ბრძანება N 26759

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.12.2024
№ დოკუმენტი 26759
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26759

20 დეკემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 2 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №130) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 2 დეკემბრის №24378/2/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 31 ოქტომბრის №024-68 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ ფასნამატი საბითუმო და საცალო პოზიციაზე განსაზღვრული აქვს, 5-10%-ის ოდენობით. განმარტავს, რომ რადგან ახორციელებს საქონლის საბითუმო რეალიზაციას, რეალიზებული საქონლის ფასნამატი, საბაზრო პირობებიდან გამომდინარე, დაბალია საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე. ამასთან, აცხადებს, რომ აღნიშნული ფასნამატი გამოწვეულია ბაზარზე არსებული კონკურენციით. მიაჩნია, რომ არასწორად არის გამოანგარიშებული ფასნამატის პროცენტი, კერძოდ, არ არის გათვალისწინებული შედარებითი მეთოდით რეალიზებული პროდუქციის სასაქონლო ზედნადებები და ქრონომეტრაჟი.

ამასთან, არ ეთანხმება ფულადი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ უცხოელ მომწოდებლებზე სრულად აქვს თანხა გადახდილი და არ გააჩნია დებიტორულ/კრედიტორული დავალიანება, ხოლო იმპორტირებულ საქონელზე თანხის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტაციას შემდგომ წარმოადგენს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 ოქტომბრის №22605 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 ოქტომბრის №22605 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 29 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 99 246 ლარით, მათ შორის, გადასახადი 66 164 ლარით და ჯარიმა 33 082 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 31 ოქტომბრის №024-68 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადაანგარიშების შედეგად დაკორექტირდა ფულადი საშუალების ნაშთის გაანგარიშების ნაწილში იმპორტირებულ საქონელზე გაწეული ხარჯის ოდენობა, კერძოდ, ნაცვლად 75%-ისა საქონლის საინვოისო ღირებულება გათვალისწინებულ იქნა სრულად. აღნიშნულის შესაბამისად დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული ხელფასის სახით ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული ფულადი საშუალების ოდენობა და ნაცვლად 1 230 343 ლარისა შეადგინა 899 521 ლარი. აღნიშნულის საფუძველზე დაკორექტირდა (შემცირდა) საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული გადასახადი და ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, გადაანგარიშებისას იმპორტირებულ საქონელზე გაწეული ხარჯის 75%-ის ნაცვლად გათვალისწინებულ იქნა სრულად საქონლის საინვოისო ღირებულება. შესაბამისად, დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული ხელფასის სახით ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული ფულადი საშუალების ოდენობა და ნაცვლად 1 230 343 ლარისა შეადგინა 899 521 ლარი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს; ფულადი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 ოქტომბრის №22605 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივანის საჩივარი.

გადაანგარიშების შედეგად დაკორექტირდა ფულადი საშუალების ნაშთის გაანგარიშების ნაწილში იმპორტირებულ საქონელზე გაწეული ხარჯის ოდენობა, კერძოდ, ნაცვლად 75%-ისა საქონლის საინვოისო ღირებულება გათვალისწინებულ იქნა სრულად. აღნიშნულის შესაბამისად დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული ხელფასის სახით ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული ფულადი საშუალების ოდენობა და დაკორექტირდა (შემცირდა) საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)