ბრძანება N 3758
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3758
05 მარტი 2025
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(მის.:„-------“)
2025 წლის 17 თებერვლის საჩივრის
განუხილველად დატოვების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №17) იმსჯელა შპს „------ -ს “ (ს/ნ „-------“) 2025 წლის 17 თებერვლის №94209/1/2025 საჩივარზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ივნისის №002-114 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ივნისის №002-114 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 სექტემბრის №23042 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, ხოლო შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 6 თებერვლის №2192 ბრძანებით დარჩა განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „--------- -ს “ (ს/ნ „-------“) 2025 წლის 17 თებერვლის საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ივნისის №002-114 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------- -ს “ (ს/ნ „-------“) საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს. ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმო დღგ-ის გადამხდელად რეგისტირებულია 2022 წლის 7 ოქტომბერს ნებაყოფლობითი წესით. 2022 წლის ოქტომბრის თვეში გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე სსიპ -ს მიაწოდა საქონელი და მომსახურება, რაზედაც თავის მხრივ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები.მიწოდებები განხორციელდა კომპანიის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ 2022 წლის 25 ოქტომბერს საწარმოს განხორციელებული ოპერაციებიდან გამომდინარე,სსკ-ის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით, საწარმოს დაუდგინდა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები, რომელთა დაბეგვრის დროს წარმოადგენს 2022 წლის ოქტომბრის თვე.საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მომჩივანის საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ივნისის №002-114 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
301(ზ).