გადაწყვეტილება №19455/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 09.08.2023
№ დოკუმენტი 19455/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№19455/2/2023

09 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 19.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19455/2/2023).

 

დავის საგანი:

დღგ-ის ჩათვლის გაუქმება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2022 წლის №001-171 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5367 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 350 690 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 233 349

ჯარიმა - 116 675

საურავი - 666

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის აგვისტოს, 2022 წლის თებერვლის, მარტის, აპრილის თვეების საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება, დღგ-ის ნაწილში ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 20 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2022 წლის №24820 ბრძანება და №001-171 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5367 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

შემოსავლების სამსახურის ერთიანი საინფორმაციო ბაზის მონაცემებით და 25.04.2023 წლის №38478- 21-04 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5367 ბრძანება გაეგზავნა გადასახადის გადამხდელს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2023 წლის 20 მარტს და გაცნობა ფიქსირდება 2023 წლის 26 მარტს.

ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5367 ბრძანებას გაეცნო 2023 წლის 26 მარტს, გასაჩივრების ბოლო დღეა 18 აპრილი (მე-20 დღე 15 აპრილი შაბათი, ამასთან 15-16-17 აპრილი უქმე დღეებია), საჩივარი წარმოდგენილია 19 აპრილს გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 20 დღიანი ვადის დარღვევით.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 4 მაისს განხორციელდა ზარი საჩივარში დაფიქსირებულ ტელეფონზე, მაგრამ კომუნიკაცია ვერ შედგა, ამდენად განხორციელდა ზარი 28.04.2023 წელს ელექტრონულად წარმოდგენილ მე-2 საჩივარში მითითებულ ტელეფონის ნომერზე რომელიც წარმოადგენს წარმომადგენლის (კ. ჭკუასელი) ნომერს და ეცნობა შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5367 ბრძანების გასაჩივრების ვადის დარღვევის თაობაზე, რაც მისთვის ცნობილი აღმოჩნდა და ეთხოვა გადასახადის გადამხდელისათვის როგორც აღნიშნულის ისე, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დარღვევის მიზეზის შესახებ პოზიციის წარმოდგენის თაობაზე.

მომჩივანს აღნიშნულ საკითხზე რაიმე ინფორმაცია (პოზიცია) არ წარმოუდგენია.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5367 ბრძანების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 20 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დღგ-ის ჩათვლის გაუქმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2023 წლის 4 მაისს განხორციელდა ზარი საჩივარში დაფიქსირებულ ტელეფონზე, მაგრამ კომუნიკაცია ვერ შედგა, ამდენად განხორციელდა ზარი 28.04.2023 წელს ელექტრონულად წარმოდგენილ მე-2 საჩივარში მითითებულ ტელეფონის ნომერზე რომელიც წარმოადგენს წარმომადგენლის (კ. ჭკუასელი) ნომერს და ეცნობა შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5367 ბრძანების გასაჩივრების ვადის დარღვევის თაობაზე, რაც მისთვის ცნობილი აღმოჩნდა და ეთხოვა გადასახადის გადამხდელისათვის როგორც აღნიშნულის ისე, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დარღვევის მიზეზის შესახებ პოზიციის წარმოდგენის თაობაზე. მომჩივანს აღნიშნულ საკითხზე რაიმე ინფორმაცია (პოზიცია) არ წარმოუდგენია.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5367 ბრძანების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 20 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ე).