ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ

სათამაშო ბიზნესი 22.08.2024
№ დოკუმენტი 13
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2024 წლის 22 აგვისტო

დაბა ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტისა და 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

შემოღებულ იქნეს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

მუხლი 2

1. ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება მოხდეს სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 25 000 ლარი;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3 000 ლარი;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებზე:

დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;

დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;

დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 5 000 ლარი;

ვ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 7 000 ლარი.

2. თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

 

მუხლი 3

მოსაკრებლების ანგარიშგება და გადახდა ხორციელდება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილი წესით.

 

მუხლი 4

შემოღებული მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხოს ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

 

მუხლი 5

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე

რენარ ბოლქვაძე

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.