ბრძანება N 23488
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23488
26.09. 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---- ------ის (ს/ნ -------------------)
(მის.: ------------------------------------;
იურ. მის: ------------------------------)
2023 წლის 5 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია ი/მ ---- ------ის (ს/ნ -------------------) №83430/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აგვისტოს №------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №96).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ მისი საქმიანობაა ხე-ტყის მასალებით ვაჭრობა, რომელიც შემოაქვს რუსეთიდან. 2022 წლის 7 ოქტომბერს განაბაჟა ხე-ტყის მასალით დატვირთული 4 ვაგონი. აქედან სამი ვაგონი ფიჭვის ფიცრებით (ფიჭვის დახერხილი ფიცარი - ნომინალური მოცულობით 98.894 მ3, ფაქტიური მოცულობით - 112.313 მ3 და ფიჭვის დახერხილი ფიცარი - ნომინალური მოცულობით 194.878 მ3, ფაქტიური მოცულობით - 234.16 მ3 და ერთი ვაგონი ფიჭვის დახერხილი მასალა პროფილური პაგონაჟის სახით 110.082 მ3; ლარიქსის მასალა პროფ.პაგონჟის სახით - 6.924 მ3 და 17 ოქტომბერს განაბაჟა ერთი ვაგონი ლარექსი 82.287 მ3. აღნიშნავს, რომ ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით ძალიან მცირე რეალიზაცია ჰქონდა. ყველა რეალიზაციაზე გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობას და განმარტავს, რომ ინვენტარიზაციის დროს ფასეულობის დათვლა მოხდა არა ცალობით (რაც გარკვეულად უფრო რთული იყო), არამედ მოცულობის გაზომვით. აღწერის შედეგად მასალები, რომლებიც შეძენილი იყო უკვე გამომშრალი, დანაკლისი არ დაუფიქსირდა (კერძოდ ლარექსი და გამომშრალი ფიჭვი), ხოლო ის მასალა, რომელიც მოწოდებულია ჯერ კიდევ არგამომშრალი და განიცდიდა ბუნებრივ შრობას (სწორედ ამიტომ შეძენის დოკუმენტებში არის როგორც ნომინალური, ისე ფაქტობრივი რაოდენობა. გადახდა მოხდა ნომინალური რაოდენობის მიხედვით და ორივე განზომილება მოცემულია საბაჟო დეკლარაციაში, ხოლო დღგ-ს დაბეგვრის ბაზად აღებულია ნომინალური ღირებულება), დაუფიქსირდა დანაკლისი 15.7311მ3 . აღნიშნული მასალის ფიცრების ცალობით დათვლა რომ მომხდარიყო დანაკლისი არ ექნებოდა.
მისივე განცხადებით, ვინაიდან არ არის შრობის ნორმა საგადასახადო მიზნებისთვის დადგენილი, მის მიერ შეძენილ მასალასაც მოჰყვება სტანდარტი, სადაც შრობის ზღვრული ნორმაა 10-12% მითითებული. მის მიერ შეძენილი მასალა განიცდის ბუნებრივ შრობას და აღნიშნული დანაკლისი არ წარმოადგენს მის მიერ განზრახ ჩადენილ სამართალდარღვევის ფაქტს. ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 9 მარტის N4411 ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ი/მ ---- ------ის (ს/ნ -------------------) კუთვნილი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
ი/მ ---- ------ე (ს/ნ -------------------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 27 ივლისს, 2022 წლის 9 ნოემბრიდან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, ხოლო 2022 წლის 1 დეკემბრიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს იმპორტირებული ხის მასალის რეალიზაცია.
ინვენტარიზაციის დაწყებისას ი/მ ---- ------ის (ს/ნ -------------------) მინდობილმა პირმა ---- ----ემ (პ/ნ ----------) განაცხადა, რომ საქმიანობას ახორციელებს მისამართზე: ქ. -----. მან განმარტა, რომ მის საკუთრებაში არსებული სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები განთავსებული ჰქონდა მხოლოდ აღნიშნულ მისამართზე და სხვა სავაჭრო ობიექტი ან სათავსო არ გააჩნია. ასევე განაცხადა, რომ მის კუთვნილ ობიექტებში სხვის საკუთრებაში არსებული სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები არ გააჩნია. ასევე განმარტა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო– მატერიალური ფასეულობა აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული – ჩამოწერილი აქვს გასავალში. ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახული აქვს საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და აცნობა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 9 მარტის N4411 ბრძანებით, ინვენტარიზაციის პროცედურების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის მინდობილმა პირმა წერილობითი ფორმით განსაზღვრა თავისი წარმომადგენელი საინვენტარიზაციო კომისიაში: ---- -------ე (პ/ნ ------------).
ინვენტარიზაცია დაიწყო 2023 წლის 9 მარტს, ხოლო მასალების დამუშავება და შედეგების გამოყვანა დამთავრდა 2023 წლის 7 აგვისტოს.
საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შედგენილი იქნა ,,სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების აღწერის შესახებ“ ოქმში (დანართი N16). გარკვეული სმფ-ების რაოდენობა და საბაზრო ღირებულება დადგინდა ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს N------/03/23 დასკვნის საფუძველზე. ასევე, სმფ-ების ფაქტიური აღწერისას გათვალისწინებული იქნა N------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ჩამორთმეული 39,05 მ 3 დახერხილი მასალის მოცულობა, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე განთავსებული იყო ქ. -----ში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასაწყობე ბაზაზე. ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 მარტის N-------/2/2023 გადაწყვეტილებით, ინვენტარიზაციის პროცერსში, გადასახადის გადამხდელს გაუუქმდა N------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქცია და ჩამორთმეული საქონელი დაექვემდებარა უკან დაბრუნებას. შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით ი/მ ---- ------ის (ს/ნ -------------------) კუთვნილ ობიექტში 2023 წლის 9 მარტის მდგომარეობით აღმოჩნდა სულ 528,27 მ 3 დახერხილი ხე-მასალა, საბაზრო ღირებულებით - 560597.20 ლარის.
საინვენტარიზაციო კომისიის მიერ, საგადასახადო ორგანოში არსებული და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, შედგენილ იქნა ოქმი „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ – დანართი N19–ის I, II ცხრილები. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შედგენილი იქნა ასევე „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ“ ოქმი (დანართი N21). მისი შესწავლისა და მითითებული პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების რეკვიზიტების გადამოწმების შემდეგ აღურიცხველი სმფ–ების არ გამკოვლენილა, ხოლო ფაქტობრივად აღწერილმა და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახულმა სმფ–ების მოცულობამ შეადგინა 528,27 მ 3 , დანართი N21–ის მე– 4 სვეტის ჯამი.
საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირების მიერ შევსებულ იქნა დანართი N19–ის I და II ცხრილები გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო ორგანოში არსებული და გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით მოწოდებული მონაცემების საფუძველზე. კერძოდ, გამოყენებულ იქნა შემდეგი მონაცემები და დაშვებები:
- საანგარიშო პერიოდად აღებული იქნა პერიოდი 2022 წლის 27 ივლისიდან (რეგისტრაციის თარიღი) ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (9 მარტი 2023 წელი);
- საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საბაჟო დეკლარაციებით შეძენილი სმფ-ების (დახერხილი ხე-მასალა) მოცულობამ შეადგინა - 545.77 მ 3 .
- 2022 წლის 27 ივლისიდან 2023 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით გადამხდელის მიერ ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებულმა ხე-მასალის მოცულობამ შეადგინა - 1,580 მ 3 .
ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2023 წლის 9 მარტი) სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა (დახერხილი ხე-მასალა) მოცულობამ (დანართი N19–ის I ცხრილის მე–2 სვეტის ბოლო სტრიქონი) შეადგინა: - 544,18 მ 3 .
საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებული იქნა დანართი N22–ის I ცხრილი (პროექტი), რომლის მიხედვით აღურიცხავი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები არ გამოვლინდა.
საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებულ იქნა დანართი N22–ისII ცხრილი (პროექტი) – დანართი N19–ის I ცხრილისა და დანართი N21-ის საფუძველზე. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 15,89 მ 3 სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა (დახერხილი ხე-მასალა) დანაკლისი, რომლის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა – 15131.65 ლარი.
ი/მ ---- ------ის (ს/ნ -------------------) მინდობილ პირს ---- -----ეს (პ/ნ -----------) 2023 წლის 12 ივლისს ჩაბარდა შეტყობინება ინვენტარიზაციის ზემოაღწერილი შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილების (დანართი N22–ის I და II ცხრილები) პროექტით. გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა ოქმის პროექტით დარიცხულ თანხებს და 2023 წლის 19 ივლისს წარმოადგინა საწინააღმდეგო პოზიცია. გადამხდელმა წერილობით პოზიციაში აღნიშნა, რომ სმფ-ების დანაკლისი გამოწვეული იყო ხემასალის შრობის შედეგად, რამაც გამოიწვია ფაქტობრივად მისი რაოდენობის შემცირება და ითხოვდა აღნიშნულის გათვალისწინებას.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს 2023 წლის 27 ივლისის N32 სხდომის ოქმის საფუძველზე ი/მ ---- ------ის (ს/ნ -------------------) წერილობითი პოზიცია არ დაკმაყოფილდა და დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ----სა და ----ის სამმართველოს, უზრუნველეყო წინამდებარე ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გონივრულ ვადაში აღსრულებაზე კონტროლი.
