ელექტრონული ფორმით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურებით ჩათვლის მიღების უფლება N 1177
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ელექტრონული ფორმით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურებით ჩათვლის მიღების უფლება N 1177
ფაქტობრივი გარემოებები
•საწარმომ 2013 წლის იანვრის თვეში აღმოაჩინა, რომ მომწოდებლის მიერ 2012 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდზე ივლისის თვეში ელექტრონული ფორმით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურა არ ჰქონდა ასახული დღგ-ის დეკლარაციაში ჩათვლის მიღების მიზნით
•პირმა წარადგინა 2012 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდის შესწორებული დეკლარაცია და აღნიშნული ანგარიშ–ფაქტურის საფუძველზე განახორციელა ჩათვლა
შეფასება
•საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის 31 ნაწილის მიხედვით დღგ–ის ჩათვლის ვადის შეზღუდვა არ ვრცელდება საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურის ელექტრონული ფორმით გამოწერის შემთხვევებზე
•პირს შეუძლია აღნიშნული საგადასახადო–ფაქტურით ჩათვლა განახორციელოს ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით შესაბამისი დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის ნებისმიერი საანგარიშო პერიოდის დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის გზით. ვინაიდან სსკ-ის 174( 31)-ე მუხლის ძალაში შესვლის მომენტისათვის მარტის თვის საანგარიშო პერიოდზე ელექტრონული ფორმით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურით ჩათვლის მიღების უფლების ვადა გასული არ იყო (პირს უფლება ჰქონდა დღგ–ის ჩათვლა განეხორციელებინა არაუგვიანეს 2012 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით)
ღონისძიებები
•პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება არ ხდება
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2012 წლის 3 სექტემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით