ბრძანება N 15063
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15063
03 ივლისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 4 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 10 და 24 ივნისის სხდომებზე (ოქმები №49 და №55) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) 2026 წლის 4 ივნისის №102698/1/2026 საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 მაისის №077-8 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ ინდივიდუალური მეწარმის ანგარიშზე ჩარიცხული თანხები სრულად იქნა გადატანილი კომპანიის ანგარიშზე, ვინაიდან თანხა წარმოადგენდა საწარმოს საკუთრებას. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმებას წარუდგინა შპს „-------“ საბანკო ამონაწერები, რომლებშიც ფიქსირდება დამფუძნებლის, ი/მ ------- მიერ შესაბამისი თანხების შეტანა. მიუთითებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩარიცხვების დანიშნულებად მითითებული იყო „დამფუძნებლის შენატანი“ და „კაპიტალის გაზრდა“ არ ცვლის ოპერაციის რეალურ ეკონომიკურ შინაარსს. განმარტავს, რომ ეს ჩარიცხვები სწორედ ის მექანიზმია, რომლითაც კომპანიის კუთვნილი პროდუქციის რეალიზაციით მიღებული თანხები უბრუნდებოდა რეალურ მესაკუთრეს. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ შემოწმების შეფასება ფორმალურია და უგულვებელყოფს ოპერაციის რეალურ შინაარსს.
გადასახადის გადამხდელი ასევე აცხადებს, რომ მის პოზიციას ამყარებს ის ფაქტიც, რომ შემოწმების მიერ განსაზღვრული დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 59%-ს, რაც შეესაბამება საქმიანობის სფეროს რეალურ ეკონომიკურ მაჩვენებელს. იმ შემთხვევაშიც კი თუ სადავო ჩარიცხვები მიეკუთვნებოდა ინდივიდუალური მეწარმის ბრუნვებს ფასნამატი გადააჭარბებდა 100%-ს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ საქმიანობაში. ასევე, მიუთითებს, რომ ინდივიდუალურ მეწარმეს ფიზიკურად არ ჰქონია იმ მოცულობის შეძენა, რომელიც სადავო ოდენობის რეალიზაციის გენერირების საშუალებას მისცემდა. აცხადებს, რომ შესაბამისი საქონლის შეძენა და რეალიზაცია განახორციელა შპს „-------“, რომელსაც გააჩნდა შესაბამისი სასაქონლო ნაშთი და რომლის დონეზეც აისახა და დაიბეგრა როგორც შეძენა, ისე რეალიზაცია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების ხელახალ გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 თებერვლის №3841 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. „ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარმოდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 თებერვლის №3841 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის პირველ მაისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად ი/მ ------- (ს/ნ -------) არ შეუმცირდა დარიცხული თანხები. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 19 მაისის №077-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილ იქნა ი/მ ------- მიერ დაფუძნებული კომპანიის შპს ,,-------“ საბანკო ამონაწერები, სადაც ფიქსირდება დამფუძნებლის, ი/მ ------- მიერ თანხის შეტანა, ძირითადად დამფუძნებლის შენატანის ან კაპიტალის გაზრდის დანიშნულებით. აუდიტის დეპარტამენტის შეფასებით აღნიშნული მტკიცებულება, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირებისთვის.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა შპს ,,-------“ საბანკო ამონაწერები, სადაც ფიქსირდებოდა დამფუძნებლის, ი/მ ------- მიერ თანხის შეტანა, ძირითადად დამფუძნებლის შენატანის ან კაპიტალის გაზრდის დანიშნულებით. აღნიშნული შემოწმების მიერ არ იქნა მიჩნეული საკმარის მტკიცემულებად საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებისთვის.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ და საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების ხელახალ გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილ იქნა მის მიერ დაფუძნებული კომპანიის საბანკო ამონაწერები, სადაც ფიქსირდება დამფუძნებლის, მიერ თანხის შეტანა, ძირითადად დამფუძნებლის შენატანის ან კაპიტალის გაზრდის დანიშნულებით. აუდიტის დეპარტამენტის შეფასებით აღნიშნული მტკიცებულება, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირებისთვის.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 204(21)