საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ
📄 სრული ტექსტი
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 193
2022 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 297-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში − საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1698730223278 {width:489.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }ლაშა ხუციშვილი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე;
მამუკა ბარათაშვილი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გიორგი მაისურაძე
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის ხელმძღვანელი – საბჭოს წევრი;
მიხეილ ადეიშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე – საბჭოს წევრი;
დავით მოლოდინი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე – საბჭოს წევრი;
დათო გაბლიშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის საჩივრების სამმართველოს ხელმძღვანელი – საბჭოს წევრი;
დავით ლაშხია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის საბაჟო პოლიტიკის ფორმირების სამმართველოს ხელმძღვანელი – საბჭოს წევრი;
შორენა გვენეტაძე
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის საგადასახადო კანონმდებლობის ანალიზის სამმართველოს ხელმძღვანელი – საბჭოს წევრი;
დავით რუხაძე
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საგადასახადო ექსპერტი – საბჭოს წევრი;
შოთა კომლაძე
ა(ა)იპ – საქართველოს ბიზნესასოციაციის საგადასახადო-საბაჟო მიმართულების ხელმძღვანელი – საბჭოს წევრი.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №397 - ვებგვერდი, 11.10.2023წ.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №171 დადგენილება.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე