გადაწყვეტილება №20755/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.11.2023
№ დოკუმენტი 20755/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20755/2/2023

22 .11. 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ -----------ი (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ -------- ----ის 5.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20755/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 23.06.2021 წლის №20322 ბრძანების აღსრულების შედეგები. გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 აპრილის №006-145 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13348 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 289 312 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 130 453

დღგ - 61 793

საშემოსავლო გადასახადი - 68 660

ჯარიმა - 65 226

საურავი - 93 633

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 18 ნოემბრის №34251 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2020 წლის 30 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 8 დეკემბრის №36501 ბრძანება და №006-702 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2021 წლის 18 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 23.06.2021 წლის №20322 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები, მათ შორის, ინფორმაცია 2017 წლის საწყისი და საბოლოო მარაგების და შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ. ამასთან, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმების საფუძველზე დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 23 ივნისის №20322 ბრძანება 9.07.2021 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 15.10.2021 წლის №13951/2/2021 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 23.06.2021 წლის №20322 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.03.2023 წლის დასკვნა, 12.04.2023 წლის №8144 ბრძანება და 13.04.2023 წლის №006-145 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 16 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 14 ივნისის №13348 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და სადავო საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან მომჩივანს დაევალა საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებების, მათ შორის, 2017 წლის საწყისი და საბოლოო მარაგების და შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაციის წარდგენა, რაც გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ განხორციელებულა. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა შემცირებას.

საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს და გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნას შემდეგ გარემოებათა გამო: უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ შემოწმებით არ იქნა გათვალისწინებული მომჩივნის მიერ წარდგენილი 2015 და 2016 წლის დაზუსტებული დეკლარაციები, რომლებიც ასახულია ბარათზე და რომლითაც დაფიქსირებული აქვს 2015 წლის საბოლოო ნაშთი 85 663 ლარის ოდენობით და შესაბამისად 2016 წლის საწყისი ნაშთი იგივე თანხის ოდენობით. აღნიშნული ნაშთები შემოწმების მიერ არ იქნა შეცვლილი და ვერც იქნებოდა შეცვლილი, ვინაიდან 2015 წლის დეკლარაციას საგადასახადო ორგანო ვეღარც შეამოწმებდა და შესაბამისად ვერც მასში დაფიქსირებულ ნაშთს შეცვლიდა. შესაბამისად, შემოწმებას უნდა ეხელმძღვანელა 2015 და 2016 წლის დაზუსტებულ დეკლარაციებში დაფიქსირებული მონაცემებით და არა 2015 წლის პირველადი დეკლარაციით, რომელიც დაზუსტებულია და გატარებულია ბარათზე. შესაბამისად, 2015 წლის დაზუსტებული დეკლარაციებში დაფიქსირებული მონაცემები, ინვენტარიზაციის გათვალისწინების შემთხვევაში, გამორიცხვას სადავო დარიცხვას. გარდა ამისა, შემოწმებით ერთობლივ შემოსავალში არის პირდაპირ აყვანილი დანაკლისი თანხა და მასზე არის პირდაპირ დარიცხული 20%, რაც არასწორია, ვინაიდან აღნიშნულ ე.წ. შემოსავალს აქვს ხარჯი და შემოწმებით საშემოსავლო გადასახადი უნდა ყოფილიყო დარიცხული მხოლოდ ნამეტ თანხაზე. და ბოლოს, მომჩივნის პოზიციის მართებულობა დასტურდება იმითაც, რომ 2015 და 2016 წლის საშემოსავლო გადასახადები გაანგარიშებულია სწორედ 2015 და 2016 წლის დაზუსტებული დეკლარაციებით, რაც გამორიცხავს სადავო დარიცხვას.

გადასახადის გადამხდელი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13348 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 23.06.2021 წლის №20322 ბრძანებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები, მათ შორის, ინფორმაცია 2017 წლის საწყისი და საბოლოო მარაგების და შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმების საფუძველზე დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 23 ივნისის №20322 ბრძანების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია. შესაბამისად, შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას. მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს და არ წარმოადგენს არგუმენტაციას შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის №20322 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №34251 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2020 წლის 30 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №36501 ბრძანება და №006-702 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №20322 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები, მათ შორის, ინფორმაცია 2017 წლის საწყისი და საბოლოო მარაგების და შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ.

ამასთან, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმების საფუძველზე დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის №20322 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც №13951/2/2021 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის №20322 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, №8144 ბრძანება და №006-145 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №13348 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302; 304;