ბრძანება N 17027-1

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.05.2019
№ დოკუმენტი 17027-1
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 17027

28/05/2019

შპს -----

(მის: ქ. -------)

სადავო საკითხთნ დაკავშრებით საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2019 წლის 24 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი N27) განიხილა შპს ----- საჩივარი, რომლითაც გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 27 დეკემბრის N094-278 ,,საგადასახადო მოთხოვნის“ ბათილად ცნობას.

გადამხდელი განმარტავს, რომ საწარმო ახდენს ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევ ტვირთთან დაკავშირებული მომსახურების გაწევას. შესაბამისად არ ეთანხმება აღნიშნული მომსახურების დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ოპერაციად განხილვას და დღგ-ის დარიცხვას.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 28 ივნისის N17412 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რაზეც 2018 წლის 24 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი და შემოწმების შედეგებზე გადამხდელს წარედგინა 2018 წლის 27 დეკემბრის N094-278 ,,საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა სულ 1973851,41 ლარით, მათ შორის ძირითადი 930998 ლარი, ჯარიმა 539165 ლარი, საურავი503688,41ლარის ოდენობით.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოწმების აქტიდან ირკვევა შემდეგი:

,,შესამოწმებელ პერიოდში შპს ----- ახდენდა ფოთის და ბათუმის ნავსადგურებში შემოსული ტრანზიტის სასაქონლო რეჟიმში მოსაქცევი ტვირთის ექსპედირებას. კერძოდ:

1. ტვირთის ჩამოტვირთვა გემიდან.

2. ტერმინალის / საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე გადაადგილება/შენახვა.

3. სახმელეთო ტრანსპორტზე დატვირთვა.

აღნიშნული მომსახურებების დასრულების შემდეგ ხდებოდა ტრანზიტის აღრიცხვის მოწმობების ბეჭდვა ან ელექტრონული გამოწერა. დეკლარირებული მონაცემების შესაბამისად გადამხდელი აღნიშნულ მომსახურებას განიხილავს დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით განთავისუფლებულ ოპერაციებად. სსკ-ის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის გ პუნქტის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებულია ექსპორტში, რეექსპორტში, გარე გადამუშავებაში ან ტრანზიტში მოქცეული საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა. ხოლო ამავე ნაწილის გ1 პუნქტის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევამდე საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე პუნქტებს შორის საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა;

ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანების 69-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე¬4 ნაწილის „გ“, „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის გადაზიდვის და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევის დღგ-ისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია:

ა) საქონლის თანმხლები სატრანსპორტო დოკუმენტები ან მათი ასლები:

ბ) სასაქონლო დეკლარაცია ან საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მისი შემცვლელი დოკუმენტი ან მათი ასლი, ან საქონლის და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა ან მისი ასლი, რომლებიც ადასტურებენ ტვირთის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ , „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ სასაქონლო ოპერაციებში მოქცევის დროსა და ადგილს.

ფინანსთა მინისტრის 290 ბრძანების 58-ე მუხლის შესაბამისად საქონლის ტრანზიტში დეკლარირების დროს, თუ არ არსებობს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით განხორციელებული წინმსწრები ოპერაცია, დეკლარაციად ითვლება საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენილი და სათანადო წესით დამოწმებული: საქონლის თანმხლები სატრანსპორტო და სხვა დოკუმენტების (რომელიც გამოიყენება საქონლის გადაზიდვისათვის ან/და შეიცავს საქონლის და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციისათვის საჭირო მონაცემებს) საფუძველზე გაცემული მოწმობა (ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულის გარდა);

შემოწმებით ჩაითვალა, რომ ტვირთი სსკ-ის შესაბამისად განსაზღვრულ ტრანზიტში ექცევა მას შემდეგ, რაც მოხდება ტრანზიტის აღრიცხვის მოწმობის გაცემა, შპს ----- მიერ გაწეული მომსახურება წარმოადგენს სსკ-ის 160-ე და 161-ე მუხლების შესაბამისად განსაზღვრულ დასაბეგრ ოპერაციას, რომელიც სსკ-ის 168-ე მუხლის შესაბამისად არ არის გათავისუფლებულ დღგ-ისგან. დღგ-ით 18% იანი განაკვეთით დამატებით დაბეგვრას დაექვემდებარა საწარმოს მიერ გაწეული მომსახურება 5207969 ლარის ოდენობით.“

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს ----- ახდენდა ფოთის და ბათუმის ნავსადგურებში შემოსული ტრანზიტის სასაქონლო რეჟიმში მოსაქცევი ტვირთის ექსპედირებას. კერძოდ:

 ტვირთის ჩამოტვირთვა გემიდან.

 ტერმინალის / საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე გადაადგილება/შენახვა.

 სახმელეთო ტრანსპორტზე დატვირთვა.

აღნიშნული მომსახურებების დასრულების შემდეგ ხდებოდა ტრანზიტის აღრიცხვის მოწმობების ბეჭდვა ან ელექტრონული გამოწერა.

დეკლარირებული მონაცემების შესაბამისად გადამხდელი აღნიშნულ მომსახურებას განიხილავს დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებად.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს სსკ-ის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტზე, რომლის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებულია ექსპორტში, რეექსპორტში, გარე გადამუშავებაში ან ტრანზიტში მოქცეული საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა. ხოლო ამავე ნაწილის გ1 პუნქტის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევამდე საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე პუნქტებს შორის საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა;

ფინანთა მინისტრის N996 ბრძანების 69-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე¬4 ნაწილის „გ“, „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის გადაზიდვის და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევის დღგ-ისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია:

ა) საქონლის თანმხლები სატრანსპორტო დოკუმენტები ან მათი ასლები:

ბ) სასაქონლო დეკლარაცია ან საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მისი შემცვლელი დოკუმენტი ან მათი ასლი, ან საქონლის და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა ან მისი ასლი, რომლებიც ადასტურებენ ტვირთის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“, „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ სასაქონლო ოპერაციებში მოქცევის დროსა და ადგილს.

ფინანსთა მინისტრის 290 ბრძანების 58-ე მუხლის შესაბამისად საქონლის ტრანზიტში დეკლარირების დროს, თუ არ არსებობს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით განხორციელებული წინმსწრები ოპერაცია, დეკლარაციად ითვლება საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენილი და სათანადო წესით დამოწმებული: საქონლის თანმხლები სატრანსპორტო და სხვა დოკუმენტების (რომელიც გამოიყენება საქონლის გადაზიდვისათვის ან/და შეიცავს საქონლის და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციისათვის საჭირო მონაცემებს) საფუძველზე გაცემული მოწმობა (ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულის გარდა);

შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, რომლის მიხედვითაც ჩაითვალა, რომ ტვირთი სსკ-ის შესაბამისად განსაზღვრულ ტრანზიტში ექცევა მას შემდეგ, რაც მოხდება ტრანზიტის აღრიცხვის მოწმობის გაცემა, შესაბამისად შპს ----- -ს მიერ გაწეული მომსახურება წარმოადგენს სსკ-ის 160-ე და 161-ე მუხლების შესაბამისად განსაზღვრულ დასაბეგრ ოპერაციას, რომელიც სსკ-ის 168-ე მუხლის შესაბამისად არ არის გათავისუფლებულ დღგ-ისგან. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის ქმედება შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებს, გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებულ სანქციებთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 და მე-2¹ ნაწილებზე, რომელთა თანახმად:

„2. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა.

„2¹. თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა“.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 1 იანვარს) შესაბამისად სსკ-ის 272-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 2¹-ე ნაწილი: „2¹. საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.“

სსკ-ის 275-ე მუხლის (2019 წლის 1 იანვრამდე მოქმედი) მიხედვით: „2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. 3. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ითვლება დეკლარაციაში გადასახადის შემცირებად და იწვევს ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“ საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 1 იანვარს) მიხედვით სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად: „2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 2 და 2² ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. 2¹. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. 2² . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით. 3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი-2² ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 5. საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას“.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან დავის პერიოდში სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ახალი ნორმებით შემსუბუქებულია სანქციები ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევებისთვის, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ----- საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშრებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნითდაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება).

3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთნხმება ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევ ტვირთთან დაკავშირებული მომსახურების დღგ-ის დასაბეგრ ოპერაციად განხილვას და დღგ-ის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტიდან ირკვევა შემდეგი:

საწარმო ახდენდა ნავსადგურებში შემოსული ტრანზიტის სასაქონლო რეჟიმში მოსაქცევი ტვირთის ექსპედირებას. აღნიშნული მომსახურებების დასრულების შემდეგ ხდებოდა ტრანზიტის აღრიცხვის მოწმობების ბეჭდვა ან ელექტრონული გამოწერა. გადამხდელი აღნიშნულ მომსახურებას განიხილავს დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით განთავისუფლებულ ოპერაციებად.

შემოწმებით ჩაითვალა, რომ ტვირთი სსკ-ის შესაბამისად განსაზღვრულ ტრანზიტში ექცევა მას შემდეგ, რაც მოხდება ტრანზიტის აღრიცხვის მოწმობის გაცემა, საწარმოს მიერ გაწეული მომსახურება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, რომელიც სსკ-ის 168-ე მუხლის შესაბამისად არ არის გათავისუფლებულ დღგ-ისგან. შედეგად დღგ-ით დამატებით დაბეგვრას დაექვემდებარა საწარმოს მიერ გაწეული მომსახურება.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნევს გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთნ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება დაკისრებული სანქციები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(21); 272; 275

01.01.2021 წლამდე მოქმედი: 161(1); 168(4,,გ“)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 69-ე მუხლი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისიs 290 ბრძანების 58-ე მუხლი