ბრძანება N 4112
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4112
11 მარტი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----------ის“ (ს/ნ -------------)
(ფაქტ. მის.: -------------------------;
იურ. მის.: ---------------------------)
2025 წლის 27 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 7 მარტის სხდომაზე (ოქმი №19) განიხილა შპს „-----------ის“ (ს/ნ -------------) 2025 წლის 27 თებერვლის №94395/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 დეკემბრის №006-532 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა კომპანიის არგუმენტები წარმოდგენილ ფასნამატის გაანგარიშების ცხრილთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 იანვრის №932 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-----------ის“ (ს/ნ -------------) 2023 წლის 10 სექტემბრის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„ 1. შპს „-----------ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატის გათვალისწინებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს საჩივარში მითითებული არგუმენტები/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 იანვრის №932 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 3 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით შემოწმებით განსაზღვრული დარიცხული თანხები შემცირდა სულ 175 296 ლარით, მათ შორის, გადასახადი 116 781 ლარით და ჯარიმა 58 515 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 20 დეკემბრის №006-532 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით იქნა შესწავლილი კომპანიის მიერ წარმოდგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, რომელიც შეუდარდა შემმოწმებლის გაანგარიშებებს ფასნამატის ნაწილში და აღნიშნულის გათვალისწინებით დაკორექტირდა დასაბეგრი ბრუნვები, რამაც გამოიწვია შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე სადავო საკითხი შესწავლილ იქნა გადამხდელის მონაწილეობით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის გათვალისწინებით და აღნიშნულიდან გამომდინარე განხორციელდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) სულ 175 296 ლარით, მათ შორის, გადასახადი 116 781 ლარით და ჯარიმა 58 515 ლარით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილში არ იყო მითითებული ის დოკუმენტები, რის საფუძველზეც შედგენილ იქნა აღნიშნული ცხრილი, კერძოდ, ვერ ხდებოდა ცხრილში მითითებული შეძენებისა და რეალიზაციების დაკავშირება დოკუმენტურად. შესაბამისად, არ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემები. ამასთან, საკითხის შესწავლისას შემმოწმებლის მიერ შედგენილ ცხრილში აღმოჩენილ იქნა ტექნიკური ხარვეზი. აღნიშნული ხარვეზის გასწორებით გადაანგარიშდა და დაკორექტირდა დასაბეგრი ბრუნვები. შესაბამისად, განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება, კერძოდ, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და ხელფასის სახით გაცემულად მიჩნეული თანხის შემცირება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც სადავო საკითხის ნაწილში შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №932 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივანის 2023 წლის 10 სექტემბრის საჩივარი.სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატის გათვალისწინებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს საჩივარში მითითებული არგუმენტები/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
შემოსავლების სამსახურის №932 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 3 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით შემოწმებით განსაზღვრული დარიცხული თანხები შემცირდა სულ 175 296 ლარით, მათ შორის, გადასახადი 116 781 ლარით და ჯარიმა 58 515 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 20 დეკემბრის №006-532 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება,რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით იქნა შესწავლილი კომპანიის მიერ წარმოდგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, რომელიც შეუდარდა შემმოწმებლის გაანგარიშებებს ფასნამატის ნაწილში და აღნიშნულის გათვალისწინებით დაკორექტირდა დასაბეგრი ბრუნვები, რამაც გამოიწვია შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);