გადაწყვეტილება №25174/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25174/2/2025
16 ივნისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --- ის 13.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25174/2/2025).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.03.2025 წლის №24659/2/2024 (8.04.2025წ. 03/25873) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
ვალის მართვის დეპარტამენტის 5.05.2025 წლის №21-17/32584 წერილი.
ფაქტების აღწერა
შპს „---ზე (ს/ნ ---) რიცხული საგადასახადო დავალიანების (390 641.06 ლარი) უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნული კომპანიის მთელ ქონებაზე, მათ შორის --- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, ვალის მართვის დეპარტამენტის 2.03.2022 წლის №006–10233 შეტყობინების საფუძველზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. 27.06.2024 წელს, ზემოხსენებულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა მომჩივნის საკუთრების უფლება.
საჯარო რეესტრის ამავე დღეს მომზადებული ამონაწერის (განცხადება N----, 22.12.2023წ.) თანახმად, აღნიშნულ ქონებაზე კვლავ გავრცელდა ქონების წინა მესაკუთრის მიმართ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. ამასთან ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 14.08.2024 წელს გამოცემულ იქნა №011-4939 ბრძანება, „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“, რომლის საფუძველზეც დაყადაღებას დაექვემდებარა მომჩივნის საკუთრებაში არსებული, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულ ქონება (ს/ ----). 16.08.2024 წელს შედგენილ იქნა №2024/011-4939/1 „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ აქტი.
„ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ვალის მართვის დეპარტამენტის 14.08.2024 წლის №011-4939 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.09.2024 წლის №21079 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 13.11.2024 წლის №24159/2/2024 (21.11.2024წ. 03/86480) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 26.09.2024 წლის №21079 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა და 16.01.2025 წლის №218 ბრძანებით არ დააკმაყოფილა. მომჩივანმა კვლავ მომართა საჩივრით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს. საბჭოს 27.03.2025 წლის №24659/2/2024 (8.04.2025წ. 03/25873) გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 16.01.2025 წლის №218 ბრძანება.
მომჩივანს მიეცა წინადადება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ვალის მართვის დეპარტამენტისთვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის მტკიცებულებები, რომ ---ს (---ს) შესრულებული ქონდა უძრავი ქონების ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ვალის მართვის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება, რომ სადავო ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გავრცელების მომენტში ----ს/---ს სრულად ჰქონდა შესრულებული შპს „---ს“ წინაშე ყველა ვალდებულება და შესაბამისად მოპოვებული ჰქონდა აღნიშნული ქონების საკუთრებაში დარეგისტრირების უფლება, გაეუქმებინა ამ ქონებაზე გამოყენებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის 5.05.2025 წლის №21-17/32584 წერილი, რომლითაც მომჩივანის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
14.01.2015 წელს --- სა და შპს „---ს“ (ს/ნ ---) შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულება №19, რომლის საფუძველზეც შპს „---ს“ (ს/ნ ---) საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგ საცხოვრებელი ბინა საკუთრებაში უნდა გადაეცა ---ათვის, ხოლო ---ს სამაგიეროდ უნდა გადაეხადა 67 000 აშშ დოლარი. შპს „----მა“ (ს/ნ ---) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და ---ს, თანხის სრულად გადახდის მიუხედავად, საკუთრებაში არ გადასცა საცხოვრებელი ბინა, რაზეც ---მა თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი და მოითხოვა ზემოაღნიშნული ბინის მესაკუთრედ ცნობა.
სასამართლოში საქმის წარმოების მიმდინარეობის დროს 9.10.2023 წელს ---სა და მომჩივანს შორის დაიდო ცესიის/მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოთხოვნა ცესიონერზე გადავიდა ისეთ მდგომარეობაში, როგორც ეს ---ს ხელში იყო. შესაბამისად, მიმდინარე საქმეზე მომჩივანი გახდა ----ის უფლებამონაცვლე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სასამართლოს 28.11.2023 წლის გადაწყვეტილებით (საქმე №2/7230-23) სარჩელი მოპასუხე შპს „---ის“ (ს/ნ ---) მიმართ დაკმაყოფილდა და მომჩივანი ცნობილ იქნა ბინის (ს/კ ---) მესაკუთრედ. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ ---მა ჯერ კიდევ 14.01.2015 წელს შეიძინა საკუთრების უფლება საცხოვრებელ სახლზე, საჯარო რეესტრში რეგისტრაცია კი მოხდა 27.06.2024 წელს, ყადაღის დადებამდე. ითხოვს ვალის მართვის დეპარტამენტის 2.03.2022 წლის №006-10233 საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობას უძრავი ქონების (-----) ნაწილში, ასევე, 14.08.2024 წლის №011-4939 „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანების და ვალის მართვის დეპარტამენტის 5.05.2025 წლის №21-17/32584 წერილი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საბჭოს 27.03.2025 წლის №24659/2/2024 (8.04.2025წ. 03/25873) გადაწყვეტილებით:
- მომჩივანს მიეცა წინადადება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ვალის მართვის დეპარტამენტისთვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის მტკიცებულებები, რომ ----ს (ცესიონერს) შესრულებული ქონდა უძრავი ქონების ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
- ვალის მართვის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება, რომ სადავო ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გავრცელების მომენტში ---ს/----ს სრულად ჰქონდა შესრულებული შპს „---ს“ წინაშე ყველა ვალდებულება და შესაბამისად მოპოვებული ჰქონდა აღნიშნული ქონების საკუთრებაში დარეგისტრირების უფლება, გაეუქმებინა ამ ქონებაზე გამოყენებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული ვალის მართვის დეპარტამენტის 5.05.2025 წლის №21-17/32584 წერილით მომჩივანს ეცნობა, რომ ვალის მართვის დეპარტამენტმა დამატებით შეისწავლა წარდგენილი საქმის მასალები და მიიჩნია, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ---ს/ა----ს სრულად ჰქონდა შესრულებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, სადავო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობამდე. კერძოდ, წარდგენილი საბანკო ამონაწერით არ დგინდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ქონების ღირებულების სრულად და განსაზღვრულ პერიოდში გადახდის ფაქტი, შესაბამისად უარი ეთქვა უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმებაზე.
მომჩივანი წარმოდგენილი საჩივრით წარმოადგენს ანალოგიურ არგუმენტებს რაზეც ნამსჯელი და გადაწყვეტილება მიღებულია საბჭოს 27.03.2025 წლის №24659/2/2024 (8.04.2025წ. 03/25873) გადაწყვეტილებით. აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, ვინაიდან არ დასტურდება უძრავი ქონების (ს/კ ---) ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულებით ნაკისრი საფასურის სრულად დაფარვის ფაქტი სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობამდე, საბჭოს მიაჩნია, რომ საბჭოს 27.03.2025 წლის №24659/2/2024 გადაწყვეტილება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.03.2025 წლის №24659/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
№24659/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული ვალის მართვის დეპარტამენტის წერილით მომჩივანს ეცნობა, რომ ვალის მართვის დეპარტამენტმა დამატებით შეისწავლა წარდგენილი საქმის მასალები და მიიჩნია, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მომჩივანს სრულად ჰქონდა შესრულებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, სადავო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობამდე. კერძოდ, წარდგენილი საბანკო ამონაწერით არ დგინდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ქონების ღირებულების სრულად და განსაზღვრულ პერიოდში გადახდის ფაქტი, შესაბამისად უარი ეთქვა უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმებაზე.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საბჭოს 27.03.2025 წლის №24659/2/2024 გადაწყვეტილება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21 .