გადაწყვეტილება №22699/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 04.07.2024
№ დოკუმენტი 22699/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№22699/2/2024

04 ივლისი 2024

გადაწყვეტილება

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,28.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------- -ის “ 27.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22699/2/2024).

დავის საგანი:

აქციზის გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №006-743 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 მარტის №5455 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 190 499 ლარი.

მათ შორის:

აქციზის გადასახადი - 103 846

ჯარიმა - 53 069

საურავი - 33 584

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივლისის №17796 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №33501 ბრძანება და №006-743 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 190 499 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 25 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 13 მარტის №5455 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის და საჩივარზე თანდართული ინვოისის შესაბამისად და დასაბრუნებელი აქციზური მარკები დაბეგროს ინვოისში მითითებული საქონლის სახეობისთვის დადგენილი აქციზის უმაღლესი განაკვეთით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 მარტის №5455 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 მარტის №5455 ბრძანება 27.03.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

2024 წლის 28 ივნისს, დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე, კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება აღსრულდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ და გადაანგარიშების შედეგები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც კვლავ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის, ასევე წარდგენილი ინვოისის შესაბამისად და დასაბრუნებელი აქციზური მარკები დაბეგროს ინვოისში მითითებული საქონლის მოცულობისა და აღნიშნული საქონლის სახეობისთვის დადგენილი აქციზის უმაღლესი განაკვეთით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მომჩივანი ელოდება აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებას. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 მარტის №5455 ბრძანება აღარ არის სადავო და გადასახადის გადამხდელი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივლისის №17796 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 190 499 ლარი.დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის და საჩივარზე თანდართული ინვოისის შესაბამისად და დასაბრუნებელი აქციზური მარკები დაბეგროს ინვოისში მითითებული საქონლის სახეობისთვის დადგენილი აქციზის უმაღლესი განაკვეთით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება . დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 მარტის №5455 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

301.