გადაწყვეტილება №20104/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20104/2/2023
20 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 29.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20104/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 14.12.2022 წლის №31491 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 17.01.2023 წლის №516 ბრძანება;
2. შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10477 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2022 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ მომჩივნის მიერ 13.04.2022 წელს ელექტრონულად წარდგენილია 2019 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2020 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური დეკლარაციები (№№:---). 17.02.2021 წლის №3905 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული იქნა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება.
შემოწმების შედეგად 31.05.2021 წელს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შესაბამისად, 2019 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2020 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების საანგარიშო პერიოდები (რომლებზეც გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონულად წარდგენილია დაზუსტებული დეკლარაციები) შესწავლილია შემმოწმებელთა ჯგუფის მიერ და ასახულია საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის შედეგებიც გადატანილია გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
კომპანიის წარმომადგენლებთან გასაუბრების შედეგად ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს დეკლარაციის დაზუსტების მეშვეობით სურს იმ ინფორმაციის/დოკუმენტაციის გათვალისწინება, რაც არ იქნა წარმოდგენილი შემოწმების პროცესში. კომპანიის მიერ 15.07.2021 წლის საჩივრით საგადასახადო შემოწმების აქტით მოცული საკითხები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.10.2021 წლის №33648 ბრძანებით 15.07.2021 წლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აუდიტის დეპარტამენტის 15.06.2021 წლის №259-18 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 25.10.2021 წლის №33648 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 1.04.2022 წლის გადაწყვეტილებით საჩივარი დარჩა განუხილველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ დაზუსტებული დეკლარაციები არ ექვემდებარება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.
აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 7.07.2022 წლის №17787 ბრძანება და მომჩივანს უარი ეთქვა აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2021 წლის №9305 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე კამერალური საგადასახადო შემოწმებით მოცულ საანგარიშო პერიოდებზე დამატებით ელექტრონულად წარდგენილი 2019 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2020 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური დეკლარაციების (პირველადი და დაზუსტებული, №№:---) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე. აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2022 წლის №17787 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.12.2022 წლის №31491 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი (პირველადი/დაზუსტებული) დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 14.12.2022 წლის №31491 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ 13.04.2022 წელს წარდგენილი 2019 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2020 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური დეკლარაციების (პირველადი და დაზუსტებული, №: ---) შესწავლით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი ზრდის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას, კერძოდ შემოწმებამდე საწარმოს მიერ წარმოდგენილი იყო ნულოვანი დეკლარაციები, ხოლო 13.12.2022 წელს წარდგენილ დეკლარაციებში დაფიქსირებულია დასაბეგრი ხელფასები და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი სხვა განაცემები. აღსანიშნავია, რომ დეკლარაციებით წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა გათვალისწინებულია 31.05.2021 წელს შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგებში, კერძოდ შემოწმების მიერ განსაზღვრულ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გაანგარიშებულ სალაროს ნაშთში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2019 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2020 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური დეკლარაციები (პირველადი და დაზუსტებული, №№:---) არ ექვემდებარება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.
აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 17.01.2023 წლის №516 ბრძანება და მომჩივანს უარი ეთქვა აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2021 წლის №9305 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე კამერალური საგადასახადო შემოწმებით მოცულ საანგარიშო პერიოდებზე დამატებით ელექტრონულად წარდგენილი 2019 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2020 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური დეკლარაციების (პირველადი და დაზუსტებული, №№:---) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.
აუდიტის დეპარტამენტის 17.01.2023 წლის №516 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10477 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და იმ გარემოებებზე, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საკითხის ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა, ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი/დაზუსტებული დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა. აღნიშნულთან მიმართებით 29.12.2022 წლის დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა საქმის გარემოებები. კერძოდ, 13.04.2022 წელს გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტის 17.05.2021 წლის №9305 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე კამერალური საგადასახადო შემოწმებით მოცულ საანგარიშო პერიოდზე დამატებით ელექტრონულად წარმოდგენილი იქნა 2019 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2020 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური (პირველი და დაზუსტებული) დეკლარაციები. აღნიშნული დეკლარაციების შესწავლით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი ზრდის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას, კერძოდ, შემოწმებამდე საწარმოს მიერ წარმოდგენილი იყო ნულოვანი დეკლარაციები, ხოლო 13.12.2022 წელს წარმოდგენილ დეკლარაციებში დაფიქსირებულია დასაბეგრი ხელფასები და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი სხვა განაცემები. აღსანიშნავია, რომ დეკლარაციებით წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა გათვალისწინებულია 31.05.2021 წელს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგებში, კერძოდ, შემოწმების მიერ განსაზღვრულ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გაანგარიშებულ სალაროს ნაშთში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მითითებული დეკლარაციები არ დაექვემდებარა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას. ამასთან, საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია იმგვარი მტკიცებულება, რომელიც გახდებოდა დეკლარაციებში მითითებული მონაცემების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის საფუძველი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად იქნა შესწავლილი გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის საკითხი, დასკვნაში აღნიშნულია ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც არ იქნა მიზანშეწონილად მიჩნეული წარდგენილი დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა, შესაბამისად შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება მართლზომიერადაა განხორციელებული.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების შემდეგ კომპანიის დირექცია გაეცნო შემოწმების შედეგებს, გაარკვია, რომ საშემოსავლო და მოგების გადასახადი არასწორად ჰქონდა დარიცხული ნაცვლად 113 597 ლარისა დაერიცხა გადასახადი 298 834 ლარი და ჯარიმა 150 476 ლარი, საიდანაც მხოლოდ ძირითადი გადასახადი ზედმეტად არის დარიცხული 185 237 ლარი და ჯარიმებიც შესაბამისად. შემოწმების პერიოდში დასაბეგრი განაცემები შემდეგია: გაცემული ხელფასი არის 194 194,49 ლარი, გადახდილი მომსახურება 338 772,88 ლარი, საპროცენტო სარგებელი 170 914,8 ლარი. აქედან გამომდინარე საშემოსავლო გადასახადი სულ არის 113 597 ლარი. ვინაიდან ვერ მოხერხდა ძირითადი გადასახადის შემცირება დაზუსტდა დეკლარაციები, რომლის ასახვის შედეგად შესაძლებელი იქნებოდა კომპანიის რეალური განაცემების შესაბამისი გადასახადების დარიცხვა, რაზეც კომპანიას უარი ეთქვა №10477 ბრძანებით. 31.05.2021 წელს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგებში გათვალისწინებულია შემოწმებამდე დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, შემოწმებამდე საწარმოს მიერ წარმოდგენილი იყო ნულოვანი დეკლარაციები, ხოლო შემმოწმებელმა საშემოსავლო გადასახადით დაარიცხა, მის მიერ განსაზღვრულ, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გაანგარიშებულ სალაროს ნაშთზე, რომელიც სრულიად არასწორად იქნა განსაზღვრული. კერძოდ, აღებული სესხები სარგებლად ჩაუთვალა და დააკისრა გადასახადი. შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა მშენებლობის დასრულებისათვის აუცილებელი ხარჯების გადახდები, რომლის შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურები, ფიზიკურად გამოიწერა შემოწმების შემდეგ, მაგრამ ეკუთვნის შემოწმების პერიოდს. ამიტომ დაადგინა სალაროში არსებული ნაშთი, რომლითაც რეალურად დაფარული იყო მშენებლობის დასრულებისათვის აუცილებელი მომსახურების საფასური. კომპანიამ წარადგინა ანგარიშ-ფაქტურები, ხელფასის და მომსახურების უწყისები, მომსახურების გადახდის დოკუმენტები, მაგრამ მხედველობაში არ იქნა მიღებული და კომპანიას უარი ეთქვა №10477 ბრძანებით. უნდა დაინიშნოს დამოუკიდებელი აუდიტორი, გაუქმდეს №10477 ბრძანება და დაზუსტებული დეკლარაციები აისახოს ბარათზე, რის საფუძველზეც კომპანიას დაერიცხება და დადგინდება კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი, რასაც კომპანია გადაიხდის.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი-მე-3 ნაწილების თანახმად:
1. თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
2. შესწორებული საგადასახადო დეკლარაცია ჩაითვლება თავდაპირველად წარდგენილად, თუ იგი საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ამ საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე.
3. იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს ამ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) მიხედვით. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას.
საქმის გარემოებებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2021 წლის №3905 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგად 31.05.2021 წელს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. მომჩივნის მიერ 13.04.2022 წელს ელექტრონულად წარდგენილია 2019 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2020 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციები.
აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2022 წლის №17787 ბრძანებით მომჩივანს უარი ეთქვა საგადასახადო შემოწმებით მოცულ საანგარიშო პერიოდებზე დამატებით ელექტრონულად წარდგენილი დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.12.2022 წლის №31491 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი (პირველადი/დაზუსტებული) დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა.
აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის დასკვნის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ 13.04.2022 წელს წარდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციების შესწავლით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი ზრდის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას, კერძოდ შემოწმებამდე საწარმოს მიერ წარმოდგენილი იყო ნულოვანი დეკლარაციები, ხოლო 13.12.2022 წელს წარდგენილ დეკლარაციებში დაფიქსირებულია დასაბეგრი ხელფასები და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი სხვა განაცემები.
დეკლარაციებით წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა გათვალისწინებულია 31.05.2021 წელს შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგებში, კერძოდ შემოწმების მიერ განსაზღვრულ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გაანგარიშებულ სალაროს ნაშთში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციები არ ექვემდებარება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხი შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 14.12.2022 წლის №31491 ბრძანების შესაბამისად, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 14.12.2022 წლის №31491 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2022 წლის №17787 ბრძანებით მომჩივანს უარი ეთქვა საგადასახადო შემოწმებით მოცულ საანგარიშო პერიოდებზე დამატებით ელექტრონულად წარდგენილი დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.12.2022 წლის №31491 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი (პირველადი/დაზუსტებული) დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხი შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 14.12.2022 წლის №31491 ბრძანების შესაბამისად, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 69 (3).