ბრძანება N 15586
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15586
13 ივლისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 3 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 9 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №60) განიხილა შპს „----“ (ს/ნ ------) 2026 წლის 3 ივლისის №103243/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 ივლისის №189571 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარსადგენი დოკუმენტაცია არის დიდი მოცულობის და მიმდინარეობს დაჩქარებული წესით წარმოდგენის პროცესი. აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის პირველი მაისის №9612 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა 2026 წლის პირველი მაისის №----- წერილი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად მოთხოვნილ იქნა 01.01.2023-დან 01.04.2026-მდე საანგარიშო პერიოდებზე შემდეგი სახის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა: საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია; ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია (ელექტრონული დანართის შესაბამისად); ცნობა საბანკო დაწესებულება(ებ)ში გახსნილი ანგარიშების შესახებ და აღნიშნული ანგარიშებიდან ამონაწერები ბანკის/ბანკების მიერ დამოწმებული სახით, ასევე ამონაწერის ელექტრონული ვერსია. აგრეთვე ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული წარმოების შემთხვევაში, პროგრამის ასლი (ელექტრონული სახით).
ინფორმაციის წარდგენა გადასახადის გადამხდელს დაევალა 5 სამუშაო დღის ვადაში. მომჩივანს აღნიშნული წერილი ჩაბარდა 2026 წლის პირველ მაისს. გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებულ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია სრულად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შპს „-----“ (ს/ნ -----) მიმართ 2026 წლის 3 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №189571.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები).
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა – იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტისათვის არ იქნა წარდგენილი 2026 წლის პირველი მაისის №------ წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ წარადგინა მხოლოდ საბანკო ცნობები და ამონაწერები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304–ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“ (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის მიმართ დაინიშნა კამერალური საგადასახადო შემოწმება, რის ფარგლებშიც მას გაეგზავნა და 2026 წლის პირველ მაისს ჩაბარდა წერილი 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე პერიოდზე სააღრიცხვო დოკუმენტაციის, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის, საბანკო ანგარიშების ცნობებისა და დამოწმებული ამონაწერების, ასევე ბუღალტრული პროგრამის ასლის წარმოდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განესაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა; ვინაიდან დადგენილ ვადაში მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია სრულად არ იქნა წარმოდგენილი, გადასახადის გადამხდელის მიმართ 2026 წლის 3 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
გადაწყვეტილება
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:70;279;