ბრძანება N 12607

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.05.2024
№ დოკუმენტი 12607
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12607

30 მაისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ------- (პ/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 23 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 მაისის სხდომაზე (ოქმი №56) განიხილა ფ/პ ------- (პ/ნ -------) 2024 წლის 23 მაისის №89829/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 აპრილის №036-3 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ რამდენიმე ქონების ღირებულება განსაზღვრულია არასწორად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 თებერვლის №2829 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ------- (პ/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021, 2022, 2023 წლების ფიზიკური პირის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 29 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 23 აპრილის №9437 ბრძანება და ამავე თარიღის №036-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 51 062 ლარი, მათ შორის, გადასახადი 29 250 ლარი, ჯარიმა 14 623 ლარი, საურავი 7 189 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

შემოწმების მიერ გაანალიზებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული ფ/პ -------, მისი მეუღლის და მათი არასრულწლოვანი შვილების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ასევე, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა მათ საკუთრებაში რეგისტრირებული მოძრავი ქონება, კერძოდ სატრანსპორტო საშუალებები (სეს ესნ 8703). აღნიშნულის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ფ/პ ------- და მის ოჯახს შესამოწმებელ პერიოდში ------- და ------- გააჩნიათ უძრავი ქონება, ასევე მსუბუქი ავტომანქანები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ფ/პ ------- და მისი ოჯახის ყოველწლიური შემოსავლები შესამოწმებელ პერიოდში აჭარბებს 100 000 ლარიან ზღვარს. ასევე შემოწმებით დადგინდა, რომ ფ/პ ------- მიერ წარმოდგენილია ქონების გადასახადის საოჯახო დეკლარაციები, რომლებშიც მონაცემები არასწორადაა შეტანილი, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს ქონების გადასახადის დეკლარაციები რომლებშიც გადასახადის გადამხდელს ყოველწლიური შემოსავლები მითითებული აქვს 40 000 - 100 000 ლარიან დიაპაზონში და არასწორადაა მითითებული საკუთრებაში არსებულ ქონება და მათი ფლობის პერიოდები.

იმის გათვალისწინებით, რომ შესამოწმებელ პერიოდში -------/მის ოჯახს საკუთრებაში გააჩნიათ რამდენიმე ათეული უძრავი ქონება, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისა და ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის საბაზრო ღირებულებების განსაზღვრის მიზნით შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით განსაზღვრულ იქნა დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულებები. ამასთან, შემოწმების მიერ დამოუკიდებლად განსაზღვრულ იქნა დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულებები რომელიც გადასახადის გადამხდელთან ერთად განსაზღვრული ღირებულებების შესაბამისობაში მოვიდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმების მიერ გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის/მისი ოჯახის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რაზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 205-ე მუხლების გათვალისწინებით ფიზიკურ პირს დაერიცხა ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ ქონებაზე ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გაანგარიშება ხორციელდება საგადასახადო პერიოდის განმავლობაში ამ ქონების მის საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ოჯახი არის პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ კოდექსის მიზნებისათვის თავად გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან.

ამავე კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ - მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

ამავე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით პირს შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, შესაბამისად, წარმოეშვა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, თუმცა მის მიერ არ იყო სრულად შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ფ/პ ------- მიერ წარმოდგენილია ქონების გადასახადის საოჯახო დეკლარაციები, რომლებშიც მონაცემები არასწორადაა შეტანილი, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს ქონების გადასახადის დეკლარაციები რომლებშიც გადასახადის გადამხდელს ყოველწლიური შემოსავლები მითითებული აქვს 40 000 - 100 000 ლარიან დიაპაზონში და არასწორადაა მითითებული საკუთრებაში არსებულ ქონება და მათი ფლობის პერიოდები. ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის საბაზრო ღირებულებების განსაზღვრის მიზნით შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით განსაზღვრულ იქნა დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულებები. ამასთან, შემოწმების მიერ დამოუკიდებლად განსაზღვრულ იქნა დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულებები, რომელიც გადასახადის გადამხდელთან ერთად განსაზღვრული ღირებულებების შესაბამისობაში მოვიდა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დასაბეგრი ქონების ღირებულებად საბაზრო ფასის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. გარდა ამისა, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ რამდენიმე ქონების ღირებულება განსაზღვრულია არასწორად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს ქონების გადასახადის დეკლარაციები რომლებშიც გადასახადის გადამხდელს ყოველწლიური შემოსავლები მითითებული აქვს 40 000 - 100 000 ლარიან დიაპაზონში და არასწორადაა მითითებული საკუთრებაში არსებულ ქონება და მათი ფლობის პერიოდები.

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისა და ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის საბაზრო ღირებულებების განსაზღვრის მიზნით, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით განსაზღვრულ იქნა დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულებები. ამასთან, შემოწმების მიერ დამოუკიდებლად განსაზღვრულ იქნა დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულებები რომელიც გადასახადის გადამხდელთან ერთად განსაზღვრული ღირებულებების შესაბამისობაში მოვიდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმების მიერ გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის/მისი ოჯახის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რაზეც ფიზიკურ პირს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201; 205