გადაწყვეტილება №24418/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 31.12.2024
№ დოკუმენტი 24418/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№24418/2/2024

31 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ „---------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,20.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 10.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24418/2/2024).

 

დავის საგანი:

გაწეული ხარჯების გაუთვალისწინებლობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 14.04.2022 წლის №074-15 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 7.07.2022 წლის №17689 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 310 861,9 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 198 317

ჯარიმა - 99 158,50

საურავი - 13 386,40

 

ფაქტების აღწერა

14.05.2022 წელს მომჩივანმა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 14.04.2022 წლის №074-15 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 7.07.2022 წლის №17689 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების მიხედვით:

10. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.

11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 13.12.2024 წლის №------- წერილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 7.07.2022 წლის №17689 ბრძანება მომჩივანს ფოსტით გაეგზავნა 15.08.2022 წელს (შტრიხკოდი "-------") მისამართზე:"-------", კორესპონდენცია დაუბრუნდა გამგზავნს. იგივე ბრძანება განმეორებით გაიგზავნა 9.09.2022 წელს (შტრიხკოდი "---------"), მისამართზე: "--------"№49, კორესპონდენცია დაუბრუნდა გამგზავნს.

შემოსავლების სამსახურის 7.07.2022 წლის №17689 ბრძანება საჯაროდ გავრცელდა 26.11.2022 წელს.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით, აღნიშნული ბრძანება ჩაბარებულად ჩაითვალა და გასაჩივრების ვადის ათვლის თარიღია 15.11.2022 წელი, შესაბამისად, გასაჩივრების ბოლო ვადა საჯაროდ გავრცელების წესით ჩაბარებიდან იყო 5.12.2022 წელი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში საჩივარი წარმოდგენილია ელექტრონულად 10.12.2024 წელს. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონმდებლობით დადგენილი 20 დღიანი ვადა.

შემოსავლების სამსახურის 13.12.2024 წლის №--------- წერილით, ასევე ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 7.07.2022 წლის №17689 ბრძანება მომჩივანს ელექტრონულად გაეგზავნა 2022 წლის 7 ივლისს, აღნიშნული ბრძანების ელექტრონულად გაცნობის ფაქტი დაფიქსირებულია 2024 წლის 21 ივლისს.

საჩივარს ერთვის სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №100 ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ (№000086, შემთხვევის №7240167647), რომელშიც აღნიშნულია, რომ „---------“-მ (პ/ნ „---------“) (შპს "------"-ის დირექტორი) 3.12.2024 წელს მიმართა ექიმს.

მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომ გასაჩივრების ვადის განმავლობაში მოქმედებდა ისეთი დაუძლეველი ძალა, რაც საჩივრის შეტანას შეუძლებელს ხდიდა ან არსებობდა სხვა საპატიო მიზეზი, რაც ობიექტურად გამორიცხავდა გასაჩივრების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გაწეული ხარჯების გაუთვალისწინებლობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

14.05.2022 წელს მომჩივანმა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 14.04.2022 წლის №074-15 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 7.07.2022 წლის №17689 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

301.