ბრძანება N 9695

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.05.2026
№ დოკუმენტი 9695
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9695

04 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 12 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 17 აპრილის სხდომაზე (ოქმი №32) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 12 მარტის №40266/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 11 თებერვლის №086-5 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას. აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს გარკვეული ხარვეზები, მაგრამ არა იმ ოდენობით, როგორ გასაჩივრებულ აქტებშია მითითებული. შემოწმებისათვის წარდგენილ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და სასაქონლო ზედნადებების რეესტრი, ასევე დღგ-ის დეკლარაციების რეესტრი, თუმცა შემოწმების მიერ სათანადოდ არ იქნა შესწავლილი/გამოკვლეული სადავო საკითხი.

2. გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაწილის, რომელთა ტრანსპორტირების დასრულების ადგილი არ შეესაბამება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილს, მომსახურების მიწოდებად განხილვას. აცხადებს, რომ შემმოწმებელს არ აქვს გათვალისწინებული საქონლის იმპორტი, შესაბამისად, თუ შესამოწმებელ პერიოდში ანგარიშფაქტურებით, სასაქონლო ზედნადებებით შეძენილ საქონელს დაუმატებდა იმპორტირებულ საქონელს, ფორმა 2-ებით ჩამოწერილი მასალების ღირებულება და რაოდენობა გაუტოლდებოდა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ შეძენილი სმფ-ების ოდენობას. რაც შეეხება შპს „-------“ მხრიდან შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობას, განმარტავს, რომ არსებობს ფორმა 2-ები, ეტაპობრივად განხორციელებულია საავანსო გადახდები, შესრულებული სამუშაოები სახეზეა და მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. გადამხდელი აღნიშნავს, რომ საქონელი ეკონომიკურ საქმიანობაში იქნა გამოყენებული, სხვაგვარად საწარმო ვერ მიიღებდა შესამოწმებელ პერიოდში 5 674 580,22 ლარის შემოსავალს და ვერც დაკვეთებს შეასრულებდა საქონლის არქონის გამო. შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა ჩამოწერის აქტები (ფორმა 2), რომლითაც დადასტურდებოდა, რომ შეძენილი საქონელი სრულად მოხმარდა დაკვეთების შესრულებას. ამასთან, გადამხდელს საჩივარზე თანდართული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია.

3. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აღნიშნავს, რომ ფულის დანაკლისი გაზრდილია დღგ-ით დასაბეგრი ობიექტის არასწორად გაზრდის გამო, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში განხორციელებული დარიცხვაც ექვემდებარება შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 7 ოქტომბრის №21579 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“(ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ფორმა 2-ები და მიღება-ჩაბარების აქტები);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 7 ოქტომბრის №21579 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 10 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 67 479 ლარი, მათ შორის, გადასახადი 48 978 ლარი, ჯარიმა 18 501 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 11 თებერვლის №086-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

1. შემოწმების მიერ სადავო საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ პერიოდში შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაზრდილია მხოლოდ სხვა მისამართებზე მიწოდებული სმფ-ის რეალიზაციის თანხით. გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა ემთხვევა საბუღალტრო პროგრამა ორისში ასახულს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დღგით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშების ცხრილი ცალკეული ობიექტების მიხედვით განხორციელებული პროექტების შესაბამისად და დადგინდა, რომ 2022 წლის აპრილის და 2023 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდებში გადასახადის გადამხდელს არასწორად ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნულ თვეებში არ განხორცილებულა თანხის ჩარიცხვა, ხოლო ეა------- და ეა------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გაინაშთა ადრე ჩარიცხული თანხები. წარმოდგენილი დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად, შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და განკარგვადი თანხა.

2. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა შპს „-------“, შპს „-------“, შპს „-------“, შპს „-------“, შპს „-------“ ------- მიერ ხელმოწერილი ფორმა 2-ები, აგრეთვე, სამშენებლო მასალების ჩამოწერის აქტები. შპს „-------“ მეორე მხრიდან სამუშაოს შესრულება და მიღება-ჩაბარების აქტი არ არის დადასტურებული. ამასთან, წარმოდგენილი ფორმა 2-ებით ჩამოწერილი მასალების ღირებულება აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი სმფ-ის ოდენობას. დავის ეტაპზე წარდგენილი (საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებების შესწავლით არ გამოიკვეთა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების სათანადო საფუძველი. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

3. შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით პირველი და მე-5 სადავო საკითხების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდა შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხის შემცირება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშების ცხრილი ცალკეული ობიექტების მიხედვით განხორციელებული პროექტების შესაბამისად და დადგინდა, რომ 2022 წლის აპრილის და 2023 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდებში გადასახადის გადამხდელს არასწორად ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნულ თვეებში არ განხორცილებულა თანხის ჩარიცხვა, ხოლო ეა------- და ეა------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გაინაშთა ადრე ჩარიცხული თანხები. წარმოდგენილი დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და განკარგვადი თანხა.

რაც შეეხება საწარმოს მიერ შეძენილი საქონლის რეალიზებულად განხილვას, შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნით და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა შპს „-------“, შპს „-------“, შპს „-------“, შპს „-------“, შპს „-------“ ------- მიერ ხელმოწერილი ფორმა 2-ები და სამშენებლო მასალების ჩამოწერის აქტები, აგრეთვე, ახსნა-გამარტება, რომ შპს „-------“ მასალებით რემონტი განხორციელებულია მხოლოდ აღნიშნულ 5 კომპანიაზე, სხვა კომპანიებზე რემონტის მომსახურების გაწევა ხდებოდა მათივე მასალებით. წარდგენილი ინფორმაციის ანალიზით გამოიკვეთა შემდეგი:

 წარდგენილი ფორმა 2-ებით ჩამოწერილი მასალების ღირებულება აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ და სარემონტო მომსახურების გაწევაზე გახარჯული სმფ-ის ოდენობას.

 შპს „-------“, შპს „-------“, შპს „-------“, შპს „-------“ პროექტებიდან მიღებული მოგება შეადგენს საშუალოდ 40%. შპს „-------“ მიღებული შემოსავალი (ავანსების ჩათვლით) ნაკლებია სარემონტო მომსახურებაზე ჩამოწერილი მასალების და მომსახურების ღირებულებაზე.

 შპს „-------“ ჩამოწერის აქტებზე მეორე მხრიდან სამუშაოს შესრულების და მიღებაჩაბარების აქტის დადასტურება უფლებამოსილი პირის მიერ არ არის განხორციელებული.

 შპს „-------“ მიერ 01.01.2022 წლიდან 01.03.2025 წლამდე პერიოდში გაცემულია ხელფასი დირექტორზე (-------) და მის მეუღლეზე (დამფუძნებელი), სხვა სახის განაცემი არ ფიქსირდება. შესაბამისად, არ იკვეთება ფორმა 2-ებზე ხელმომწერი პირის ------- უფლებამოსილება საწარმოში.

შესაბამისად, ვინაიდან, დავის ეტაპზე წარდგენილი (საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებების შესწავლის შედეგად არ გამოიკვეთა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების სათანადო საფუძველი, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. ამასთან, შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით პირველი და მე-5 სადავო საკითხების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდა შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხის შემცირება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა.

2. შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მომსახურების მიწოდებად განხილვა.

3. შემოწმებით გამოვლენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშების ცხრილი ცალკეული ობიექტების მიხედვით განხორციელებული პროექტების შესაბამისად და დადგინდა, რომ 2022 წლის აპრილის და 2023 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდებში გადასახადის გადამხდელს არასწორად ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნულ თვეებში არ განხორცილებულა თანხის ჩარიცხვა, ხოლო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გაინაშთა ადრე ჩარიცხული თანხები. მონაცემების შესწავლის შედეგად შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და განკარგვადი თანხა.

2. საწარმოს მიერ შეძენილი საქონლის რეალიზებულად განხილვას, შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნით და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ხელმოწერილი ფორმა 2-ები და სამშენებლო მასალების ჩამოწერის აქტები, აგრეთვე, ახსნა-გამარტება, რომ მომჩივანის მასალებით რემონტი განხორციელებულია მხოლოდ 5 კომპანიაზე, სხვა კომპანიებზე რემონტის მომსახურების გაწევა ხდებოდა მათივე მასალებით. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

3. შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, განხორციელდა შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხის შემცირება.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)