გადაწყვეტილება №23162/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23162/2/2024
27 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 30.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23162/2/2024).
დავის საგანი:
ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 14.01.2024 წლის №EL238402 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 27.02.2024 წლის №4195 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
14.01.2024 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი ---------- კონტროლის ზონაში ---------- მხრიდან შემოვიდა მომჩივანი, რომელმაც საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას განაცხადა, რომ არ გადაადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს, თუმცა კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას აღმოაჩნდა არადეკლარირებული საქონელი - სიგარეტი- „----------“ – 400 ღერი (20 კოლოფი) და სიგარეტი „----------“ – 200 ღერი (10 კოლოფი), რომლებიც მოთავსებული ჰქონდა ჩიფსის ცარიელ პაკეტებში.
საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად, რაზეც მას 14.01.2024 წლის №EL238402 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა (საქონლის ჩამორთმევის ოქმი №----------).
აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.02.2024 წლის №4195 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც 11.03.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 11.04.2024 წლის №22526/2/2024 (რეგ. 30.04.2024წ. №03/34663) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანი კვლავ მომართავს საბჭოს საჩივრით საბაჟო დეპარტამენტის 14.01.2024 წლის №EL238402 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმთან და შემოსავლების სამსახურის 27.02.2024 წლის №4195 ბრძანებასთან დაკავშირებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
მომჩივნის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივრით სადავოა საბაჟო დეპარტამენტის 14.01.2024 წლის №EL238402 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და შემოსავლების სამსახურის 27.02.2024 წლის №4195 ბრძანება.
სადავო აქტები 11.03.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 11.04.2024 წლის №22526/2/2024 (რეგ. 30.04.2024წ. №03/34663) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ამგვარად, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის (----------) მიმართ იმავე დავის საგანზე (საბაჟო დეპარტამენტის 14.01.2024 წლის №EL238402 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და შემოსავლების სამსახურის 27.02.2024 წლის №4195 ბრძანება) იმავე ორგანოს (საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო) მიერ მიღებული 11.04.2024 წლის №22526/2/2024 (რეგ. 30.04.2024წ. №03/34663) გადაწყვეტილება, საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
ფაქტობრივი გარემოებები
14.01.2024 წელს საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა მომჩივანი, რომელმაც საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას განაცხადა, რომ არ გადაადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს, თუმცა კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას აღმოაჩნდა არადეკლარირებული საქონელი - სიგარეტი, რომლებიც მოთავსებული ჰქონდა ჩიფსის ცარიელ პაკეტებში. საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად, რაზეც მას 14.01.2024 წლის №EL238402 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე (საბაჟო დეპარტამენტის 14.01.2024 წლის №EL238402 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და შემოსავლების სამსახურის 27.02.2024 წლის №4195 ბრძანება) იმავე ორგანოს (საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო) მიერ მიღებული 11.04.2024 წლის №22526/2/2024 (რეგ. 30.04.2024წ. №03/34663) გადაწყვეტილება, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(ზ);