ბრძანება N 23155

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 30.10.2024
№ დოკუმენტი 23155
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 23155

30 ოქტომბერი 2024

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

(ფაქტ. მის.: „-------“)

2024 წლის 23 ოქტომბრის საჩივრის

განუხილველად დატოვების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №115) იმსჯელა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2024 წლის 23 ოქტომბრის №92517/1/2024 საჩივარზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი მაისის №074-12 საგადასახადო მოთხოვნასთან და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ოქტომბრის №CB1535957 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს „------- -ის“ (ს/ნ „-------“) მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი მაისის №074-12 საგადასახადო მოთხოვნასთან და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ოქტომბრის №CB1535957 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით 2024 წლის 15 მაისს შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 მაისის №12131 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი მაისის №074-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ოქტომბრის №CB1535957 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „--------“ (ს/ნ „-------“) 2024 წლის 23 ოქტომბრის საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი მაისის №074-12 საგადასახადო მოთხოვნასთან და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ოქტომბრის №CB1535957 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „---------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.