ბრძანება N 23483
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23483
26 .09. 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ --- --------ის (ს/ნ ------------)
(მის.: ------------------------------)
2023 წლის 7 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №96) განიხილა ი/მ --- --------ის (ს/ნ ------------) №83466/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 1 სექტემბრის №CB1503660 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ კვალიფიციური ბუღალტრის მომსახურებით სარგებლობის საშუალების არქონის გამო ჩაიდინა სამართალდარღვევა.
აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით ი/მ --- --------ს (ს/ნ ------------) 2023 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება.
დავალიანების არსებობის გამო, სსკ-ის 241-ე მუხლის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის მიერ ი/მ --- --------ის (ს/ნ ------------) მიმართ გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2023 წლის 8 აგვისტოს N049-470 ბრძანება. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დაევალა ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ქონების ნუსხის წარმოდგენა.
საქმეზე არსებული მასალებით დასტურდება, რომ №049-470 ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 14.08.2023 წელს.
ქონების ნუსხის წარმოუდგენლობის გამო, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ი/მ --- --------ის (ს/ნ ------------) მიმართ შედგენილ იქნა 2023 წლის 1 სექტემბრის NCB1503660 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმადაც გადამხდელს სსკ-ის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.
საკითხის შესწავლით დადგინდა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია ი/მ --- --------ის (ს/ნ ------------) მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია 2023 წლის 29 აგვისტოს (ID: --------).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი ქონების ნუსხის წარდგენა. ამავე მუხლის მე5 ნაწილის თანახმად, პირი ვალდებულია მოთხოვნილი ინფორმაცია მითითებულ ვადაში, სწორად და სრულად წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს. პირი, რომლის ქონებასაც საგადასახადო ორგანომ ყადაღა დაადო, ვალდებულია ახალი ქონების შეძენის შემთხვევაში ამ ქონების შეძენიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა შეასწოროს მის მიერ წარდგენილი ქონების ნუსხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მიხედვით:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა, იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ --- --------ის (ს/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ი/მ --- --------ი (ს/ნ ------------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდეს ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 1 სექტემბრის №CB1503660 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისაგან;
3. დაევალოს ვალის მართვის დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ კვალიფიციური ბუღალტრის მომსახურებით სარგებლობის საშუალების არქონის გამო ჩაიდინა სამართალდარღვევა.
აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით მომჩივანს 2023 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება.
დავალიანების არსებობის გამო, სსკ-ის 241-ე მუხლის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივანის მიმართ გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანება.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს დაევალა ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ქონების ნუსხის წარმოდგენა. ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად .
ქონების ნუსხის წარმოუდგენლობის გამო, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მომჩივანის მიმართ შედგენილ იქნა 2023 წლის 1 სექტემბრის NCB1503660 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმადაც გადამხდელს სსკ-ის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა .
საკითხის შესწავლით დადგინდა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია მომჩივანის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია 2023 წლის 29 აგვისტოს.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისაგან.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70(1 „ბ“); 241; 269(1,7); 270(1,2); 279(1); 302(6);