ბრძანება N 17569
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17569
05 აგვისტო 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „-------ის“ (ს/ნ ------)
(მის.: -------)
2025 წლის 14 და 26 ივლისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №63) განიხილა ი/მ ----- (ს/ნ ------) 2025 წლის 14 ივლისის №569068 (რეგ. №110544/21) და 26 ივლისის №97117/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივლისის №021-70 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ მეწარმეს დაქირავებულ პირებზე გაცემული ხელფასები დაბეგრილი აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო გადაანგარიშების დასკვნა არის ყოველგვარი სამართლებრივ არგუმენტს მოკლებული და არ შეესაბამება სინამდვილეს თითქოსდა გადამხდელმა ინფორმაცია არ წარადგინა. მიუთითებს, რომ კეთილსინდისიერად წარადგინა შემოსავლების სამსახურის მიერ დავალებული ინფორმაცია, საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები. გარდა ამისა, არაერთგზის, მათ შორის წერილობით, ითხოვა რომ თუ კიდევ დამატებით მტკიცებულების წარდგენა იყო საჭირო მოეთხოვათ და ყველაფრის წარსადგენად მზად იყო. ითხოვს კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 19 თებერვლის №2959 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ------- (ს/ნ --------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ ------ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებთ:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მტკიცებულებები გაწეული მომსახურების შესახებ, მ.შ. დამკვეთთან შესრულებული სამუშაოების/გაწეული მომსახურების შინაარსის, ვადის და თანხის შესახებ, ასევე, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 19 თებერვლის №2959 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 30 ივნისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 9 ივლისის №021-70 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა შემოწმების დროს აუდიტის ხელთ არსებული იდენტური ინფორმაცია. დამატებით, სხვა სახის დოკუმენტები, რომლითაც იდენტიფიცირდებოდა შესრულებული სამუშაოების/გაწეული მომსახურების შინაარსი, ვადა და მოცულობა არ იქნა წარმოდგენი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც დარიცხული თანხები არ შემცირდა, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა შემოწმების დროს აუდიტის ხელთ არსებული იდენტური ინფორმაცია. დამატებით, სხვა სახის დოკუმენტები, რომლითაც იდენტიფიცირდებოდა შესრულებული სამუშაოების/გაწეული მომსახურების შინაარსი, ვადა და მოცულობა არ იქნა წარდგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
საჩივრების დანართად წარმოდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ მოცემული დოკუმენტები მათთვის ცნობილი იყო შემოწმების პროცესშიც და ზეგავლენას არ ახდენს დარიცხულ თანხებზე და არ წარმოადგენს კორექტირების საფუძველს. ამდენად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივრებში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ------(ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. ითხოვს კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას.
ფაქტობრივი გარრემოება
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა შემოწმების დროს აუდიტის ხელთ არსებული იდენტური ინფორმაცია. დამატებით, სხვა სახის დოკუმენტები, რომლითაც იდენტიფიცირდებოდა შესრულებული სამუშაოების/გაწეული მომსახურების შინაარსი, ვადა და მოცულობა არ იქნა წარმოდგენი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: