N 36813 - 29/11/2021 - „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ბრძანებაში ცვლილება 29.11.2021
№ დოკუმენტი 36813
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №36813

2021 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევისას, პირის მიმართ სსკ-ის 274-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის აღიარების შემდეგ, იმავე საანგარიშო პერიოდის დეკლარაციის/გაანგარიშების დაზუსტების შემთხვევაში, თუ დაზუსტებული დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე მცირდება გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა, ძირითად ბარათზე დარიცხული ჯარიმა ექვემდებარება შემცირებას ავტომატურ რეჟიმში, შესაბამისი სხვაობის თანხის სსკ-ის 274-ე მუხლით განსაზღვრული ოდენობით, საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის გარეშე.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი ლევან კაკავა

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე