გადაწყვეტილება №18664/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 24.02.2023
№ დოკუმენტი 18664/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№18664/2/2023

24.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 16.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18664/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო;

2. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად ჩათვლა;

3. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 19 დეკემბრის №007-449 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 მარტის №5645 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 28 მარტის №007-75 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №11826 ბრძანება;

5. შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 18 ნოემბრის №34224 ბრძანება;

6. აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 24 ივნისის №007-160 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა:

აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 19 დეკემბრის №007-449 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე - 470 492 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 242 013

დღგ - 176 885

მოგების გადასახადი - 64 733

საშემოსავლო გადასახადი - 200

ქონების გადასახადი - 195

ჯარიმა - 159 784

საურავი - 68 695

 

აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 28 მარტის №007-75 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე - 189 012 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 123 055

დღგ - 57 053

მოგების გადასახადი - 66 002

ჯარიმა - 61 528

საურავი - 4 429

 

აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 24 ივნისის №007-160 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე - 589 242 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 352 399

დღგ - 42 520

საშემოსავლო გადასახადი - 309 611

ქონების გადასახადი - 268

ჯარიმა - 175 431

საურავი - 61 412

 

სადავო საკითხები:

1. საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 19 დეკემბრის №007-449 საგადასახადო მოთხოვნა 2018 წლის 24 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2018 წლის 15 მარტის №5645 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 მარტის №5645 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

ამავე კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 13.02.2023 წლის №11591-21-04 წერილით და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 მარტის №5645 ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 15.03.2018 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 4.04.2018 წელი, ხოლო საჩივარი სადავო აქტის გაუქმების მოთხოვნით დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 16.01.2023 წელს. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 20 დღიანი ვადა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

2. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად ჩათვლა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 28 მარტის №007-75 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2018 წლის 18 მაისის №11826 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 2018 წლის 11 ივნისს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 7.06.2019 წლის №6057/2/2018 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №11826 ბრძანება კვლავ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №11826 ბრძანება 2018 წლის 11 ივნისს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 7.06.2019 წლის №6057/2/2018 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №11826 ბრძანება 16.01.2023 წელს კვლავ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

3. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 19 დეკემბრის №007-449 საგადასახადო მოთხოვნა 2018 წლის 24 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2018 წლის 15 მარტის №5645 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 28 მარტის №007-75 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2018 წლის 18 მაისის №11826 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 19 დეკემბრის №007-449 და 2018 წლის 28 მარტის №007-75 საგადასახადო მოთხოვნები 2020 წლის 21 ოქტომბერს და 6 ნოემბერს კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2020 წლის 18 ნოემბრის №34224 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 18 ნოემბრის №34224 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

ამავე კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების თანახმად:

10. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.

11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 13.02.2023 წლის №11591-21-04 წერილით და წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 18 ნოემბრის №34224 ბრძანება წერილობითი ფორმით 2-ჯერ გაეგზავნა (2020 წლის 30 დეკემბერს და 2021 წლის 16 თებერვალს) მომჩივანს საფოსტო დაწესებულების მეშვეობით, თუმცა ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. ამასთან, მომჩივანი აღნიშნულ ბრძანებას ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 2021 წლის 17 მარტს განხორციელდა აღნიშნული ბრძანების საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 2021 წლის 6 აპრილს. მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2021 წლის 26 აპრილი, ხოლო საჩივარი აღნიშნული აქტის გაუქმების მოთხოვნით დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 2023 წლის 16 იანვარს. შესაბამისად, დარღვეულია შემოსავლების სამსახურის ბრძანების გასაჩივრების კანონით დადგენილი 20 დღიანი ვადა.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 18 ნოემბრის №34224 ბრძანებას მომჩივანი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2022 წლის 7 მარტს. შესაბამისად, აღნიშნული თარიღიდანაც გასულია გასაჩივრების ვადა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 24 ივნისის №007-160 საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2020 წლის 8 ივლისს. მომჩივანს აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა კანონით დადგენილ ვადაში არ გაუსაჩივრებია შემოსავლების სამსახურში.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.