გადაწყვეტილება №22068/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 22068/2/2024
26 მარტი 202
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------------26.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22068/2/2024).
დავის საგანი:
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 დეკემბრის №086-75 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 18 იანვრის №627 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 571 946 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 229 241
დღგ - 160 066
იმპორტის გადასახადი - 8 662
საშემოსავლო გადასახადი - 60 513
ჯარიმა - 108 099
საურავი - 234 606
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ხილით და სოფლის პროდუქტებით ვაჭრობა (ქ. ---------, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია).
შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 17 სექტემბრის №40259 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების შედეგები აისახა 2015 წლის 18 აგვისტოს საგადასახო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 26 აგვისტოს №32320 ბრძანება და
№081-180 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 159 134 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2015 წლის 22 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 4.11.2015 წლის №41336 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს მოიპოვოს შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაცია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის შრობისა და დანაკარგების პროცენტული მაჩვენებლის ზღვრული ოდენობის შესახებ, შეაფასოს შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ამ საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ამასთან, გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა 2015 წლის 26 აგვისტოს №081-180 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საბაჟო დეკლარაციასა და მის თანხმლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობის გამო იმპორტის გადასახდელების შემცირებისთვის დაკისრებული ჯარიმისა და იმპორტის გადასახადის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისთვის დაკისრებული საურავისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 4.11.2015 წლის №41336 ბრძანება 22.12.2015 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 17.03.2017 წლის №11738/2/15 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 26 აგვისტოს №081-180 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 4.11.2015 წლის №41336 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.03.2017 წლის №11738/2/15 გადაწყვეტილება გასაჩივრდა --------საქალაქო სასამართლოში, რომელმაც 28.06.2022 წლის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა გადასახადის გადამხდელის სარჩელი.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა --------- სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც 6.12.2022 წლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა -------- საქალაქო სასამართლოს 28.06.2022 წლის გადაწყვეტილება და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ (შემოწმების შედეგად, სხვა კომპანიის შპს „----------“ ფასნამატის გავრცელების ნაწილში) ბათილად იქნა ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 26 აგვისტოს №081-180 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 4.11.2015 წლის №41336 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.03.2017 წლის №11738/2/15 გადაწყვეტილება. დაევალა შემოსავლების სამსახურს, სადავო საკითხზე, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 11.05.2023 წლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2023 წლის დასკვნა, 29.12.2023 წლის №33912 ბრძანება და №086-75 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 471 828 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 571 946 ლარი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 8 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 18 იანვრის №627 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე გავრცელდა ანალოგიური საქმიანობის მქონე აუდირებული პირის სარეალიზაციო ფასნამატი 10%, რის შედეგადაც შემცირდა დღგსა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა აღსრულება და სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც --------- სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 დეკემბრის №3/ბ-421-2022წ.
გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
დღგ-ის თემაში არასწორია დარიცხვა. 11 100 მილიონზე მეტი დანაკლისი დღგ-ში საიდან მიიღო, როდესაც საშემოსავლო გადასახადში 60 500 ლარია. დეკლარირებული ჰქონდა ნულოვანი ბრუნვა. 1 600 000 ლარის ოდენობის გათავისუფლებული იყო დღგ-სგან ადგილობრივი პროდუქცია. ეს დაუბეგრეს, ალბათ არასწორია დარიცხვა. არ ეთანხმება, ითხოვს მოხდეს რეალური დარიცხვა, რათა შეძლოს მისი გადახდა და აღიარება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„შემოწმების მიერ სხვა კომპანიის (შპს „--------“) ფასნამატის გავრცელება ი/მ --------- მიმართ, რასაც გადამხდელი არ ეთანხმება და მეტიც მიიჩნევს, რომ შპს „----------“ აუდირებული ფასნამატის გამოყენების შემთხვევაშიც კი, შეუძლებელია იმ შედეგის მიღება, რაც დაფიქსირებულია აქტში დარიცხვის სახით, პალატა ნაწილობრივ იზიარებს აპელანტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში არსებობს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის ხელახლა გამოკვლევისა და შეფასების დავალების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში ის ფაქტი, რომ გადასახადის გადამხდელი სრულყოფილად არ აწარმოებდა საბუღალტრო დოკუმენტაციას, საქმეზე შეკრებილი მასალებით დადგენილია. დადგენილია ისიც, რომ გადამხდელთან არსებული სააღრიცხვო მასალები, საკმარისი არ იყო გადამხდელის საქმიანობაზე სრული სურათის შექმნისათვის. შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის აუცილებლობა, პალატის შეფასებით, წარმოდგენილი საქმის მასალებით დადასტურებულია. ამასთან, ვერც გადასახადის გადამხდელი ასაბუთებს, ერთობლივი შემოსავლის დოკუმენტურად სრულყოფილად განსაზღვრის შესაძლებლობას.
