გადაწყვეტილება №27887/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27887/2/2026
10 სექტემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --------ი (ს/ნ ----------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,4.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------ის 31.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27887/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 20 მარტის №6106 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 22.06.2026 წლის №007-159 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.07.2026 წლის №16708 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 86 772,79 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 47 781,22
დღგ - 16 791,00
მიწა - არასასოფლო - 2 909,00
საშემოსავლო გადასახადი - 25 866,11
ქონების გადასახადი - 2 215,11
ჯარიმა - 17 886,60
საურავი - 21 104,97
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა -----დან იმპორტირებული მაგიდის გადასაფარებლებით ვაჭრობა შპს „------"-სგან იჯარით აღებულ ფართში.
აუდიტის დეპარტამენტის 13.11.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.06.2025 წლამდე პერიოდი.
შემოწმების პროცესში დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები, საქონლის მოძრაობის ამსახველი დოკუმენტაცია ექსელის პროგრამაში (გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას ელ. პროგრამაში არ ახორციელებს) და წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების ცხრილები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 18 ივნისის №12948- ის ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ადგილზე ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის რაოდენობრივი შედეგები შედარებულ იქნება გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საქონლის მოძრაობის ამსახველ დოკუმენტაციაში ასახულ ნაშთებთან და სხვაობა არ გამოვლენილა. წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახული საქონლის სარეალიზაციო ფასნამატის (2022, 2023 წლებში - 4%, 2024 წელს - 11%) და გადამხდელის წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებაში ასახული ფასნამატთან (2022 - 3,6%, 2023 - 8,4%, 2024 - 6,5%,) სხვაობა გამოწვეულია წლებში საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის განსხვავებით.
გადასახადის გადამხდელი საქონლის რეალიზაციის დიდ ნაწილს ახორციელებს დოკუმენტურად. დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი 2022 წელს შეადგენს 9,1%, 2023 წელს 11,9%, 2024 წელს 11,7%, ხოლო 2025 წელს ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით გამოვლინდა 12%. ვინაიდან გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერებში ჩანს დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლები და სასაქონლო მარაგების შეძენები, ხოლო აღნიშნული მარაგები ჩამოწერილია ჯამურად ყოველი საანგარიშო წლის მიხედვით და ასევე შემოწმების პროცესში წარმოდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებებში არსებული მონაცემები განსხვავდება დეკლარირებული მონაცემებისგან, ძირითადი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გაანგარიშდა, როგორც შემოწმებით გამოვლენილი დოკუმენტური, ასევე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით დადგენილი ფასნამატის და შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილ წლიურ საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების ცხრილებში ასახული მონაცემების გათვალისწინებით (დაკორექტირდა 2022, 2023 და 2024 წლის საწყისი და საბოლოო სასაქონლომატერიალური მარაგების ნაშთები). შედეგად 2022 წლის შემოსავალმა ეკონომიკური საქმიანობიდან შეადგინა 1 000 945 ლარი, 2023 წელს 1 167 377 ლარი და 2024 წელს 1 140 135 ლარი. შემოწმებით დადგენილსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობა, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი განაკვეთით (20%). მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით მიხედვით.
ზემოთ აღწერილი გარემოებების მიხედვით განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები (კერძოდ ძირითადი ეკონომიკური საქმიანობით მიღებული და ფართის გაქირავებით მიღებული შემოსავალი). რამაც ჯამში შეადგინა სულ 3 712 748 ლარი (დღგ-ის გარეშე). შემოწმებით გამოვლენილსა და დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვებს შორის სხვაობაზე (123 798 ლარი), შესაბამის საგადასახადო პერიოდებში გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.11.2025 წლის №007-303 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 9.01.2026 წლის №100 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 13.02.2026 წლის №26540/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6106 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებ (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6106 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2026 წლის დასკვნის საფუძველზე, დარიცხული თანხები შემცირდა სულ 20 731 ლარით (გადასახადი 14 815 ლარი, ჯარიმა 5 916 ლარი).
