ბრძანება N 14436
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
30 ივნისი 2026
N 14436
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---“-ის (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2026 წლის 17 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 24 ივნისის სხდომაზე (ოქმი №55) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2026 წლის 17 ივნისის №102936/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 მაისის №249-12 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად შემმოწმებელზე მიწოდებული იქნა საჩივარზე თანდართული ცხრილები ფასნამატის გამოყენების დასადასტურებლად. ასევე, წარდგენილი იქნა დამატებითი დოკუმენტაცია მატერიალური ფორმით, სადაც ჩანს თითოეული ჩეკის გაშიფვრა, თუმცა აუდიტის მხრიდან გათვალისწინებული არ იქნა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გადაანგარიშების დროს შემმოწმებლის მიერ დადგენილი სასაქონლო ზედნადებით გაყიდული პროდუქციის ფასნამატი იდენტურია შემოწმების პროცესში შემოწმებისთვის წარდგენილი ფასნამატისა. მიუხედავად ამისა, სასაქონლო ზედნადების ფასნამატი არ იქნა გათვალისწინებული ჩეკებით რეალიზებულ საქონელზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება არაა შესრულებული და წარმოდგენილი არგუმენტებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხების ხელახალი შესწავლა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 იანვრის №793 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული ფასნამატის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ფასნამატთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული), ასევე შეისწავლოს დოკუმენტური ფასნამატის გამოყენების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება;
3) მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად შეისწავლოს დამფუძნებლის მიერ საწარმოს კაპიტალში განხორციელებული შენატანები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 იანვრის №793 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 14 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 45 739 ლარი, მათ შორის, გადასახადი 28 235 ლარი, ჯარიმა 17 504 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 19 მაისის №249-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილები და საბუღალტრო პროგრამა ორისი. პროგრამაში აღრიცხულია მხოლოდ საქონლის მიღება. მიღებულ საქონელზე მინიჭებული სასაქონლო კოდებით და ელექტრონულ ზედნადებებში მითითებული საქონლის კოდებით დაიდენტიფიცირდა დოკუმენტური რეალიზაციები და შესაბამისად დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი საქონლის სამი ჯგუფისთვის. აღნიშნულის საფუძველზე დადგინდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. გადასახადის გადამხდელი დოკუმენტურად ახდენს მსხვილი საქონლის პარტიების რეალიზაციას, რის გამოც საცალოდ რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე არ იქნა გამოყენებული დოკუმენტური ფასნამატი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაანგარიშების საფუძველზე საცალოდ რეალიზებულ საქონელზე დატოვებულ იქნა შემოწმების აქტის შედგენისას გამოყენებული აუდირებული ფასნამატი. გადასახადის გადამხდელს გადაანგარიშების საფუძველზე ნაწილობრივ შეუმცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დღგ-ის თანხა და შესაბამისი ჯარიმა. დღგ-ის ბრუნვის შემცირებამ ასევე გავლენა იქონია საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაზეც. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადში აქტით დარიცხული თანხა და შესაბამისი ჯარიმა შემცირდა სრულად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ცხრილები და საბუღალტრო პროგრამა ორისი. პროგრამაში აღრიცხულია მხოლოდ საქონლის მიღება. მიღებულ საქონელზე მინიჭებული სასაქონლო კოდებით და ელექტრონულ ზედნადებებში მითითებული საქონლის კოდებით დაიდენტიფიცირდა დოკუმენტური რეალიზაციები და შესაბამისად დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი საქონლის სამი ჯგუფისთვის. აღნიშნულის საფუძველზე დადგინდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. გადასახადის გადამხდელი დოკუმენტურად ახდენს მსხვილი საქონლის პარტიების რეალიზაციას, რის გამოც საცალოდ რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე არ იქნა გამოყენებული დოკუმენტური ფასნამატი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს შეუმცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რამაც ასევე გავლენა იქონია საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაზეც. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირს ნაწილობრივ შეუმცირდა დარიცხული დღგ, ხოლო საშემოსავლო გადასახადში აქტით დარიცხული თანხა შემცირდა სრულად. რაც შეეხება მომჩივნის პოზიციას სრულად დოკუმენტური ფასნამატის გამოყენების თაობაზე, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის ზეპირსიტყვიერი განმარტებით გადასახადის გადამხდელი ახორციელებს საბითუმო და საცალო რეალიზაციებს, შესაბამისად, დოკუმენტური ფასნამატი გავრცელდა მხოლოდ საბითუმო რეალიზაციაზე, ხოლო საცალო რეალიზაციაზე დარჩა აუდირებული ფასნამატი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---“-ის (ს/ნ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება არაა შესრულებული და წარმოდგენილი არგუმენტებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხების ხელახალი შესწავლა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილები და საბუღალტრო პროგრამა ორისი. პროგრამაში აღრიცხულია მხოლოდ საქონლის მიღება. მიღებულ საქონელზე მინიჭებული სასაქონლო კოდებით და ელექტრონულ ზედნადებებში მითითებული საქონლის კოდებით დაიდენტიფიცირდა დოკუმენტური რეალიზაციები და შესაბამისად დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი საქონლის სამი ჯგუფისთვის. აღნიშნულის საფუძველზე დადგინდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. გადასახადის გადამხდელი დოკუმენტურად ახდენს მსხვილი საქონლის პარტიების რეალიზაციას, რის გამოც საცალოდ რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე არ იქნა გამოყენებული დოკუმენტური ფასნამატი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაანგარიშების საფუძველზე საცალოდ რეალიზებულ საქონელზე დატოვებულ იქნა შემოწმების აქტის შედგენისას გამოყენებული აუდირებული ფასნამატი. გადასახადის გადამხდელს გადაანგარიშების საფუძველზე ნაწილობრივ შეუმცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დღგ-ის თანხა და შესაბამისი ჯარიმა. დღგ-ის ბრუნვის შემცირებამ ასევე გავლენა იქონია საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაზეც. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადში აქტით დარიცხული თანხა და შესაბამისი ჯარიმა შემცირდა სრულად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.