ბრძანება N 27728
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27728
17 დეკემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2025 წლის 20 ნოემბრის
საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №101) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2025 წლის 20 ნოემბრის №98950/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივლისის №002-96 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2025 წლის 22 ოქტომბრის №002-146 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია
საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ქონების გადასახადის დარიცხვას (ბუღალტერიაში ქონების საბალანსო ღირებულებასა და შეფასებულ საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის თანხაზე). მიუთითებს შემდეგ არგუმენტებზე:
ქონების შეფასების დასკვნა მომზადებულია 2025 წლის 12 ივნისს, ხოლო უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულება კი შეფასებულია 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. გარდა ამისა, როგორც დასკვნიდან ირკვევა, უძრავი ქონების ფასები მოიცავს მიწის ნაკვეთის ღირებულებას. შესაბამისად, გადამხდელი მიიჩნევს, რომ არარელევანტურია 2022, 2023 წლების ქონების გადასახადის დარიცხვა 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით განსაზღვრულ აქტივების საბაზრო ღირებულებაზე, ვინაიდან აღნიშნულ წლებში (2022-2024 წწ.) ფიქსირდებოდა უძრავი ქონებების ფასების ზრდის ტენდენცია, ამავეს მოწმობს უძრავი ქონების შეფასების დასკვნა.
ასევე, გადამხდელი მიუთითებს, რომ პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში. შესაბამისად, დაუშვებელია საბაზრო ფასის გამოყენება წინა წლების ქონების გადასახადით დასაბეგრ საბაზრო ქონებასთან მიმართებით, ვინაიდან კანონმდებელი გადასახადის გადამხდელს ავალდებულებს საბაზრო ფასი გამოიყენოს მომდევნო 3 წლის განმავლობაში.
კომპანია წარსულში წარმოადგენდა დეველოპერულ საწარმოს, შესაბამისად იგი ახორციელებდა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას შემდგომი რეალიზაციის მიზნით, შესაბამისად კომპანიისთვის მიწისქვეშა ავტოსადგომების ნაწილი წარმოადგენს სარეალიზაციოდ განკუთვნილ აქტივებს და არა ძირითად საშუალებებს, ვინაიდან კომპანია ახდენდა მობინადრეებზე როგორც საცხოვრებელი ფართების ასევე, მიწისქვეშა პარკინგების მიწოდებას. შესაბამისად, არამართლზომიერია საქონლად განკუთვნილი აქტივების ქონების გადასახადით დაბეგვრა.
2. არ ეთანხმება არარეზიდენტი კომპანიისთვის გადახდილი ავანსის თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას. მიუთითებს, რომ თანხა გადახდილია ბანკის საშუალებით 2020 წელს და აღნიშნულ წელს არ მოიცავს შესამოწმებელი პერიოდი, აგრეთვე 2020 წელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს.
რაც შეეხება აუდიტორების მიერ მოყვანილი მეთოდური მითითების მაგალითს, აღნიშნულის მიხედვით საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილია არარეზიდენტისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით და არა საბანკო გადარიცხვის მეშვეობით გადახდილი ავანსის თანხები.
3. გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, ითხოვს სანქციის შემცირებას.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 22 ოქტომბრის №002-146 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 24 სექტემბრის №20768 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივლისის №002-96 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის პირველი აგვისტოს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ 2022-2023 წლებში ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის (ქონების შეფასების) დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 24 სექტემბრის №20768 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 20 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, გადამხდელს ქონების გადასახადი შეუმცირდა 8 028 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 22 ოქტომბრის №002-146 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც განსაზღვრულია ქონების საბაზრო ღირებულება 2022-2023 წლებში. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 22 ოქტომბრის №002-146 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნაში ასახულ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც განსაზღვრულია ქონების საბაზრო ღირებულება 2022-2023 წლებში. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა წარდგენილი დოკუმენტაცია, შედეგად, აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.
ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავოდ მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 24 სექტემბრის №20768 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივლისის №002-96 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს „---ის“ (ს/ნ ---) მიერ 2025 წლის 4 ივლისის №002-96 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის პირველ აგვისტოს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 24 სექტემბრის №20768 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2025 წლის 20 ნოემბრის №98950/1/2025 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივლისის №002-96 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 22 ოქტომბრის №002-146 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივლისის №002-96 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ქონების გადასახადის დარიცხვას;
2. არ ეთანხმება არარეზიდენტი კომპანიისთვის გადახდილი ავანსის თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას.
3. გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, ითხოვს სანქციის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა ორისი, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს ქონების გადასახადის დეკლარაციაში ქონების საშუალო წლიური ღირებულება აღებული აქვს თვითღირებულებით. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ შეფასებულ იქნა აღნიშნული ქონება, წარმოდგენილია დასკვნა, სადაც ქონების ჯამური ღირებულება შეადგენს 2 651 331 ლარს, ხოლო გადამხდელს საშუალო წლიური ღირებულება აღებული აქვს 2023-2024 წელს 819 380 ლარი, ხოლო 2022 წელს 456 364,51 ლარი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის მუხლის თანახმად, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა ქონების გადასახადი.
შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც 1480 ანგარიშზე უცხოურ მომწოდებელზე საწყის ნაშთად ასახულია ავანსად გადახდილი თანხა 205 102 ლარი, გადამხდელის წარმომადგენლის განმარტებით, ეს თანხა გადახდილია 2021 წელს ავანსად და ჯერ საქონელი მიღებული არაა, არც ფიქსირდება თანხის უკან დაბრუნება.
შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანების N11 დანართის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ მომწოდებლისთვის გადახდილი ავანსი, რომლის შესაბამისი საქონლის/მომსახურების მიღების ფაქტიც არ არის დადასტურებული საგადასახადო შემოწმების დანიშვნის მომენტისთვის, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნაში ასახულ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც განსაზღვრულია ქონების საბაზრო ღირებულება 2022-2023 წლებში. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა წარდგენილი დოკუმენტაცია, შედეგად, აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივლისის №002-96 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21; 301 (ზ).