N 4462 - 28/02/2024 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №4462
2024 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი მონიტორინგის დებულების“ (დანართი №3) მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ნ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ1) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მონიტორინგი;“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ნ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქცია განახორციელოს ვიდეომონიტორინგის სისტემის მეშვეობით, სადაც დაშვება აქვს მხოლოდ სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თანამშრომლებს.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.
სამსახურის უფროსი
ლევან კაკავა
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე