ბრძანება N 11738
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11738
22 მაისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---ის (ს/ნ ---)
(მის: ---) 2024 წლის 22 აპრილის საჩივრის დაკმაყოფილებაზე
უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია ი/მ ---ის (ს/ნ ---) №89259/1/2024 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 27 მარტის №CB1607725 და NCB1607728 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 20 მაისის სხდომაზე (ოქმი №52).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ლუდის რეალიზაცია მეტწილად დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე, როგორიცაა ამინდი, სეზონურობა და სხვა. საგადასახადო მონიტორინგის ოფიცრების მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული არც ბუღალტერია და არც გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ნაშთების შესახებ. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო ოქმებისა და დარიცხული ჯარიმის მოხსნას.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 25 იანვრის №1134 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---ის (ს/ნ ---) სასაქონლო– მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის დაწყებამდე ი/მ „---ძე“-ს ჩაბარდა ბრძანება სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ. ბრძანების ჩაბარების შემდეგ ჩამოერთვა ხელწერილი, რომ ინვენტარიზაციის დაწყებამდე შემოსავლისა და გასავლის ყველა დოკუმენტი ჩაბარებულია ბუღალტერიაში, ყველა მიღებული ფასეულობა აღებულია შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილია გასავალში, ასევე ობიექტში მათ მიერ შიდა ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა და შესაბამისად ზედმეტობა ან/და დანაკლისი არ გამოვლენილა.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური აღწერა დაიწყო 2024 წლის 25 იანვარს და დასრულდა იმავე წლის 25 იანვარს, რომლის ღირებულებამ საბაზრო ფასებით შეადგინა 801 ლარი, რის შემდეგაც ი/მ ---ს ჩაბარდა საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შედგენილი დანართი №16 (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ), რაზედაც ჩამოერთვა ხელწერილი, რომ ფაქტობრივი აღრიცხვა მოხდა მისი თანდასწრებით, საინვენტარიზაციო კომისიასთან პრეტენზია არ გააჩნია და აღწერილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს შესანახად იღებს პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ.
საინვენტარიზაციო კომისიის მიერ გამოყვანილი იქნა სმფ-ების ბუღალტრული ნაშთი 2024 წლის 25 იანვრის მდგომარეობით, თვითღირებულებით 498891.18 ლარის ოდენობით, დანართი №19. ამის შემდეგ განხორციელდა ფაქტობრივად აღწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო დოკუმენტებთან შედარება და შეტანილ იქნა დანართ №21-ში (ოქმი ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ).
ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად გამოვლენილ სხვაობებზე შევსებული იქნა დანართი №22 (ოქმი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ).
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა შემდეგი სხვაობები: სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ღირებულებით 697761.06 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთან, პირი დაჯარიმდა ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 69776.1 ლარი. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, 2024 წლის 27 მარტს შედგენილ იქნა NCB1607725 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. ასევე, გამოვლინდა აღურიცხავი საქონელი 135 ლარის ოდენობით. გამოვლენილ სამართალდარღვევაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად 2024 წლის 27 მარტს შედგენილ იქნა NCB1607728 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ჯარიმა განისაზღვრა 200 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპენტეციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ:
გ) გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა – იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით, ხოლო ამავე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო ოქმებისა და დარიცხული ჯარიმის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა შემდეგი სხვაობები: სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ღირებულებით 697761.06 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთან, პირი დაჯარიმდა ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 69776.1 ლარი. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, 2024 წლის 27 მარტს შედგენილ იქნა NCB1607725 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. ასევე, გამოვლინდა აღურიცხავი საქონელი 135 ლარის ოდენობით. გამოვლენილ სამართალდარღვევაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად 2024 წლის 27 მარტს შედგენილ იქნა NCB1607728 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ჯარიმა განისაზღვრა 200 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286.