გადაწყვეტილება №27874/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 08.09.2026
№ დოკუმენტი 27874/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

08 სექტემბერი 2026

№27874/2/2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ის“ 29.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27874/2/2026).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 აპრილის №024-21 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 15 მაისის №10844 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 413 454.38 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 251 423

დღგ - 31 846

საშემოსავლო გადასახადი - 219 577

ჯარიმა - 157 634

საურავი - 4 397.38

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 მარტის №5974 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 აპრილის №7822 ბრძანება და №024-21 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 25 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 15 მაისის №10844 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 31.07.2026 წლის №72883-21-04 წერილით და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 27.05.2026 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 16.06.2026 წელი, ხოლო საჩივარი სადავო აქტის გაუქმების მოთხოვნით დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 29.07.2026 წელს. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 20 დღიანი ვადა.

ამასთან, 3.08.2026 წელს კომპანიის წარმომადგენელთან განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია და ეთხოვა წერილობით წარმოედგინა არგუმენტაცია გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით, თუმცა მომჩივანს ვადასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელთან არ ფიქსირდება ადგილობრივი შეძენა და დოკუმენტური რეალიზაცია. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შემოტანილი აქვს 1 335 790 ლარის (საბაჟო ღირებულებით) საქონელი და ბიუჯეტში გადახდილი აქვს დღგ 241 540 ლარის ოდენობით. დადგინდა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება საბაჟო შეძენის მიხედვით და გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ხუთი ჯგუფი, რომელზეც არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა სარეალიზაციო ფასები, დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავალი, ხოლო დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა საბაჟო შეძენის პროპორციულად. გაანგარიშდა საბაჟო პროცედურის შედეგად გადახდილი დღგ-ის თანხა, რომელიც გათვალისწინებულია ჩათვლაში. ამასთან, შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა და გამოვლენილი განკარგვადი თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 (ე).