აღნიშნულზე, გადასახადი გადამხდელს წარედგინა 22.06.2026 წლის №007-159 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც 6.07.2026 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 23.07.2026 წლის №16708 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება არ ასახავს საქმის ყველა არსებით ფაქტობრივ გარემოებას, არ შეიცავს მოთხოვნის სრულყოფილ სამართლებრივ შეფასებას და სათანადოდ არ ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაძლებლობის გამოყენების საკითხს.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიღების შემდეგ გადამხდელმა დამატებით შეისწავლა საკუთარი საქმიანობის მონაცემები, განახორციელა თითოეული რეალიზებული საქონლის თვითღირებულებისა და სარეალიზაციო ფასების ანალიზი და შესაბამისი კალკულაციები. აღნიშნული შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ფაქტობრივი საშუალო ფასნამატი შეადგენდა: 2022 წელი - 9.3%, 2023 წელი - 9%, 2024 წელი - 8.7%. აღიარებს, რომ წარმოდგენილ დეკლარაციებში არსებობდა დაზუსტების საჭიროება, თუმცა აუდიტის მიერ გამოყენებულ ფასნამატის მაჩვენებლები სრულად არ ასახავდა რეალურ სავაჭრო საქმიანობასა და საქონლის ფაქტობრივ სარეალიზაციო პირობებს.
აღნიშნული საკითხი დაბრუნდა აუდიტის დეპარტამენტში დამატებითი შესწავლის მიზნით. შემდგომი განხილვის შედეგად თავად საგადასახადო ორგანომ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და ნაწილობრივ გაიზიარა მისი პოზიცია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 20 მარტის №6106 გადაწყვეტილების საფუძველზე დადგინდა, რომ თავდაპირველად გამოყენებული ფასნამატის მაჩვენებლები საჭიროებდა კორექტირებას, კერძოდ: 2023 წელს ფაქტობრივი სარეალიზაციო ფასნამატი განისაზღვრა 9.66%-ით ნაცვლად თავდაპირველი 11.9%-ისა; 2024 წელს ფაქტობრივი სარეალიზაციო ფასნამატი განისაზღვრა 11%-ით ნაცვლად თავდაპირველი 11.7%-ისა. აღნიშნული კორექტირების შედეგად: 2023 წლის საშემოსავლო გადასახადი შემცირდა 4 674 ლარით; 2024 წლის საშემოსავლო გადასახადი შემცირდა 1 429 ლარით; დღგის ძირითადი თანხა შემცირდა 5 491 ლარით; 2023 წლის ქონების გადასახადი შემცირდა 3 221 ლარით, ხოლო შესაბამისი ჯარიმა - 1 611 ლარით.
აღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ თავდაპირველი საგადასახადო შეფასება სრულად ზუსტი არ აღმოჩნდა და საჭირო გახდა მისი კორექტირება თავად საგადასახადო ორგანოს მიერ. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, გადამხდელს კვლავ დაეკისრა შესაბამისი სანქციები, მათ შორის ჯარიმა და საურავი, რომელთა საკითხიც საჭიროებს დამატებით შეფასებას საქმის სრული გარემოებების გათვალისწინებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო შემოწმებისა და დავის პროცესი მიმდინარეობდა 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის 22 ივნისამდე, რამაც პირდაპირი გავლენა მოახდინა დარიცხული საურავის ოდენობაზე და მნიშვნელოვნად გაზარდა გადამხდელის ფინანსური ტვირთი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თავდაპირველი საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით განსაზღვრული საურავის ოდენობა იყო ნაკლები, ვიდრე შემდგომ, გადაანგარიშების შედეგად გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნაში მითითებული საურავი.
აღნიშნული გარემოება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, ვინაიდან გადაანგარიშების შედეგად შემცირდა ძირითადი საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ, შემცირდა საშემოსავლო გადასახადის, დღგ-ის და სხვა შესაბამისი დარიცხვების ძირითადი თანხები, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, საურავის ოდენობა გაიზარდა. მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დადგინდეს საურავის ხელახლა გაანგარიშების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, მათ შორის, რა მეთოდით და რა პერიოდზე განხორციელდა საურავის დარიცხვა, ვინაიდან ძირითადი საგადასახადო ვალდებულების შემცირების პირობებში სანქციის ზრდა საჭიროებს შესაბამის სამართლებრივ განმარტებასა და დასაბუთებას. აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს მხოლოდ სანქციისგან გათავისუფლების საკითხს, არამედ წარმოადგენს დამოუკიდებელ საკითხს საურავის დარიცხვის კანონიერებისა და გაანგარიშების სისწორის შეფასების კუთხით.
მოცემულ შემთხვევაში არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძვლები, რადგან გადასახადის გადამხდელს არ ჰქონია გადასახადისგან თავის არიდების განზრახვა; საკითხი წარმოიშვა საგადასახადო შეფასებისა და ფასნამატის განსაზღვრის განსხვავებული მიდგომიდან; გადამხდელმა ითანამშრომლა საგადასახადო ორგანოსთან; თავად საგადასახადო ორგანომ შემდგომი განხილვის შედეგად შეამცირა თავდაპირველი დარიცხვები. ამასთან, 13 წელია ახორციელებს ერთსა და იმავე საქმიანობას -----ის ტერიტორიაზე. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მას არ ჰქონია გადასახადების დაგვიანებით გადახდის, საგადასახადო ვალდებულებებისგან თავის არიდების ან სხვა მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევები, რაც ადასტურებს მის კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას საგადასახადო ვალდებულებების მიმართ.
