ბრძანება N 16647-5

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.06.2020
№ დოკუმენტი 16647-5
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16647

23/06/2020

შპს ----- ს

(მის: ქ. -------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- ს 2019 წლის 27 დეკემბრის 48278/1/2020 საჩივრი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 04 დეკემბრის N025-25 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 28 მაისის სხდომაზე (ოქმი N33).

მომჩივნის მიერ წარმოდგენილი სადავო საკითხი:

გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის გაანგარიშების პრინციპს და განმარტავს, რომ საწარმო 2017 წლამდე ქონების გადასახადს გამოიანგარიშებდა და ბეგრავდა არა საშუალო ნარჩენი ღირებულებიდან, არამედ წლის ბოლოს დაფიქსირებული ძირითადი საშუალებების პირვანდელი ღირებულებიდან გამომდინარე, რაც მნიშვნელოვნად ზრდიდა რეალურად გადასახდელ ქონების გადასახადს, თუმცა აღნიშნული წინა შემოწმებას არ გაუთვალისწინებია. საწარმომ 2006-2007 წლებში შეძენილ იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც თითქმის უთანაბრდება ჯართის ფასს და ბუღალტრულად აღრიცხულია შეძენის პირვანდელი ღირებულებით, მოახდინა წინა წლებში დაურიცხავი ბუღალტრული ცვეთების კორექტირება. თუმცა 2016 წელში აღნიშნული ცვეთების კორექტირება არ ზრდის შემდეგ წლებში ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზას.

ფაქტობრივი გარემოებები:

განსახილველ საკითხთან დაკავშირებით არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 01 ივლისის N21871 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა შპს ----- ს საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 26 ნოემბრის შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2019 წლის 03 დეკემბრის N42126 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 04 დეკემბრის N025-25 საგადასახადო მოთხოვნა. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 412920.1 ლარით, მათ შორის: გადასახადი 209692 ლარი, ჯარიმა 116718 ლარი და საურავი 86510.1 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საზოგადოებას შესამოწმებელი პერიოდების ქონების გადასახადის დეკლარაციაში მითითებული აქვს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა საერთო ღირებულებით სულ 2 451 030 ლარის ოდენობით. საწარმოს დეკლარირებული ქონების გადასახადის გაანგარიშებისას გათვალისწინებული არ ქონდა წინა პერიოდის საგადასახადო შემოწმების შედეგად 31.12.2015წ მდგომარეობით დადგენილი ძირითადი საშულებების ნარჩენი ღირებულება, ასევე მიმდინარე პერიოდში ზოგიერთ სატრანსპორტო საშუალებაზე 2016 წელში დარიცხული აქვს 90%-იანი ცვეთა, რაც დოკუმენტურად ვერ დასტურდება და შემოწმებით დაკორექტირდა 20%-ით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ აღრიცხვაში არსებული საბალანსო ნარჩენი ღირებულების შესაბამისად, გაანგარიშებული იქნა ქონების გადასახადი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, საწარმოს დეკლარირებული ქონების გადასახადის გაანგარიშებისას გათვალისწინებული არ ჰქონდა წინა პერიოდის საგადასახადო შემოწმების შედეგად 31.12.2015წ მდგომარეობით დადგენილი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულება, ასევე მიმდინარე პერიოდში ზოგიერთ სატრანსპორტო საშუალებაზე 2016 წელში დარიცხული აქვს 90%-იანი ცვეთა, რაც დოკუმენტურად ვერ დასტურდება, შემოწმების მიერ ქონების გადასახადში დარიცხვა კანონშესაბამისია და გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304–ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- ს 2019 წლის 27 დეკემბრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება გადასახადის გადამხდელის მიერ შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. 16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის გაანგარიშების პრინციპს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის თანახმად დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს დეკლარირებული ქონების გადასახადის გაანგარიშებისას გათვალისწინებული არ ქონდა წინა პერიოდის საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი ძირითადი საშულებების ნარჩენი ღირებულება, ასევე მიმდინარე პერიოდში ზოგიერთ სატრანსპორტო საშუალებაზე დარიცხული აქვს 90%-იანი ცვეთა, რაც დოკუმენტურად ვერ დასტურდება და შემოწმებით დაკორექტირდა 20%-ით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ აღრიცხვაში არსებული საბალანსო ნარჩენი ღირებულების შესაბამისად, გაანგარიშებული იქნა ქონების გადასახადი. შედეგად გადამხდელს დაერიცხა ძირითდი გადასახადი, ჯარიმა და საურავი.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, საწარმოს დეკლარირებული ქონების გადასახადის გაანგარიშებისას გათვალისწინებული არ ჰქონდა წინა პერიოდის საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულება, ასევე მიმდინარე პერიოდში ზოგიერთ სატრანსპორტო საშუალებაზე დარიცხული აქვს 90%-იანი ცვეთა, რაც დოკუმენტურად ვერ დასტურდება, შემოწმების მიერ ქონების გადასახადში დარიცხვა კანონშესაბამისია და გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201(1,,ა“); 202(1)