ბრძანება N 8894

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.04.2023
№ დოკუმენტი 8894
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8894

25.04.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ -------)

(მის.: -------, სოფ. -------)

2023 წლის 4 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 აპრილის სხდომაზე (ოქმი №41) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) 2023 წლის 4 აპრილის №80181/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 მარტის №053-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებისთვის წარდგენილი მტკიცებულებების გაუთვალისწინებლობას და ითხოვს აუდიტორებთან ერთად საკითხის შესწავლას. განმარტავს, რომ ფასნამატის დაზუსტების მიზნით შემოწმებისთვის წარდგენილი იქნა გაანგარიშების ცხრილი, სადაც ერთმანეთთან დაკავშირებულია შეძენისა და შესაბამისი საქონლის რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებები, რიგ შემთხვევაში შეძენილი და რეალიზებული საქონლის დასახელებებს შორის იდეალური თანხვედრა არ არის, ვინაიდან საქონლის რეალიზაციისას დეტალურად არ არის ჩაშლილი მაიდენტიფიცირებელი მახასიათებლები, თუმცა გარკვეულ შემთხვეებში საქონლის დასახელება ზუსტად ემთხვევა და იდენტიფიცირდება შეძენის დოკუმენტებთან.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 1 დეკემბრის №30140 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფასნამატის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივრებზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 1 დეკემბრის №30140 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 13 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 2 მარტის №053-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადაანგარიშების ეტაპზე შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 1 დეკემბრის №30140 ბრძანების შესაბამისად, გადამხდელმა დამატებით წარმოადგინა დოკუმენტაცია და ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი. აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ რეალიზაციის სხვადასხვა სასაქონლო ზედნადებებში ერთი სახის საქონელს დაკავშირებული აქვს შეძენის სხვადასხვა სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული შინაარსობრივად მსგავსი, თუმცა განსხვავებული სახეობის, ხარისხის, პარამეტრების და თვითღირებულების საქონელი. აღნიშნული მონაცემებით გადამხდელის მიერ შემდგარი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილში დაფიქსირებული მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება (დაბალია) დეკლარირებული ფასნამატისგან და შემოწმების მიერ გამოყენებული საქონლის ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირებული ფასნამატისგან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილის გათვალისწინება მიმდინარე გადაანგარიშებისას ვერ მოხერხდა, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები არ დაკორექტირდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ შემმოწმებლისთვის წარდგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილის მიხედვით, რეალიზაციის სხვადასხვა სასაქონლო ზედნადებებში ერთი სახის საქონელს დაკავშირებული აქვს შეძენის სხვადასხვა სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული შინაარსობრივად მსგავსი, თუმცა განსხვავებული სახეობის, ხარისხის, პარამეტრების და თვითღირებულების საქონელი. ამასთან, ფასნამატის გაანგარიშების ცხრილში დაფიქსირებული მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება (დაბალია) თავად გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატისგან, შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ გადაანგარიშდა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებისთვის წარდგენილი მტკიცებულებების გაუთვალისწინებლობას და ითხოვს აუდიტორებთან ერთად საკითხის შესწავლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელმა დამატებით წარმოადგინა დოკუმენტაცია და ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი. აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ რეალიზაციის სხვადასხვა სასაქონლო ზედნადებებში ერთი სახის საქონელს დაკავშირებული აქვს შეძენის სხვადასხვა სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული შინაარსობრივად მსგავსი, თუმცა განსხვავებული სახეობის, ხარისხის, პარამეტრების და თვითღირებულების საქონელი. აღნიშნული მონაცემებით გადამხდელის მიერ შემდგარი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილში დაფიქსირებული მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება (დაბალია) დეკლარირებული ფასნამატისგან და შემოწმების მიერ გამოყენებული საქონლის ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირებული ფასნამატისგან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილის გათვალისწინება მიმდინარე გადაანგარიშებისას ვერ მოხერხდა, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები არ დაკორექტირდა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (21)