ბრძანება N 1223

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.02.2025
№ დოკუმენტი 1223
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 1223

03 თებერვალი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2025 წლის 13 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №4) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №93634/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 ნოემბრის №039-22 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული სრულყოფილად და არ იქნა გადაანგარიშებული შემოწმების შედეგად დარიცხული დღგ. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმებით კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გამოსაანგარიშებლად დათვლილია მთლიანი შემოსავლები და შემდეგ გაანალიზებულია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანი არ ეთანხმება გაანგარიშებულ შემოსავლებს, რადგან შემოწმებით შეკრებილია ზედნადებების მონაცემები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემები და არადოკუმენტური ნაღდი ანგარიშსწორებით რეალიზაციები. უზუსტობა და შემოსავლების გაორება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ სასაქონლო ზედნადებების მონაცემებში აღებულია როგორც ზედნადებებით განხორციელებული მიწოდებები, ასევე, დისტრიბუციის ზედნადებები. განმარტავს, რომ კომპანია თავის თანამშრომლებზე წერს დისტრიბუციის ზედნადებებს, რომელთაგან ეს თანამშრომლები ნაწილ საქონელს ყიდდნენ ასევე ზედნადებებით, ხოლო უმეტეს ნაწილს არადოკუმენტურად მხოლოდ საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით. ყველა შემთხვევაში ე.წ. დისტრიბუციის ზედნადებებში ასახული თანხები შემოსავლებში ნაჩვენებია ან დოკუმენტურ ან საკონტროლო-სალარო აპარატით რეალიზაციებში, შესაბამისად, მათი ხელახალი დამატება შემოსავლებზე, იწვევს შემოსავლების ხელოვნურ გაზრდას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 ივლისის №17383 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1. „შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საკუთარი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 ივლისის №17383 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 18 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო შემოწმების საფუძველზე დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 21 ნოემბრის №039-22 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შპს „----------" მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენილ იქნა გაანგარიშების ცხრილი, კერძოდ, გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების და სალარო აპარატის ამონაწერი (ბუღალტრული), რომელიც შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელი მონაწილეობით. შესწავლის შედეგად ვერ იქნა დადგენილი კომპანიის მიერ დისტრიბუციის ზედნადებით რეალიზებული პროდუქციის გაორმაგების (დუბლირების) ფაქტები, ვინაიდან კომპანიის მიერ გამოწერილი დისტრიბუციის ზედნადებით რეალიზებულ საქონელსა და კომპანიის თანამშრომლის მიერ ზედნადებით რეალიზებული საქონლის ღირებულებები განსხვავდება ერთმანეთისაგან. ასევე არ არის გამოწერილი ქვეზედნადები, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა დისტრიბუციის ზედნადების განაშთვა. ასევე ვერ იდენტიფიცირდება დისტრიბუციის ზედნადებით რეალიზებული საქონლის და სალარო აპარატით რეალიზებული საქონლის ღირებულებები. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებით დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნას და მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი გაანგარიშების ცხრილი შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა შესწავლის შედეგად ვერ იქნა დადგენილი კომპანიის მიერ დისტრიბუციის ზედნადებით რეალიზებული პროდუქციის გაორმაგების (დუბლირების) ფაქტები, ვინაიდან კომპანიის მიერ გამოწერილი დისტრიბუციის ზედნადებით რეალიზებულ საქონელსა და კომპანიის თანამშრომლის მიერ ზედნადებით რეალიზებული საქონლის ღირებულებები განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ასევე არ იყო გამოწერილი ქვეზედნადები, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა დისტრიბუციის ზედნადების განაშთვა. ამასთან, ვერ იდენტიფიცირდება დისტრიბუციის ზედნადებით რეალიზებული საქონლის და სალარო აპარატით რეალიზებული საქონლის ღირებულებები.

ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნას და მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი გაანგარიშების ცხრილი შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა შესწავლის შედეგად ვერ იქნა დადგენილი კომპანიის მიერ დისტრიბუციის ზედნადებით რეალიზებული პროდუქციის გაორმაგების (დუბლირების) ფაქტები, ვინაიდან კომპანიის მიერ გამოწერილი დისტრიბუციის ზედნადებით რეალიზებულ საქონელსა და კომპანიის თანამშრომლის მიერ ზედნადებით რეალიზებული საქონლის ღირებულებები განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ასევე არ იყო გამოწერილი ქვეზედნადები, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა დისტრიბუციის ზედნადების განაშთვა. ამასთან, ვერ იდენტიფიცირდება დისტრიბუციის ზედნადებით რეალიზებული საქონლის და სალარო აპარატით რეალიზებული საქონლის ღირებულებები.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).