ წარმოადგინა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადსატურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაკორექტირდა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------ის“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. ითხოვს დარიცხული ჯარიმა/საურავის დაკორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადამხდელმა ვერ წარმოადგინა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 

გადაწყვეტილება

გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

302(6);304(21)