ბრძანება N 20221

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 16.08.2023
№ დოკუმენტი 20221
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20221

16 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 28 ივნისის საჩივრის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №83) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 28 ივნისის №81976/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №081-452 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2023 წლის 30 მაისის №081-82 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. კერძოდ,1. გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმებისთვის წარდგენილი მასალების მიუხედავად, დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საწვავზე შემოწმების მიერ არ იქნა გავრცელებული კომპანიის დოკუმენტური ფასი. გადამხდელის განმარტებით წარმოდგენილია რეესტრი, სადაც ასახულია თვეების და საწვავის სახეობების მიხედვით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი. ასევე, 2019 წლის 3 ივლისის საკონტროლო შესყიდვის ოქმი და ამავე თარიღის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რითიც დასტურდება ერთსა და იმავე თარიღში დოკუმენტით და მის გარეშე რეალიზაციის ფასის იდენტურობა. აგრეთვე, გაურკვეველია არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავლის ოდენობა და მისი ხელფასთან გათანაბრებულ განაცემად დაკვალიფიცირების საკითხი. აცხადებს, რომ ბუღალტრულ პროგრამაში ნათლად ჩანს მიღებული თანხების გახარჯვის მიზნობრიობა.

2. გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული საიჯარო ქონების კეთილმოწყობაზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტები. განმარტავს, რომ 2018 წელს უკვე საქმიანობდა აღნიშნულ ტერიტორიაზე, თუმცა ობიექტი საჭიროებდა რემონტს. აღნიშნავს, რომ აშენდა და გარემონტდა როგორც ბენზინ და გაზგასამართი სადგურები, ისე საოფისე ფართი, რაზეც შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა ახსნა-განმარტება, ფორმა 2-ები, აზომვითი ნახაზი და ფოტო მასალა. აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია თუ რა დამატებითი მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა და რომ შემმოწმებელს შეეძლო ეხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული 2012 წლის 2 თებერვლის N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით.

3. გადამხდელი აცხადებს, რომ იმპორტირებული სამშენებლო მასალების ღირებულებასთან დაკავშირებით შემოწმებას წარუდგინა არარეზიდენტების მიერ თანხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული. ამასთან აცხადებს, რომ დამატებით წარმოადგენს არარეზიდენტებთან გაფორმებულ შედარების აქტებსაც. ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მაისის №081-82 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ივლისის №17640 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №081-452 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „-------“ (ს/ნ -------) 2022 წლის 31 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს საწარმოს საკუთრებაში არსებული ავტომობილების დაქირავებულის მიერ პირადი სარგებლობისთვის გამოყენებად და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული სარგებლის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება;

4. მე-7 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, არარეზიდენტი მომწოდებლებისგან შეძენილი საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და გადახდილ თანხას შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად/სარგებლად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. მე-8 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს."

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ივლისის №17640 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 23 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს შეუმცირდა სულ 2 213 ლარი, მათ შორის გადასახადი 1 475 ლარი და ჯარიმა 738 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 30 მაისის №081-82 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

● შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ივლისის №17640 ბრძანების შესაბამისად, გადამხდელის მონაწილეობით შესწავლილ იქნა დავის საგანი. საწარმოს მიერ წარმოდგენილ იქნა ელექტრონული ფორმით შემდეგი ინფორმაცია: ბუღალტრული პროგრამიდან ანგარიშები „ნაღდი ანგარიშსწორებით“, „არაიდენტიფიცირებული მომხმარებლები“, „მოთხოვნა ტერმინალი“ და ა.შ., ასევე, ექსელის ფორმით სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, საკონტროლო-სალარო აპარატის ამონაწერი. აღნიშნული ცხრილები (გარდა საკონტროლო-სალარო აპარატის ამონაწერისა) დაკავშირებულია მხოლოდ თანხობრივად. აღნიშნული ცხრილები არ არის ჩაშლილი საქონლის სახეობის მიხედვით, არ არის გამოყოფილი თხევადი გაზი, ბენზინი, დიზელი და ა.შ. შესაბამისად, არ არის გამოყვანილი საცალო სარეალიზაციო ფასი და არ არის დოკუმენტურად დადასტურებული კომპანიის სამეურნეო ოპერაციების დაწყება, მიმდინარეობა და დასრულება ერთ მთლიანობაში. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ უკვე წარმოდგენილია და ჩვენს მიერ შესწავლილია შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია: მატერიალური ფორმის ნავთობპროდუქტების აღრიცხვის ჟურნალები, რომელიც არასრულყოფილადაა შევსებული. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული ჟურნალის საპირწონედ წარმოდგენილია „ყოველდღიურად საქონლის რეალიზაციის რეესტრები“ როგორც ექსელის ისე pdf ფორმატებით. აღნიშნული ორი ფორმით წარმოდგენილი რეესტრები თანხვედრაში არ მოდის რიგ შემთხვევებში ერთმანეთთან. ასევე უზუსტობებია ბუღალტრულ პროგრამასთან მიმართებაში. მაგ: გადამხდელის მიერ შემოსავალი დიფერენცირებულია ფასდაკლებით და ფასდაკლების გარეშე, ტალონებით და ტალონების ფასდაკლებით, ასევე ჩამოწერილია როგორც საბითუმო, ასევე სხვა „გაყიდული/შეძენილი საქონლის“ მიხედვით. აღნიშნულ ბუღალტერიაზე დაყრდნობით საქონლის სარეალიზაციო ფასი უნდა ყოფილიყო განსხვავებული, როგორც საბითუმო, საცალო, ტალონებით და ფასდაკლებებით რეალიზაციის შემთხვევაში. უკვე წარმოდგენილ რეესტრებში სარეალიზაციო ფასის დიფერენცირება არ ხდება, ფასდათმობით ან ფასდათმობის გარეშე საქონლის სახეობების და რაოდენობების გარეშე. ასევე, ვერ იქნა წარმოდგენილი ტალონებით რეალიზაციის მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაცია, მაგ: შემოწმებისთვის გაუგებარია როგორ ახერხებს კომპანია კონკრეტულ პირებზე ნაშთების კონტროლს რეალიზაციის დროს (საქონლის სახეობების, რაოდენობების, სარეალიზაციო ფასების და ფასდაკლების გარეშე და ა.შ.), წარმოდგენილ რეესტრებში მოცემულია მხოლოდ თანხა, შემოწმებისთვის გაუგებარია ამ თანხის შინაარსი თუ ვისთვის რა რაოდენობით რა სახეობა იქნა ფაქტობრივად გადაცემული. ასევე, შესამოწმებელ პერიოდზე ჩატარებული საკონტროლო შესყიდვით ფიქსირდება რეალიზაციის სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებულზე მაღალი ფასი, რითიც დასტურდება, რომ საცალო რეალიზაციის ფასი აღემატება დოკუმენტური რეალიზაციის ფასს, რის გამოც საცალო რეალიზაციებზე გამოყენებულ იქნა ტერიტორიის პრინციპით აუდირებული კომპანიის ფასი. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელებულა.

● გადამხდელის მონაწილეობით შესწავლილ იქნა დავის საგანი. 2018 წლის თებერვლიდან გადასახადის გადამხდელი იწყებს თხევადი გაზის და 2018 წლის მარტიდან საწვავის რეალიზაციას (ანუ უკვე ობიექტი ექსპლუატაციაში იყო შესული და მზად იყო მომხმარებლის მისაღებად. აღნიშნული დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საიტზე არსებული ფოტომასალებით; ასევე რეალიზაციების დროს წყვეტა არ ფიქსირდება), ხოლო ბუღალტრული აღრიცხვის სისტემაში სამშენებლო მასალა „სასაქონლო-მატერიალური მარაგიდან“ გადატანილია „იჯარით აღებული ქონების კეთილმოწყობა“-ში 2018 წლის 30 დეკემბერს (რომლის შეძენაც ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში და ზოგ შემთხვევაში მასალა მიტანილი არაა გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობის განხორციელების ადგილზე). გასაჩივრების ეტაპზე წარმოდგენილია ფორმა 2-ები და ახსნაგანმარტება. შემოწმების ჯგუფის მიერ შესწავლილია საჯარო რეესტრში არსებული უძრავი ქონების შესახებ მონაცემები, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები. ზემოაღნიშნული ინფორმაცია/მონაცემების შეჯამებით და შერჩევითი გადამოწმებით, ფაქტობრივად გაწეული სამუშაოები წინ უსწრებს მასალების შეძენას. ასევე, ფორმა 2-ებით ჩამოწერილია სამშენებლო მასალები, რომელიც სასაქონლო ზედნადებებით ფაქტობრივად წაღებულია სხვა მისამართზე. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებისთვის წარმოდგენილი ფორმა 2-ები არ წარმოადგენს შენობის ექსპლუატაციაში შესვლამდე სარემონტო სამუშაოების გაწევის დამადასტურებელ მტკიცებულებას. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელებულა.

● შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად, შესწავლილ იქნა დამატებით ფაქტობრივი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი საბაჟო დეკლარაცია (სავალუტო დეკლარაცია), რომლითაც დადასტურდება საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა, ასევე არ არის წარმოდგენილი სამეურნეო ოპერაციის მხარეთა შორის გაფორმებული და ნოტარიულად დადასტურებული შედარების აქტი არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საქონლის ღირებულების თანხის სრულად გადახდის თაობაზე. შემოწმების ჯგუფის მიერ მოხდა კრედიტორული დავალიანების დაფარვა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო დარჩენილი ნაწილი განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ თანხად. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელებულა.

● შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ივლისის №17640 ბრძანების მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა საწარმოს საკუთრებაში არსებული ავტომობილების დაქირავებულის მიერ პირადი სარგებლობისთვის გამოყენებად და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული სარგებლის ხელფასად განხილვის შედეგად საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები.

● გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა დამატებით ფიზიკური პირების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. მათგან მხოლოდ ორი პირი აღმოჩნდა ინდ/მეწარმე, რომლებზე გადახდილი მომსახურების თანხა აღარ დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. აღნიშნულის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის გამო, კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები. სხვა პირებთან მიმართებაში დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი არ წარმოშობილა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მაისის №081-82 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნაში მითითებულ გარემოებებზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტებით შეუძლებელი იყო საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენა. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდზე ჩატარებული საკონტროლო შესყიდვით ფიქსირდება რეალიზაციის სპეციალურ საგადასახადო ანგარიშფაქტურებში დაფიქსირებულზე მაღალი ფასი, რითიც დასტურდება, რომ საცალო რეალიზაციის ფასი აღემატება დოკუმენტური რეალიზაციის ფასს, რის გამოც საცალო რეალიზაციებზე გამოყენებულ იქნა ტერიტორიის პრინციპით აუდირებული კომპანიის ფასი. საიჯარო ქონების კეთილმოწყობაზე გაწეული ხარჯების და ამ მიზნით შეძენილი მასალების მიწოდებად განხილვას საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, საჯარო რეესტრსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების/ინფორმაციის შეჯამებით და შერჩევით გადამოწმებით დადგინდა, რომ ფაქტობრივად გაწეული სამუშაოები წინ უსწრებს მასალების შეძენას. ასევე, ფორმა 2-ებით ჩამოწერილია სამშენებლო მასალები, რომელიც სასაქონლო ზედნადებებით ფაქტობრივად წაღებულია სხვა მისამართზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებისთვის წარმოდგენილი ფორმა 2-ები არ წარმოადგენს შენობის ექსპლუატაციაში შესვლამდე სარემონტო სამუშაოების გაწევის დამადასტურებელ მტკიცებულებას. აგრეთვე, იმპორტირებული საქონლის ღირებულების 75%-ის ანაზღაურებულად განხილვასთნ, ხოლო 25%-ის საწარმოს დირექტორზე გაცემულ თანხებად დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი საბაჟო დეკლარაცია (სავალუტო დეკლარაცია), რომლითაც დადასტურდება საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა, ასევე არ არის წარმოდგენილი სამეურნეო ოპერაციის მხარეთა შორის გაფორმებული და ნოტარიულად დადასტურებული შედარების აქტი არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საქონლის ღირებულების თანხის სრულად გადახდის თაობაზე. ასევე, შემცირებას დაექვემდებარა საწარმოს საკუთრებაში არსებული ავტომობილების დაქირავებულის მიერ პირადი სარგებლობისთვის გამოყენებად და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული სარგებლის ხელფასად განხილვის შედეგად საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები. ასევე, გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი ფიზიკური პირების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების შემდეგ მომსახურების გამწევი ორი პირი აღმოჩნდა ინდ. მეწარმე, რომლებზე გადახდილი მომსახურების თანხა აღარ დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №081-452 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ 2021 წლის 31 დეკემბრის №081-452 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წლის 31 იანვარს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ივლისის №17640 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 28 ივნისის საჩივარი 2021 წლის 31 დეკემბრის №081-452 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №081- 452 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

2. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მაისის №081-82 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №081-452 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2023 წლის 30 მაისის №081-82 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ივლისის №17640 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №081-452 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით ორგანიზაციის 2022 წლის 31 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ივლისის №17640 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 23 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს შეუმცირდა სულ 2 213 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 30 მაისის №081-82 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მომჩივანის 2023 წლის 28 ივნისის საჩივარი 2021 წლის 31 დეკემბრის №081-452 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება (შემოსავლების 2023 წლის 30 მაისის №081-82 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა) განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6); 304(21); 301(ზ);

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის ბრძანება №22708