ბრძანება N 38237-4

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 26.12.2018
№ დოკუმენტი 38237-4
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 38237

26/12/2018

შპს -------------------

(მის: ქ. --------------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით

2018 წლის 26 ოქტომბრის საჩივრის

განუხილველად დატოვების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 13 დეკემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი N99) განიხილა შპს ----- ს საჩივარი 2018 წლის 4 ოქტომბრის N081-224 ,,საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

აცხადებს, რომ დარღვეულია საწარმოს ლიკვიდაციის ვადები.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 11 იანვრის N272 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 21 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2018 წლის 4 ოქტომბრის N28040 ბრძანება „გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ“ და ამავე თარიღის N081-224 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 186 457,88 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 100 625 ლარი, ჯარიმა 54 592 ლარი, საურავი 31 240,88 ლარი.

საჩივარში აღნიშნულ სადავო საკითხთან მიმართებაში გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ დარღვეულია მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, დაცული არ არის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ვადები.

გადამხდელის განმარტებით, შპს ----- ს ლიკვიდაცია გამოცხადებული იქნა 2017 წლის 19 დეკემბერს, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. საწარმოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით კამერალური საგადასახადო შემოწმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 11 იანვრის N272 ბრძანებით დაიწყო 2018 წლის 11 იანვარს და დღემდე დასრულებული არ არის, ანუ ლიკვიდაციის დაწყებიდან ფაქტიურად გასულია შვიდ თვეზე მეტი.

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „პარტნიორთა გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შესახებ ელექტრონულ ინფორმაციას მარეგისტრირებელი ორგანო უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - შემოსავლების სამსახურს, რომელიც შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მარეგისტრირებელი ორგანოსათვის სუბიექტის საგადასახადო ვალდებულების არსებობის რისკის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას. საგადასახადო ვალდებულების არსებობის რისკის თაობაზე ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მითითებას საგადასახადო შემოწმების ჩატარებისა და დავალიანების არსებობის ფაქტის დადასტურების ვადის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს საწარმოს ლიკვიდაციის დაწყებიდან 90 დღეს. აუცილებლობის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების 90-დღიანი ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს ორი თვისა. ამ პუნქტით განსაზღვრული რისკის არსებობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების 10-დღიანი ვადის, ასევე ამ ინფორმაციით განსაზღვრული საგადასახადო შემოწმების ვადის გაშვების შემთხვევაში ჩაითვლება, რომ სუბიექტი საგადასახადო დავალიანების არმქონეა“. ამასთან, გადამხდელის განმარტებით ანალოგიურ საკითხზე არსებობს სასამართლო პრაქტიკა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიუთითა სსკ-ის 299-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.

სსკ-ის 301-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მოთხოვნის საგანი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ აღნიშნა, რომ ლიკვიდაციის ვადის დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზია სცდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს, შესაბამისად საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს ლიკვიდაციის ვადებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საჩივარში აღნიშნულ სადავო საკითხთან მიმართებაში გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ დარღვეულია მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, დაცული არ არის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ვადები.

გადამხდელის განმარტებით, საწარმოს ლიკვიდაცია გამოცხადებული იქნა 2017 წლის 19 დეკემბერს, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. საწარმოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით კამერალური საგადასახადო შემოწმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 11 იანვრის N272 ბრძანებით დაიწყო 2018 წლის 11 იანვარს და დღემდე დასრულებული არ არის, ანუ ლიკვიდაციის დაწყებიდან ფაქტიურად გასულია შვიდ თვეზე მეტი.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ აღნიშნა, რომ ლიკვიდაციის ვადის დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზია სცდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს, შესაბამისად საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301,,ბ“

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი