გადაწყვეტილება №19962/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.07.2023
№ დოკუმენტი 19962/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

19962/2/2023

20 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 14.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19962/2/2023).

 

დავის საგანი:

დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.04.2023 წლის №ID:------- გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12374 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანმა 2022 წლის დეკემბერში, 2023 წლის იანვარში და აპრილში წარადგინა განცხადება დღგის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ. 28.12.2022 წელს მომჩივანს მიენიჭა არაკვალიფიციური სტატუსი, რადგან სატელეფონო კომუნიკაციისას მეწარმეს მიეცა რეკომენდაცია დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსებისა და იჯარის ხელშეკრულების საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით. მის მიერ არ მომხდარა აღნიშნული რეესტრის შევსება და იჯარის ხელშეკრულების მიწოდება. განმეორებით, 2023 წლის იანვარში და აპრილში ისევ მიეცა მეწარმეს რეკომენდაცია, თუმცა არ იქნა მიწოდებული იჯარის ხელშეკრულება. შემოსავლების სამსახურის უფროსის 20.12.2022 წლის №32086 ბრძანების შესაბამისად, მომჩივანს 27.04.2023 წლის №ID:------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.06.2023 წლის №12374 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ბრძანების 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 16.02.2022 წლის „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ №3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 მუხლით და განმარტავს, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელისთვის დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გაუგებარია კვალიფიციური დღგ-ის სტატუსზე უარის თქმის მიზეზი. დაქირავებულ პირთა რეესტრი შევსებულია 13.04.2023 წელს. მომჩივანი ითხოვს დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანების 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების (ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების ან/და ჩათვლის მიღების) უფლება ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 16.02.2022 წლის „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ №3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტის მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან, ასევე წინამდებარე „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციით (შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

2. არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველია გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.

3. გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 23.06.2023 წლის №------- წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივანმა 2022 წლის დეკემბერში, 2023 წლის იანვარში და აპრილში წარადგინა განცხადება დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ. 28.12.2022 წელს მომჩივანს მიენიჭა არაკვალიფიციური სტატუსი, რადგან სატელეფონო კომუნიკაციისას მეწარმეს მიეცა რეკომენდაცია დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსებისა და იჯარის ხელშეკრულების საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით. მის მიერ არ მომხდარა აღნიშნული რეესტრის შევსება და იჯარის ხელშეკრულების მიწოდება. განმეორებით, 2023 წლის იანვარში და აპრილში ისევ მიეცა მეწარმეს რეკომენდაცია, თუმცა არ იქნა მოწოდებული იჯარის ხელშეკრულება. შემოსავლების სამსახურის უფროსის 20.12.2022 წლის №32086 ბრძანების შესაბამისად, მომჩივანს 27.04.2023 წლის №ID:------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.

მომჩივნის განმარტებით, მისთვის გაუგებარია სტატუსზე უარის თქმის საფუძველი. დაქირავებულ პირთა რეესტრი შევსებულია 13.04.2023 წელს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივანს მიანიჭოს დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12374 ბრძანება;

3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, ხელახლა შეისწავლოს სადავო საკითხი და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს გადასახდის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ითხოვს დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა 2022 წლის დეკემბერში, 2023 წლის იანვარში და აპრილში წარადგინა განცხადება დღგის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ. სატელეფონო კომუნიკაციისას მეწარმეს მიეცა რეკომენდაცია დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსებისა და იჯარის ხელშეკრულების საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით. მის მიერ არ მომხდარა აღნიშნული რეესტრის შევსება და იჯარის ხელშეკრულების მიწოდება. მომჩივანს 27.04.2023 წლის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 5.06.2023 წლის №12374 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივანს მიანიჭოს დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6); 304(1)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება, მუხლი 563

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის ბრძანება N3751, მუხლი 1; 2; 3