ბრძანება N 23172

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.10.2024
№ დოკუმენტი 23172
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23172

30 ოქტომბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“(ს/ნ ------)

(მის.:------)

2024 წლის 25 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №115) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ -----------) 2024 წლის 25 ოქტომბრის №92551/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ოქტომბრის №006-450 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შდეგებს და განმარტავს, რომ დღგ-ის ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტის გადაანგარიშების შედეგები ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილს და ექვემდებარება კორექტირებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გადაანგარიშების შედეგად ჯარიმა უნდა შემცირებულიყო არა 763 ლარით, არამედ 1 525 ლარით. ხოლო, არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ნაწილში გადამხდელი განმარტავს, რომ მას დავალებული ჰქონდა რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობების წარდგენა და მან წარადგინა პასპორტი ხოლო, გადაანგარიშებით თანხები არ დაკორექტირდა იმ საფუძვლით, რომ პასპორტი არ არის საკმარისი რეზიდენტობის დასადასტურებლად. გადამხდელის მითითებით 2021 წელს კომპანიას ---------- ფიზიკურმა პირმა გაუწია ტექნოლოგიური სწავლების მომსახურება და კომპანიის დავალდებულება მოიპოვოს და წარადგინოს მომსახურების გამწევი პირის -------- საგადასახადო რეზიდენტობის სერტიფიკატი იმ პირობებში, როდესაც ----------- იმყოფება საომარ მდგომარეობაში და დოკუმენტის მოძიება შეუძლებელია. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და ---------- შორის არსებული კონვენცია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების თაობაზე არ ითვალისწინებს რეზიდენტობის სერტიფიკატის წარდგენის აუცილებლობას, ხოლო კომპანიის მიერ წარდგენილი იქნა მომსახურების გამწევი ფიზიკური პირის პასპორტი, რომლითაც დასტურდება, რომ იგი არის ----------- მოქალაქე, უნდა დაკორექტირდეს დარიცხული თანხები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 აგვისტოს №19235 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---------“ (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს -----------“ (ს/ნ -------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, წარმოდგენიილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 აგვისტოს №19235 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 3 ოქტომბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები სულ 2 288 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 525 ლარი და ჯარიმა 763 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 8 ოქტომბრის №006-450 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა შპს „---------“ და შპს „---------“ ერთობლივი განცხადება, რომლითაც დასტურდება შპს „-------“ ავტომობილის გადაცემის ფაქტი. შპს „----------“ მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გაწერილი არ არის. შედეგად, გადამხდელის მიერ უსასყიდლოდ მიწოდებულ ავტომობილზე დარიცხული დღგ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე დაექვემდებარა შემცირებას. გადასახადი შემცირდა 1 525 ლარით, ხოლო ჯარიმა - 763 ლარით.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა არარეზიდენტი ფიზიკური პირის პასპორტი. ვინაიდან, წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის საკმარისი რეზიდენტობის დასადასტურებლად, აქტით დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა შპს „----------“ და შპს „-----------“ ერთობლივი განცხადება, რომლითაც დასტურდება შპს „------------“ ავტომობილის გადაცემის ფაქტი. შპს „-----------“ მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გაწერილი არ არის. შედეგად, გადამხდელის მიერ უსასყიდლოდ მიწოდებულ ავტომობილზე დარიცხული დღგ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე3 ნაწილიდან გამომდინარე დაექვემდებარა შემცირებას.

ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა არარეზიდენტი ფიზიკური პირის პასპორტი. ვინაიდან, წარმოდგენილი დოკუმენტი არ იყო საკმარისი რეზიდენტობის დასადასტურებლად, შემოწმებით დარცხული თანხები აღნიშნულ ნაწილში არ გადაანგარიშდა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, დავის ეტაპზეც არ არის წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შდეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა შპს-ს განცხადება, რომლითაც დასტურდება ვტომობილის გადაცემის ფაქტი. ~

აღნიშნულ ოპერაციაზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გაწერილი არ არის. შედეგად, გადამხდელის მიერ უსასყიდლოდ მიწოდებულ ავტომობილზე დარიცხული დღგ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე დაექვემდებარა შემცირებას.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა არარეზიდენტი ფიზიკური პირის პასპორტი. ვინაიდან, წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის საკმარისი რეზიდენტობის დასადასტურებლად, აქტით დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6);304(21);