გადაწყვეტილება №24158/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 24158/2/2024
20 იანვარი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 21.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24158/2/2024).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 29.06.2023 წლის №19055/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 27.09.2024 წლის №001-185 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 269 670 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 169 531
დღგ - 78 601
საშემოსავლო გადასახადი - 14 495
მოგების გადასახადი - 76 435
ჯარიმა - 84 759
საურავი - 15 380
პროცედურული გარემოებები/ფაქტების აღწერა
გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო სამუშაოების შესრულება.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა საწარმოს 1.01.2007 წლიდან 2.11.2013 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2013 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2013 წლის №30818 ბრძანება და 5.07.2013 წლის №339 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 18.09.2013 წლის №45433 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მომჩივანს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა ეკონომიკური საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი დოკუმენტების შესწავლა და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების საფუძველზე, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 3.09.2014 წლის დასკვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.05.2016 წლის №12367 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა ეკონომიკური საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების საფუძველზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 4.05.2016 წლის №12367 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2016 წლის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 19.07.2016 წლის №001-227 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.09.2016 წლის №25769 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 19.04.2019 წლის №12647/2/16, №13318/2/16 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 7.09.2016 წლის №25769 ბრძანება;
2. ნაწილობრივ გაუქმდა აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2016 წლის №001-227 საგადასახადო მოთხოვნა;
3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეფარდებული სანქციების საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების კორექტირება (შემცირება);
4. საჩივარი მე-2 და მე-3 დავის საგნების ნაწილში დარჩა განუხილველი;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 19.04.2019 წლის №12647/2/16, №13318/2/16 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 23.07.2021 წლის დასკვნის საფუძველზე საგადასახადო სანქციები არ შემცირებულა.
აღნიშნულზე გამოიცა 29.07.2021 წლის №24999 ბრძანება და №001-296 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 14.01.2022 წელს გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 19.05.2022 წლის №15468/2/2022 გადაწყვეტილებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეესწავლა შეფარდებული სანქციის (საურავის) საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის (საურავის) კორექტირება (შემცირება).
საბჭოს 19.05.2022 წლის №15468/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე საგადასახადო სანქცია (საურავი) არ შემცირებულა. აღნიშნულზე გამოიცა 6.02.2023 წლის №001-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 29.06.2023 წლის №19055/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სანქციის (საურავის) გადაანგარიშება განხორციელებული არ არის საბჭოს 19.05.2022 წლის №15468/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად და დაევალა აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება.
საბჭოს 29.06.2023 წლის №19055/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 25.09.2024 წლის დასკვნის მიხედვით, 2024 წლის 19 ივლისის კომისიის სხდომის ოქმის თანახმად, მომჩივნის მიმართ მიზანშეწონილად ჩაითვალა გამოყენებული იქნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი, კერძოდ მომჩივანი გათავისუფლდა სადავო საკითხთან დაკავშირებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისაგან კომისიის სხდომის ოქმის თარიღისათვის. აღნიშნულზე გამოიცა 27.09.2024 წლის №001-185 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო საკითხი №1: დასკვნით კომპანიას საურავი შეუმცირდა კომისიის სხდომის ოქმის თარიღით. შესაბამისად, აღნიშნული თარიღის შემდეგ კომპანიის მიმართ ხელახლა დაიწყო საურავის დარიცხვა (იხ. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა), რაც წინააღმდეგობაშია საურავის შეწყვეტის პრინციპთან (იხ. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-2 ნაწილი), ვინაიდან საგადასახადო ვალდებულების პერიოდიდან 3 წელზე მეტია გასული.
სადავო საკითხი №2: დასკვნის თანახმად, კომპანია მიჩნეულ იქნა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის სუბიექტად და გათავისუფლდა საურავისაგან. ამასთან დაკავშირებით კომპანია ასევე უნდა გათავისუფლებულიყო ჯარიმისაგან, რადგან ნორმით გათვალისწინებულია ზოგადად საგადასახადო სანქციისაგან გათავისუფლება და საგადასახადო სანქციებს ჯარიმაც განეკუთვნება (იხ. 19.12.2023 წ. სუსგ №----------- საქმეზე).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საბჭოს 19.05.2022 წლის №15468/2/2022 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეესწავლა შეფარდებული სანქციის (საურავის) საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის (საურავის) კორექტირება (შემცირება).
საბჭოს 19.05.2022 წლის №15468/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით გამოვლენილი დამატებით დასარიცხი თანხის (გადასახადი და სანქცია) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის სისწორე. საგადასახადო შემოწმების შედეგების შპს „----------“-ის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული მონაცემები და მათი ბარათზე ასახვის თარიღები შესაბამისობაშია „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითებასთან და მასში შესულ ცვლილებასთან. ხოლო საურავის დარიცხვის შეზღუდვა 2018 წლის 27 დეკემბრის №4225 კანონით საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ხორციელდება პროგრამულად. დასკვნის შედეგად საგადასახადო სანქცია (საურავი) არ შემცირებულა.
საბჭოს 19.05.2022 წლის №15468/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე საგადასახადო სანქცია (საურავი) არ შემცირებულა. აღნიშნულზე გამოიცა 6.02.2023 წლის №001-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 29.06.2023 წლის №19055/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სანქციის (საურავის) გადაანგარიშება განხორციელებული არ არის საბჭოს 19.05.2022 წლის №15468/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად და დაევალა აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება.
საბჭოს 29.06.2023 წლის №19055/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 25.09.2024 წლის დასკვნის მიხედვით, 2024 წლის 19 ივლისის კომისიის სხდომის ოქმის თანახმად, მომჩივნის მიმართ მიზანშეწონილად ჩაითვალა გამოყენებული იქნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი, კერძოდ მომჩივანი გათავისუფლდა სადავო საკითხთან დაკავშირებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისაგან კომისიის სხდომის ოქმის თარიღისათვის.
საბჭო განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან საბჭოს 29.06.2023 წლის №19055/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმად გამოყენებულია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილი, რომლის მეშვეობითაც საბოლოო შედეგი მიღწეულია, რადგან სადავო საურავი შემცირებულია. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტები უსაფუძვლოა და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე საურავთან ერთად ჯარიმისაგან გათავისუფლების შესახებ, აღნიშნულზე საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 29.06.2023 წლის №19055/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულის ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დავების განხილვის საბჭოს 29.06.2023 წლის №19055/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საბჭოს 19.05.2022 წლის №15468/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე საგადასახადო სანქცია (საურავი) არ შემცირებულა. აღნიშნულზე გამოიცა 6.02.2023 წლის №001-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 29.06.2023 წლის №19055/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სანქციის (საურავის) გადაანგარიშება განხორციელებული 4 არ არის საბჭოს 19.05.2022 წლის №15468/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად და დაევალა აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება. საბჭოს 29.06.2023 წლის №19055/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 25.09.2024 წლის დასკვნის მიხედვით, 2024 წლის 19 ივლისის კომისიის სხდომის ოქმის თანახმად, მომჩივნის მიმართ მიზანშეწონილად ჩაითვალა გამოყენებული იქნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი, კერძოდ მომჩივანი გათავისუფლდა სადავო საკითხთან დაკავშირებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისაგან კომისიის სხდომის ოქმის თარიღისათვის.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 29.06.2023 წლის №19055/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულის ფარგლებს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304(21);