გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ

სათამაშო ბიზნესი 05.01.2012
№ დოკუმენტი 2
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2012 წლის 5 იანვარი

ქ. გურჯაანი

სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის შესაბამისად,1. შემოღებულ იქნეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:

ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 ლარის ოდენობით;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:

ე.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით;

ე.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით;

ე.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით;

ე) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1500 ლარის ოდენობით;

ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე - კვარტალში 4000 ლარის ოდენობით.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №48 - ვებგვერდი, 15.10,2014 წ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სარეკბულოს 2015 წლის 7 დეკემბრის დადგენილება №49 - ვებგვერდი, 09.12.2015წ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სარეკბულოს 2017 წლის 16 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 17.01.2017წ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 11 ივლისის დადგენილება №52 - ვებგვერდი, 15.07.2024წ.

3. მოსაკრებლის გადამხდელი, მოსაკრებლის ობიექტები, მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი, აგრეთვე, მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება და პასუხისმგებლობის წესი განისაზღვრება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით.

4. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2009 წლის 31 მარტის №19 დადგენილება „სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ” ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე.

5. მე-2 მუხლის „დ “, „ე” და „ვ” პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 3 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

6. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

საკრებულოს თავმჯდომარე

ზ. იაგანაშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე