N 39352 - 20/12/2021 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 30 დეკემბრის №39802 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №39352
2021 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 30 დეკემბრის №39802 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 30 დეკემბრის №39802 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის საქმიანობის შეფასების წესისა და პირობების (დანართი №1):
ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შეფასების პროცესი იწყება ყოველი წლის იანვრიდან და სრულდება იმავე წლის დეკემბერში. სტრუქტურული ერთეულის სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია საბოლოო შეფასების პროცესის დასრულების ვადა განისაზღვროს მომდევნო წლის 15 იანვრამდე.“;
ბ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. სტრუქტურული ერთეულის სპეციფიკის გათვალისწინებით, საბოლოო შეფასებისას შესაძლებელია თანამშრომლის თვითშეფასებისთვის, ხელმძღვანელის მიერ თანამშრომლის შეფასებისთვის და შეფასების საბოლოო შედეგზე შეთანხმებისთვის განისაზღვროს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული ვადისგან განსხვავებული ვადა, ამავე წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი თარიღის შესაბამისად.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი
ლევან კაკავა
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე