ბრძანება N 7530

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.04.2023
№ დოკუმენტი 7530
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 7530

06.04.2023

შპს ------------ს (ს/ნ -------------------)

(მის: -------------------------------------)

2023 წლის 23 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 მარტის (ოქმი №33) სხდომაზე განიხილა შპს ------------ს (ს/ნ -------------------) №79861/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 23 მარტის №002-2023-4270 ბრძანებას „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე“ ბრძანებისა და „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ“ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ ვინაიდან არარეზიდენტ დებიტორებთან შეიქმნა გადახდის პრობლემა, დავალიანება, რომელიც უნდა გადაეხადა მარტის შუა რიცხვებში, დაფარავს მარტის ბოლოს, რის გამოც ვერ მოხდა მიმდინარე გადასახდელების გადახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს სადავო ბრძანების გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შპს ------------ს (ს/ნ -------------------) 2023 წლის 16 თებერვლის განცხადების საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 21 თებერვალს გამოცემულ იქნა №002-2023-2431 ბრძანება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე, რომლის თანახმადაც შპს ------------ს (ს/ნ -------------------) მიმართ 2023 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების (43326.57 ლარი) გადახდევინება გადავადდა 2023 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით. შპს ------------ს (ს/ნ -------------------) გაფორმდა 2023 წლის 21 თებერვლის №2023-1378 ხელშეკრულება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ.

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ 2023 წლის 21 თებერვლის №2023-1378 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო (არ იქნა გადახდილი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოშობილი მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები), 2023 წლის 23 მარტს გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის №002-2023-4270 ბრძანება, რომლის თანახმადაც გაუქმდა საგადასახადო დავალიანების გადავადების თაობაზე 2023 წლის 21 თებერვლის №002-2023-2431 ბრძანება და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ 2023 წლის 21 თებერვლის №2023-1378 ხელშეკრულება.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 3 წლით, თუ გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი ან/და საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულია პირის ქონება, რომლის ღირებულება უზრუნველყოფს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას.

ამავე მუხლის 81 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალების წარდგენის გარეშე აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 1 წლით, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა 50000 ლარს არ აღემატება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ფორმდება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რომელშიც აისახება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდის ვადები და პირობები. ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელმა არ შეასრულა აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, უქმდება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ.

„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 64-ე მუხლის თანახმად:

1. გადაწყვეტილება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ უქმდება, თუ: ა) პირმა დაარღვია საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებით ან/და მისი დანართით (გრაფიკით) გათვალისწინებული პირობები; ბ) პირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე სრულად გადაიხდის საგადასახადო დავალიანების თანხებს და შესაბამის საურავს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობა არის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ------------ს (ს/ნ -------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანებას, რომლის თანახმადაც გაუქმდა საგადასახადო დავალიანების გადავადების თაობაზე ბრძანება და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ მომჩივანის განცხადების საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის გამოცემულ იქნა ბრძანება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე, რომლის თანახმადაც გადასახადის გადამხდელის მიმართ 2023 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადდა 2023 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით. რაზედაც გადამხდელთან გაფორმდა ხელშეკრულება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ.

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ 2023 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო (არ იქნა გადახდილი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოშობილი მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები), 2023 წლის 23 მარტს გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანება, რომლის თანახმადაც გაუქმდა საგადასახადო დავალიანების გადავადების თაობაზე 2023 წლის 21 თებერვლისბრძანება და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ 2023 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულება.

 

გადაწყვეტილება

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238(8,81,9,10); 302(6);

„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 64-ე მუხლი