ბრძანება N 2935
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 2935
17.02.2023
შპს „--------“-ს (ს/ნ -------------------)
(იურ. მის.: ----------------------------;
ფაქტ. მის.: ----------------------------)
2022 წლის 24 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №9) განიხილა შპს „--------“-ს (ს/ნ -------------------) 2022 წლის 24 ნოემბრის №76756/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 ოქტომბრის №006-447 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ დარიცხულ ქონების გადასახადს. აცხადებს, რომ კომპანიის მიერ შეძენილი ფართები გათვალისწინებული იყო გასაყიდად და შესაბამისად, აღირიცხა სასაქონლო მარაგებში. აღნიშნული ფართები დღემდე არ ყოფილა იჯარით გაცემული და კომპანიის მიზანს არ წარმოადგენს მათი გაქირავება. კომერციული ფართები შავი კარკასის მდგომარეობაშია და შესაბამისად, ვერც მოხდებოდა ამ მდგომარეობაში მისი ადმინისტრაციული და სხვა დანიშნულებით გამოყენება. აცხადებს, რომ შუამავლის მიერ ფართების გაქირავებასთან დაკავშირებით განცხადებების გამოქვეყნების მიზანი არ არის კომპანიის მიერ ამ ფართების გაქირავება, მისი მიზანია მხოლოდ პოტენციური მყიდველების მოზიდვა. გადამხდელი ასევე აცხადებს, რომ მიწის ღირებულება არასწორად არის შეყვანილი ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. მიუთითებს, რომ უნდა განხორციელებულიყო მიწის და მასზე დამაგრებული შენობა ნაგებობის ღირებულების გამიჯვნა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 19 ივლისის №19146 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------“-ს (ს/ნ -------------------) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1.შპს „--------“-ს (ს/ნ -------------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3.დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 19 ივლისის №19146 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 3 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 12 799 ლარი, მათ შორის, გადასახადი 8 533 ლარი და ჯარიმა 4 266 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 13 ოქტომბრის №006-447 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
• საწარმოს სარეგისტრაციო წელზე პროპორციულად მოხდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, რამაც გამოიწვია შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება.
• გადასახადის გადამხდელთან განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია, რა დროსაც მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია უძრავი ქონების შენობა-ნაგებობების და მიწის გამიჯნული ღირებულებების შესახებ. გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რითაც შესაძლებელი იქნებოდა შენობა-ნაგებობების და მიწის ღირებულების გამიჯვნა. შედეგად, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება/შემცირება არ განხორციელდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 19 ივლისის №19146 გადაწყვეტილების შესაბამისად, საწარმოს სარეგისტრაციო წელზე პროპორციულად მოხდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, რამაც გამოიწვია შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირება. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია უძრავი ქონების შენობა-ნაგებობების და მიწის გამიჯნული ღირებულებების შესახებ, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეიძლება გამხდარიყო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“-ს (ს/ნ -------------------)
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.