არ უარყოფს დაკორექტირებული ძირითადი საგადასახადო ვალდებულების არსებობას და მზად არის მისი სრულად დაფარვისთვის. გადამხდელის დავა და მოთხოვნა უკავშირდება მხოლოდ დარიცხული ჯარიმისა და საურავის საკითხს — მათი კანონიერების, პროპორციულობისა და საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით გადახედვას. დარიცხული ჯარიმისა და საურავის სრულად დაკისრება, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინების გარეშე, წარმოადგენს მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთს გადამხდელისთვის და შესაძლოა უარყოფითად აისახოს მისი შემდგომი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობაზე, რაც საბოლოო ჯამში გავლენას მოახდენს როგორც გადამხდელის, ისე სახელმწიფოს მომავალ საგადასახადო შემოსავლებზე.
გადასახადის გადამხდელი მოითხოვს:
1. გადაიხედოს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა ჯარიმისა და საურავისგან გათავისუფლებაზე;
2. განხორციელდეს გადაანგარიშების შედეგად დარიცხული საურავის კანონიერებისა და გაანგარიშების სისწორის შემოწმება, მათ შორის თავდაპირველ და შემდგომ საგადასახადო მოთხოვნებს შორის არსებული განსხვავებების გათვალისწინებით;
3. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საქმის ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებით, გათავისუფლდეს დარჩენილი ჯარიმისა და საურავისგან;
4. მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, რომელიც დააბალანსებს სახელმწიფოს ფისკალურ ინტერესებსა და კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის უფლებებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6106 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებ (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2026 წლის დასკვნა, სადაც მითითებულია შემდეგი:
აუდიტის დეპარტამენტის მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილები და კალკულაციები. წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ მაგიდის გადასაფარებლების ფაქტობრივი სარეალიზაციო ფასნამატი შემოწმებით თავდაპირველად ნაგულისხმევ მაჩვენებლებზე ნაკლებია. კერძოდ, დადგინდა, რომ 2023 წელს მაგიდის გადასაფარებლების ფაქტობრივმა სარეალიზაციო ფასნამატმა ნაცვლად 11.9%-ისა შეადგინა 9.66%, 2024 წელს ნაცვლად 11.7%-ისა შეადგინა 11.0%. აღნიშნული ფაქტობრივი მონაცემების გათვალისწინებით, ხელახლა დაზუსტდა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ მაგიდის გადასაფარებლების რეალიზაციიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი და დასაბეგრი ბაზა. გატარებული კორექტირების საფუძველზე, ი/მ ------ს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული წლიური საშემოსავლო გადასახადი 2023 წელს - 4 674 ლარის ოდენობით, ხოლო 2024 წელს - 1 429 ლარის ოდენობით. აღნიშნული შემცირებებიდან გამომდინარე, პროპორციულად დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას) 2023 და 2024 წლების საშემოსავლო გადასახადის თანხებზე საგადასახადო კოდექსის შესაბამისი მუხლებით დარიცხული საგადასახადო ჯარიმები და საურავები. აღნიშნული პირველი საკითხის (ფასნამატისა და ერთობლივი შემოსავლის კორექტირების) გათვალისწინებით, შესაბამისად დაზუსტდა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ მაგიდის გადასაფარებლების რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვაც. გატარებული ცვლილების შედეგად ი/მ -------ს აღნიშნულ ნაწილში შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული დამატებული ღირებულების გადასახადი 5 491 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული კორექტირებების საფუძველზე, დღგ-ის ძირითად თანხებზე საგადასახადო კოდექსის შესაბამისი მუხლებით დარიცხული საგადასახადო ჯარიმები და საურავები დაექვემდებარა პროპორციულ შემცირებას. შემოსავლების სამსახურის №6106 გადაწყვეტილებით, დაზუსტებული ფასნამატების საფუძველზე, ი/მ -----ს 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის ძირითადი თანხა შეუმცირდა 4 674 ლარით. აღნიშნული კორექტირების შედეგად, გადასახადის გადამხდელის 2023 წლის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრმა შემოსავალმა (ერთობლივმა შემოსავალმა) ნაცვლად 105 508 ლარისა შეადგინა 82 140 ლარი. ვინაიდან აღნიშნულმა მონაცემმა გადაინაცვლა 100 000 ლარს ზემოთ არსებული კატეგორიიდან 40 000-დან 100 000 ლარამდე ზღვარში, ქონების გადასახადის განაკვეთი 0.8%-დან შემცირდა 0.2%-მდე. შესაბამისად, 2023 წლის ქონების გადასახადი შემცირდა 3 221 ლარით, ხოლო შესაბამისი ჯარიმა - 1 611 ლარით. შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 20 731 ლარით, მათ შორის, გადასახადი 14 815 ლარი, ჯარიმა 5 916 ლარი. დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 6 103 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 6 103 ლარით.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6106 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივანი მოითხოვს, გადაიხედოს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა ჯარიმისა და საურავისგან გათავისუფლებაზე, განხორციელდეს გადაანგარიშების შედეგად დარიცხული საურავის კანონიერებისა და გაანგარიშების სისწორის შემოწმება, მათ შორის თავდაპირველ და შემდგომ საგადასახადო მოთხოვნებს შორის არსებული განსხვავებების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საქმის ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებით, გათავისუფლდეს დარჩენილი ჯარიმისა და საურავისგან.
საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6106 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის №6106 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.06.2025 წლამდე პერიოდი.შემოწმების პროცესში დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები, საქონლის მოძრაობის ამსახველი დოკუმენტაცია ექსელის პროგრამაში (გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას ელ. პროგრამაში არ ახორციელებს) და წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების ცხრილები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №12948- ის ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ადგილზე ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის რაოდენობრივი შედეგები შედარებულ იქნება გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საქონლის მოძრაობის ამსახველ დოკუმენტაციაში ასახულ ნაშთებთან და სხვაობა არ გამოვლენილა. წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახული საქონლის სარეალიზაციო ფასნამატის (2022, 2023 წლებში - 4%, 2024 წელს - 11%) და გადამხდელის წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებაში ასახული ფასნამატთან (2022 - 3,6%, 2023 - 8,4%, 2024 - 6,5%,) სხვაობა გამოწვეულია წლებში საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის განსხვავებით.
გადასახადის გადამხდელი საქონლის რეალიზაციის დიდ ნაწილს ახორციელებს დოკუმენტურად. დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი 2022 წელს შეადგენს 9,1%, 2023 წელს 11,9%, 2024 წელს 11,7%, ხოლო 2025 წელს ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით გამოვლინდა 12%. ვინაიდან გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერებში ჩანს დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლები და სასაქონლო მარაგების შეძენები, ხოლო აღნიშნული მარაგები ჩამოწერილია ჯამურად ყოველი საანგარიშო წლის მიხედვით და ასევე შემოწმების პროცესში წარმოდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებებში არსებული მონაცემები განსხვავდება დეკლარირებული მონაცემებისგან, ძირითადი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გაანგარიშდა, როგორც შემოწმებით გამოვლენილი დოკუმენტური, ასევე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით დადგენილი ფასნამატის და შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილ წლიურ საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების ცხრილებში ასახული მონაცემების გათვალისწინებით (დაკორექტირდა 2022, 2023 და 2024 წლის საწყისი და საბოლოო სასაქონლომატერიალური მარაგების ნაშთები). შედეგად 2022 წლის შემოსავალმა ეკონომიკური საქმიანობიდან შეადგინა 1 000 945 ლარი, 2023 წელს 1 167 377 ლარი და 2024 წელს 1 140 135 ლარი. შემოწმებით დადგენილსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობა, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი განაკვეთით (20%). მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით მიხედვით.ზემოთ აღწერილი გარემოებების მიხედვით განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები (კერძოდ ძირითადი ეკონომიკური საქმიანობით მიღებული და ფართის გაქირავებით მიღებული შემოსავალი). რამაც ჯამში შეადგინა სულ 3 712 748 ლარი (დღგ-ის გარეშე). შემოწმებით გამოვლენილსა და დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვებს შორის სხვაობაზე (123 798 ლარი), შესაბამის საგადასახადო პერიოდებში გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №007-303 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის №100 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.რომლის №26540/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. რომლის №6106 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კეძოდ,მომჩივანს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და აღნიშნულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებ (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის №6106 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2026 წლის დასკვნის საფუძველზე, დარიცხული თანხები შემცირდა სულ 20 731 ლარით (გადასახადი 14 815 ლარი, ჯარიმა 5 916 ლარი).აღნიშნულზე, გადასახადი გადამხდელს წარედგინა №007-159 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №16708 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის №6106 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1); 164(1); 269(7); 302(6);