გასაჩივრებული აქტების შინაარსის ანალიზის გათვალისწინებით, პალატა იზიარებს აპელანტის (მოსარჩელის) არგუმენტებს და მიიჩნევს, რომ სადავო ნაწილში გასაჩივრებული აქტებით სათანადოდ დასაბუთებული არ არის რა კონკრეტული ფაქტებით თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა აუდიტორმა და რომელ სუბიექტებს შორის შედარების შედეგად შეარჩია შპს „----------“, რომლის აუდირებისას გამოვლენილი ფასნამატიც ყველაზე მეტად მიესადაგებოდა ი/მ ----------. ასევე, შემოწმების აქტით დასაბუთებული არ არის რომელი პროდუქციის რეალიზაციაზე გაავრცელა აუდიტორმა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის აუდირებისას გამოვლენილი ფასნამატი და რომელ პროდუქციაზე დოკუმენტურად დადასტურებული, თუ ასეთ დათვლას ჰქონდა ადგილი, როგორც ამას მიუთითებს შემოსავლების სამსახური. გადასახადის გადამხდელის სადავო აქტებით დეტალურად არ განემარტა, რა მონაცემებზე განსაზღვრა აუდიტორმა დასაბეგრი შემოსავლები, აღნიშნული ბუნდოვანება კი გახდა გადასახადის გადამხდელის პრეტენზიის საფუძველი. კონკრეტული გამოთვლების არარსებობა კი, არ აძლევს პალატას შესაძლებლობას იმსჯელოს სადავო დარიცხვების კანონიერების თაობაზე. მიუხედავად მხარის არაერთი მითითებისა, მოწინააღმდეგე ადმინისტრაციულ ორგანოებს, გარდა ზოგადი მითითებისა, რომ გადასახადის გადამხდელი მხოლოდ წლიურ რპთ-ზე საშუალო ფასნამატის დაფიქსირებით არ უნდა მსჯელობდეს აქტში დაფიქსირებულ შემოსავალზე,გასაჩივრებული აქტების შინაარსის ანალიზის გათვალისწინებით, პალატა იზიარებს აპელანტის (მოსარჩელის) არგუმენტებს და მიიჩნევს, რომ სადავო ნაწილში გასაჩივრებული აქტებით სათანადოდ დასაბუთებული არ არის რა კონკრეტული ფაქტებით თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა აუდიტორმა და რომელ სუბიექტებს შორის შედარების შედეგად შეარჩია შპს „---------“, რომლის აუდირებისას გამოვლენილი ფასნამატიც ყველაზე მეტად მიესადაგებოდა ი/მ -----------. ასევე, შემოწმების აქტით დასაბუთებული არ არის რომელი პროდუქციის რეალიზაციაზე გაავრცელა აუდიტორმა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის აუდირებისას გამოვლენილი ფასნამატი და რომელ პროდუქციაზე დოკუმენტურად დადასტურებული, თუ ასეთ დათვლას ჰქონდა ადგილი, როგორც ამას მიუთითებს შემოსავლების სამსახური. გადასახადის გადამხდელის სადავო აქტებით დეტალურად არ განემარტა, რა მონაცემებზე განსაზღვრა აუდიტორმა დასაბეგრი შემოსავლები, აღნიშნული ბუნდოვანება კი გახდა გადასახადის გადამხდელის პრეტენზიის საფუძველი. კონკრეტული გამოთვლების არარსებობა კი, არ აძლევს პალატას შესაძლებლობას იმსჯელოს სადავო დარიცხვების კანონიერების თაობაზე. მიუხედავად მხარის არაერთი მითითებისა, მოწინააღმდეგე ადმინისტრაციულ ორგანოებს, გარდა ზოგადი მითითებისა, რომ გადასახადის გადამხდელი მხოლოდ წლიურ რპთ-ზე საშუალო ფასნამატის დაფიქსირებით არ უნდა მსჯელობდეს აქტში დაფიქსირებულ შემოსავალზე, ვინაიდან აქტში ასახული რპთ მოიცავს დოკუმენტურ ფასნამატსაც, _ შემოწმების პროცესში შედგენილი რაიმე დეტალური გაანგარიშება (ცხრილები) არც მხარისთვის და არც სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ. აქედან გამომდინარე, პალატის შეფასებით, სადავო აქტებში, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას დაცული არ არის აუდიტის სახელმძღვანელოს მოთხოვნები, რაც გასაჩივრებულ ნაწილში ამ აქტების დაუსაბუთებლობასა და საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიუღებლობაზე მიუთითებს.
შესაბამისად, როცა სადავო საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, როგორც საგადასახადო აუდიტის განხორციელებისას საქმის გარემოებები, ისე აუდიტის შედეგებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, სათანადოდ არ შეუფასებია, პალატა მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობა. მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ადმინისტრაციულ ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში, რადგან სადავო საკითხის გადაწყვეტა მოპასუხის უფლებამოსილებას განეკუთვნება, სწორედ საგადასახადო ორგანოა ვალდებული სადავო საკითხი შეისწავლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.“
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტში საკითხის ხელახალი შესწავლის შედეგად დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებული ფასნამატი. შედეგად, დაკორექტირდა 2010, 2011, 2012, 2013, 2014 წლების დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვები, ბრუნვის კორექტირების ფარგლებში საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე გავრცელდა ანალოგიური საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის სარეალიზაციო ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 10%, რის შედეგადაც შემცირდა საგადასახადო ვალდებულებები.
გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 471 828 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 314 552 ლარი და ჯარიმა - 157 276 ლარი.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ უთითებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა სასამართლო გადაწყვეტილება და არ წარმოადგენს მტკიცებულებებს, რაც გავლენას მოახდენდა გადაანგარიშების შედეგებზე.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ხილით და სოფლის პროდუქტებით ვაჭრობა. აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტში საკითხის ხელახალი შესწავლის შედეგად დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებული ფასნამატი. შედეგად, დაკორექტირდა 2010, 2011, 2012, 2013, 2014 წლების დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვები, ბრუნვის კორექტირების ფარგლებში საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე გავრცელდა ანალოგიური საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის სარეალიზაციო ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 10%, რის შედეგადაც შემცირდა საგადასახადო ვალდებულებები.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304(1,2)