ბრძანება N 2934

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.02.2024
№ დოკუმენტი 2934
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2934

12 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2024 წლის 18 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №11) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) №86886/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 დეკემბრის №041-95 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს არაგონივრული ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას. აცხადებს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს შემოწმებით კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი. კომპანიის სალაროში თანხების განთავსება განპიროებებული იყო კომპანიის ეკონომიკური გათვლებიდან, დაგეგმილი პროექტებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, რასაც თან დაერთო პანდემიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკები. შემმოწმებელმა, ნაცვლად იმისა, რომ სალაროს ნაშთიდან გადახდილად ჩაეთვალა დამფუძნებლისგან მიღებული სესხი, პირიქით - არსებული ნაშთი ჩათვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ სესხად, რაც სრულიად უსაფუძვლო და უსამართლოა. შემოწმების დასრულების მომენტისთვის კომპანიას არ გააჩნია სალაროს ნაშთები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სალაროში შესამოწმებელ პერიოდში არსებული ფულადი სახსრები ათვისებულია კომპანიის სამეურნეო საჭიროებიდან გამომდინარე და თანხვედრაშია კომპანიის ეკონომიკურ გათვლებთან. გარდა ამისა, ვინაიდან სალაროს ნაშთები სრულად არის ათვისებული, ამ ფონზე განსაკუთრებით უსამართლოა დაკისრებული სანქცია. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი და გათავისუფლებული უნდა იქნას დარიცხული სანქციისაგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 ივლისის №16800 ბრძანებით შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

„1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 ივლისის №16800 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 13 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 586 005 ლარი, მათ შორის, გადასახადის თანხა - 231 779 ლარი და ჯარიმა - 354 226 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 22 დეკემბრის №041-95 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილი იქნა საწარმოს სალაროში არსებულ ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად. 2021 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში საწარმოს არაგონივრულმა ნაშთმა შეადგინა 1 497 573 ლარი. ამასთან, აღნიშნული თანხის ნაწილი, 148 582 ლარი, უძრავი ნაშთის სახით ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან. ამდენად, 148 582 ლარი ჩაითვალა როგორც 2020 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდში გაცემული ხელფასი, ხოლო 2021 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში გაცემულ ხელფასად ჩაითვალა სხვაობა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებულ არაგონივრულ ნაშთსა და უძრავ ნაშთს შორის. შესწავლის შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული საშემოსავლო და მოგების გადასახადები. ამასთან, გადაანგარიშების ეტაპზე საკასო შემოსავლის ნაწილში დამატებით გათვალისწინებული იქნა დამფუძნებლისგან მიღებული სესხის თანხის 10%. საკასო ხარჯის ნაწილში გათვალისწინებული იქნა კრედიტორული დავალიანების დაფარვისთვის გადახდილი თანხების 10%, რომელიც შემოწმების პროცესში არ იქნა გაშიფრული, აღნიშნულთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი იქნა დამატებითი დოკუმენტაცია (სალაროს გასავლის ორდერები, გადახდის ქვითრები).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, საწარმოს სალაროში არსებულ ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად. 2021 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში საწარმოს არაგონივრულმა ნაშთმა შეადგინა 1 497 573 ლარი. ამასთან, აღნიშნული თანხის ნაწილი, 148 582 ლარი, უძრავი ნაშთის სახით ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან. ამდენად, 148 582 ლარი ჩაითვალა როგორც 2020 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდში გაცემული ხელფასი, ხოლო 2021 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში გაცემულ ხელფასად ჩაითვალა სხვაობა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებულ არაგონივრულ ნაშთსა და უძრავ ნაშთს შორის. შესწავლის შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული საშემოსავლო და მოგების გადასახადები. ამასთან, გადაანგარიშების ეტაპზე საკასო შემოსავლის ნაწილში დამატებით გათვალისწინებული იქნა დამფუძნებლისგან მიღებული სესხის თანხის 10%. საკასო ხარჯის ნაწილში გათვალისწინებული იქნა კრედიტორული დავალიანების დაფარვისთვის გადახდილი თანხების 10%

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად. ამასთან, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად ასევე მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს არაგონივრული ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს სალაროში არსებულ ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად. 2021 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში საწარმოს არაგონივრულმა ნაშთმა შეადგინა 1 497 573 ლარი. ამასთან, აღნიშნული თანხის ნაწილი, 148 582 ლარი, უძრავი ნაშთის სახით ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან. ამდენად, 148 582 ლარი ჩაითვალა როგორც 2020 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდში გაცემული ხელფასი, ხოლო 2021 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში გაცემულ ხელფასად ჩაითვალა სხვაობა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებულ არაგონივრულ ნაშთსა და უძრავ ნაშთს შორის. შესწავლის შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული საშემოსავლო და მოგების გადასახადები. ამასთან, გადაანგარიშების ეტაპზე საკასო შემოსავლის ნაწილში დამატებით გათვალისწინებული იქნა დამფუძნებლისგან მიღებული სესხის თანხის 10%. საკასო ხარჯის ნაწილში გათვალისწინებული იქნა კრედიტორული დავალიანების დაფარვისთვის გადახდილი თანხების 10%

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).