შესაბამისად, საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებულ იქნა დანართი N22–ის II ცხრილი, დანართი N19–ის I ცხრილისა დანართი N21-ის საფუძველზე. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 15,89 მ 3 სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა (დახერხილი ხე-მასალა) დანაკლისი, რომლის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა – 15131.65 ლარი.
საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებული დანართი N22–ის I ცხრილის მიხედვით აღურიცხავი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები არ გამოვლინდა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გამოვლენილი სმფ-ების დანაკლისზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N-------- და ი/მ ---- ------ე (ს/ნ -------------------) დაჯარიმდა 1513,17 ლარის ოდენობით.
2023 წლის 5 სექტემბრის საჩივრით ი/მ ---- ------ე (ს/ნ -------------------) არ ეთანხმება ინვენტარიზაციით გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის თანხას - 15131.65 ლარს. წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი განმარტავს, რომ დახერხილი ხე-მასალა იმპორტირებული აქვს საბაჟო დეკლარაციების საფუძველზე. მათ შორის: N---- და N----- დეკლარაციებით. იმპორტირებული ხე-მასალა ვინაიდან განიცდიდა ბუნებრივ შრობას, დეკლარაციებში მითითებული იყო როგორც ფაქტიური ასევე ნომინალური მოცულობებით. გამომდინარე იქიდან, რომ ინვენტარიზაციის მომენტში აიზომა სმფ-ების ფაქტიური მოცულობა (კბ/მ) და აზომვის მონაცემები შეუდარდა დეკლარაციებში დაფიქსირებულ სმფ-ების ფაქტიურ მოცულობებს, გამოვლინდა დანაკლისი. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ სმფ-ების დანაკლისი არ გამოუვლინდებოდა ხე-მასალის აზომვა რომ მომხდარიყო კუბატურობის ნაცვლად ცალობაში. შესაბამისად, გადამხდელი ითხოვს, რომ საგადასახადო მიზნებისათვის, ვინაიდან არ არის დადგენილი ხე-მასალის შრობის ნორმა, მოხდეს მათ შეძენის საბუთებში არსებული შრობის სტანდარტის (10-12%) გათვალისწინება და დანაკლისის თანხის შემცირება.
ზემოაღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს, რომ ვინაიდან საჩივარში მოყვანილი გარემოებები აღემატებოდა მათი კომპეტენციის ფარგლებს, ამიტომ გარკვეული სმფ-ების, მათ შორის N--- და N--- დეკლარაციებით შეძენილი ხემასალის რაოდენობა (კბ/მ) და საბაზრო ღირებულება დადგინდა ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს N------/03/23 ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. შესაბამისად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციაც განხორციელდა აღნიშნულ დასკვნაში დაფიქსირებული მონაცემების გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშწოილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---- ------ის (ს/ნ -------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობას და განმარტავს, რომ ინვენტარიზაციის დროს ფასეულობის დათვლა მოხდა არა ცალობით , არამედ მოცულობის გაზომვით. ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივანის კუთვნილი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია,ინვენტარიზაციის პროცედურების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის მინდობილმა პირმა წერილობითი ფორმით განსაზღვრა თავისი წარმომადგენელი საინვენტარიზაციო კომისიაში.
მომჩივანის მინდობილ პირს ჩაბარდა შეტყობინება ინვენტარიზაციის შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილების (დანართი N22–ის I და II ცხრილები) პროექტით. გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა ოქმის პროექტით დარიცხულ თანხებს და წარმოადგინა საწინააღმდეგო პოზიცია. გადამხდელმა წერილობით პოზიციაში აღნიშნა, რომ სმფ-ების დანაკლისი გამოწვეული იყო ხემასალის შრობის შედეგად, რამაც გამოიწვია ფაქტობრივად მისი რაოდენობის შემცირება და ითხოვდა აღნიშნულის გათვალისწინებას.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე მომჩივანის წერილობითი პოზიცია არ დაკმაყოფილდა და დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამმართველოს, უზრუნველეყო წინამდებარე ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გონივრულ ვადაში აღსრულებაზე კონტროლი.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს, რომ ვინაიდან საჩივარში მოყვანილი გარემოებები აღემატებოდა მათი კომპეტენციის ფარგლებს, ამიტომ გარკვეული სმფ-ების, მათ შორის დეკლარაციებით შეძენილი ხემასალის რაოდენობა (კბ/მ) და საბაზრო ღირებულება დადგინდა ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. შესაბამისად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციაც განხორციელდა აღნიშნულ დასკვნაში დაფიქსირებული მონაცემების გათვალისწინებით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშწოილად არ მიაჩნია.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(1,7); 270(1,2); 286(9);