ბრძანება N 19532
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19532
29 აგვისტო 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 18 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №94) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 18 აგვისტოს №91498/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 ივლისის №136-12 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების დაბეგვრასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ ფიზიკური პირების ნაწილზე გამოთხოვილი აქვს ინფორმაცია შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან და განმარტავს, რომ მათი მიღებისთანავე წარმოადგენს დამატებით.
2. კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირების მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირების საფუძველზე განსაზღვრულ დღგ-სთან დაკავშირებით, გადამხდელი აცხადებს, რომ ვინაიდან შემოწმების მიერ მოწოდებულ ცხრილში არ ჩანს გადაზიდული პროდუქციის დასახელება, რაოდენობა, ღირებულება და ასევე გადაზიდვის განმახორციელებელი პირების შესახებ ინფორმაცია, შეუძლებელია აღნიშნულ საკითხზე დამატებითი არგუმენტაციის წარდგენა. შესაბამისად, მომჩივანი არ ეთანხმება გადასახადის დარიცხვას და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6046 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6046 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 18 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 25 566 ლარი, მათ შორის: გადასახადი 17 054 ლარი, ჯარიმა 8 512 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 19 ივლისის №136-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში გაწეული ღობის მოწყობის სამუშაოების დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ხელშეკრულებები, რომლის ერთ-ერთ პუნქტში მითითებულია, რომ მომსახურება გათავისუფლებულია ფინანსური კონტრიბუციისაგან, რასაც საფუძვლად უდევს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ 2008 წლის 19 დეკემბრის შეთანხმება და საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის 1998 წლის 11 მაისის შეთანხმება ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ. შესაბამისად, შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები (დამატებული ღირებულების ნაწილში) ნაწილობრივ დაექვემდებარა შემცირებას.
აგრეთვე, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასების დაბეგვრასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა მისთვის მიცემულ დროში წარმოადგინა მხოლოდ ერთ ფიზიკურ პირზე (------- (პ/ნ -------)) ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შესახებ. შესაბამისად, ხსენებულ ფიზიკურ პირზე და ასევე ფ/პ ------- (პ/ნ -------) დარიცხული თანხები (საშემოსავლო გადასახადის ნაწილში) დაექვემდებარა ნაწილობრივ შემცირებას.
კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირების მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირების საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელისათვის გაგზანილ იქნა ინფორმაცია (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის ნორმების გათვალისწინებით), რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ფიქსირდება სხვა პირების მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს დამატებით არ წარმოუდგენია ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას (შემცირებას).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული ვალდებულებების გადაანგარიშების ეტაპზე გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მომსახურება გათავისუფლებულია ფინანსური კონტრიბუციისაგან, რასაც საფუძვლად უდევს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ 2008 წლის 19 დეკემბრის შეთანხმება და საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის 1998 წლის 11 მაისის შეთანხმება ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები (დამატებული ღირებულების ნაწილში) ნაწილობრივ დაექვემდებარა შემცირებას.
აგრეთვე, გათვალისწინებული იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შესახებ და პანდემიის პერიოდში გაცემული თანხებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათი.
შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელისათვის გაგზავნილი იქნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ფიქსირდება სხვა პირების მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში, რაზეც გადასახადის გადამხდელს დამატებით არ წარუდგენია ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის შედეგადაც აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას (შემცირებას).
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და გადაანგარიშების შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
სადაო საკითხს წარმოასდგენს:
1. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების დაბეგვრა;
2. კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირების მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირების საფუძველზე განსაზღვრულ დღგ.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6046 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივანის საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6046 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და გადაანგარიშების შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)